ბერძნულ რეტიმნოში მოჭადრაკეთა მე-3 საერთაშორისო ფესტივალის ბოლო ტურში ჩვენებური თურქ მუსტაფა ილმაზს დაუზავდა და 9 შესაძლებლიდან 6 ქულა მოაგროვა
ბერძნულ რეტიმნოში მოჭადრაკეთა მე-3 საერთაშორისო ფესტივალის ბოლო ტურში გუშინ სოფიკო გურამიშვილი თურქ მუსტაფა ილმაზს დაუზავდა და 9 შესაძლებლიდან 6 ქულა მოაგროვა, რაც ურიგო შედეგი არ არის, თუმცა საერთო ჩათვლაში ამ მონაგრით მხოლოდ 27-ე ადგილი დაიკავა, ქალებში კი მე-2 ადგილი ერგო.

მართალია, ამდენივე ქულა მოაგროვა ვადიმ ფაბისოვიჩის (რუსეთი) მძლეველმა ვიტა ჩულივსკამ (უკრაინა), რომელმაც უკეთესი კოეფიციენტით აჯობა ჩვენებურს.

ბულგარელმა ელიზა რაევამ იტალიელი გიუსეფ ვალენტი დაამარცხა და მანაც 6 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ გურამიშვილზე უარესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა და მე-3 ადგილით დაკმაყოფილდა. ქალთა შორის პრიზიორებს, შესაბამისად, 500, 300 და 200 ევრო გადაეცათ.

მთავარი პრიზი - 2200 ევრო იური კრივორუჩკომ (უკრაინა) მოიპოვა. გუშინ იგი მომჩილ ნიკოლოვს დაუზავდა და 9 შესაძლებლიდან 7 პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, 7-7 ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე-მეათე ადგილებზე გავიდნენ: პეტერ პროჰაზკა (უნგრეთი, 1500 ევრო), დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა, 1000), ხრისტოს ბანიკასი (საბერძნეთი, 600), ალექსანდრ ბუზარევი (უკრაინა, 400), მომჩილ ნიკოლოვი (ბულგარეთი, 400), ალექსანდრ იპატოვი (ესპანეთი, 250), მარინ ბოსიოჩიჩი (ხორვატია, 250), მისა პაპი (სერბეთი, 250), აშვინი (ინდოეთი, 250 ევრო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო