ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

„ნაპოლი“ სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ცხადია, ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ასე უღიმღამოდ თამაში გუნდისგან მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგული გუნდი დიაკიტემ დააწინაურა. კვარაცხელიამ ტაიმის დასასრულს ორი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს წინ წააქციეს, თავად დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. „ლილმა“ კი კონტრშეტევებზე შანსები გამოიყენა და მერეტს კიდევ სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ნეაპოლელებმა სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი უკვე ჩემპიონატზე ჩაატარებს - 4 იანვარს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ლილი 1:4

გოლები: 0:1 დიაკიტე (18), 0:2 დავიდი (63), 0:3 ოუნასი (78), 0:4 ბამბა (82), 1:4 რასპადორი (90+3)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ძანოლი 83), ოსტიგარდი, ჟეზუსი (ბარბა 83), მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა (გაეტანო 69), ელმასი (რასპადორი 71), პოლიტანო (ძერბინი 69), კვარაცხელია (ზედადკა 84), ოსიმენი (სიმეონე 69)

• კახა

რატომაც არ უნდა დაეზოგა თავი ტრამვა რომ გაურთულდეს მერე თქვენ გიყუროთ მოედნის გარედან ეხლა ლიგაზე გამოვრდნაა ყველა თამაში მანდ დაგამუნჯებთ ყველას მინიმუმ იტალიის ჩემპიონიც გახდება ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გაიყვანს ისინი კიდე კლავიატურის ლომები " ათასად კაცი დაფასდა ათიათასად ზრდილობა! გამოჩნდა ნაღდი მაგარი კლასის ქართველი ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდება! ყველა დროის!" ნახეთ გაიყვანს ნაკრებს და ახდება ნამდვილი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება და დიდ ფორუმზე უახლეს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს ( გაიყვანდა კიდეც არარსებული კორონა რომ დაუდგინეს) მაგრამ ხვიჩა მჯერა არავის მოუსმინო გაქვს ყველაფერი ტექნიკა შრომის მოყვარე ხარ და ყველაფერს შეძლებ და მართალი ხარ იმსიტყვებში 100 პროცენტით რომ ნაპოლიში ნამდვილ პროფესიონალად იგრძენი თავი გამოგონებამ გავიგეთ და მთელი სულით და გულით გგულშემატკივრობთ ის კიარა უფრო მეტიც შენც ტატოც ლაშაც ლევანიც ერთნაირად იმსახურებთ წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებას გულით გილოცავთ მოახლოებულ ახალ წლის დადგომას ასევე მორაგბეთა ნაკრებს და ყველა ნამდვილ ქართველს " ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული" ყველას წარმატებებს ვუსურვებ სრულიად საქართველოსთვის ყოფილიყოს 2023 გარდამტეხი წელი ხისუფლებაში გამოჩნდებოდეს ნეტა თქვენნაირი პატრიოტი ქართველი ისეთი როგორიც გვეკადრება დავითის, თამარის, ილიას, ვაჟასი,ექვთიმეს,ზვიადის, მერაბის,კიდევაც დაიზრდებიანო ალგეთს ლეკვები მგლისანი (პსათოსურად ჟღერს თითქოსდა სადღეგრძელოსავით გამომივიდა და რატომაც არა დაგლოცოთ გამჩენმა ღმერთმა ქართველი ხალხის ღირსეულად წარმოჩენისთვის ხვიჩა მჯერა და როგორც ოლიმპიადის დროს როცა ქართველი ოქროს ასაწევისთვის ემზადებოდა ჩვენ თქვენთვის მაშინაც და ეხლაც სანთელს ვანთებთ და ვლოცულობთ ღმერთს ვთხოვთ რომ გაგაძლიეროთ ქართული ჰიმნი ააჟღეროთ!!! მჯერა

• nodo

ჭამა სმაში დაეინაურებულა კვარაცხრლოვია,რას გავდა ძლივს დადიოდა თამაშზე

• თემური

კი, ხვიჩა არ არის ფორმაში, ცოტა წონაც მომატებული აქვს, მაგრამ გუშინდელ თამაშში უფრო ის ჩანდა, რომ ის თავის დაზოგვით თამაშობდა და ტრამვის მიღებასაც ერიდებოდა, თუმცა მაინც ბურთს მიიღებდა თუ არა უმეტესად თამაში მწვავდებოდა. 4 იანვარიც მალე მოვა...

კი ეგრეა,მოსუქებული დადიოდა..მაგრამ მაინც გადაწყვეტილია ოქროს ბურთს აძლევენ

• სოსო

ვშიშობ, ფეხბურთელთა ნაწილმა დაიჯერა,რომ ძალიან მაგრები არიან და ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილებათ.ჩემპიონატის დაწყების წინ,ნაპოლი ძალიან კარგად გამოიყურებოდა,ახლანდელისაგან განსხვავებით.იმედია სპალეტი შესძლებს,გუნდის კვლავ დამუხტვას.ჩემპიონატის განახლებამდე კიდევ არის დრო და მთავარია,იმ დროისათვის დალაგდეს გუნდი.

• pepe

სწორად ფიქრობ ზურაბ ეგ არი მესინია

• zurabi

ღმერთი არ ახდეს რასაც ვფიქრობ და ჩემი თავი ჯანდაბას .

აუ რეებს წერს ხალხი. თურმე როგორ ელოდნენ ხვიჩას წაგებას. შენ რა გითხარი ხვიჩა, ამდენი ხანი რომ ალოდინე ესენი და თვეობით წაუგებელი სერია რომ დადე ნაპოლიში :))) გამოჩდნენ ხავსმოდებულები, ამხანაგურის წაგებაზე არ მორთეს ღრეობაა! :დ

ახალწლებზე თამაშები ყოველთვის იყო და მაგ დღეებში თამაშების ყურება მირჩევნია, ვიდრე ზოგიერთებივით საცივიდან თავის ვერ ამოყოფა. თქვენ რომ გგონიათ ახალი წელი, კუჭის ამოყორვის დღესასწაული, ეგრე არაა ყველასთვის. ვიღაცეებს თამაშები გვიყვარს და ველოდებით. თქვენ შეგიძლიათ განაგრძნოთ ღრეობა და ხვიჩას ვინ ვუგულშემატკივრებთ ეგ რატომ გაწუხებთ ასე? თავად არ უგულშემატმივროთ და ეგაა. სექტას მნიშვნელობა არ იცით ალბათ, სექტა გაუნათლებელ, რაღაცაზე ჩაციკლულ ადამიანებს ნიშნავს, თუნდაც ახალ წელზე, ან რომელიმე ბელადზე. ფეხბურთის თამაშის სიყვარული, ხელოვნების სიყვარული და ვინმეს გულშემატკივრობა არ შეიძლება სექტა იყოს. გადაიკითხეთ რა დაწერეთ და შეგრცხვებათ.

• aki

რა ცოტა კომენტარბია,გააქტიურდით მაინც არაფერი საქმე არ გაქვთ..დროზე მოდით მოქმედებაში..

• ზურა

არაუშავს ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო..თან ახალი წელი მოდის და ეს სათამაშო განწყობაზეც აისახება..დარწმუნებული ვარ სეზონი, რომ განახლდება ნაპოლიც სხვა ენთუზიაზმით ითამაშებს.ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობის მაქსიმუმს დადებს მოედანზე და დანარჩენს გამოჩნდება.

• ზ.მ.

მერეღა ვერაა სტაბილურად ტოპ მეკარე,სტრესებისას ჭაკობს ,დაცვა დასუსტებულია,მუნდიალისტები აკლდათ, ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერები და თამაშის შემკვრელები აკლდათ,მსოფლიოს დონის.თავდასხმაში ,ოსმენს,ხვიჩას ვერ აწვდიდნენ საჭიროდ დროულად ბურთს რასპადორი, სიმეონე ,დონით ნაკლები არიან ანგისაზე,ლოსანოზე,ზელინსკიზე,ლობოდკა გადაიღალა თამაშისას.ერთი ორი ტრანსფერი გუნდს ესაჭიროება,მეკარე მსოფლიო დონის და დამცველი კორეელთან შეწყვილებისთვის,სასურველია გასული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე,.ლაურენტისს ძალუძს საჭირო შესყიდვები..იტალიის ჩემპიონატიდან არასაჭირო შესყიდვების სანაცვლოდ,გუნდის რეალურად გასაძლიერებლად...

რუის რა უნდა საერთოდ გუნდში ??????????

• papai

სიმართლე ითქვას ამ ამხანაგურებში წაგება და ხარვეზების დანახვა ჯობდა მერე განახლებულ ჩემპიონატის სტარტზე მარცხებს.. დაცვამ ძალიან აურია, შუა ხაზი დაკარგული იყო და შესაბამისად ვერც შეტევაში გამოსდიოდათ რამე.. ნუ ხვიჩასაც სიზუსტე და სითამამე აკლია.. იმედია ინტერთან 4-ში სულ სხვა ნაპოლის ვნახავთ

• წაიკითხე ხმამაღლა

ეხლა ახალი წელიო, მერე ძველიო, ხვიჩა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფუტბალისტებს მაგონებს.. წონა აუკრეფია თან..კიჭაც ეგრე იყო ფენომენიიი

• სააკაძე

ამ შემადგენლობითაც მშვენივრად თამაშობდა ადრე ნაპოლი, აშკარად მაგრად აკლია ზიელინსკი და კიმი, მაგრამ ასე მაინც არ უნდა ითამაშონ

• რატი

1000%

• ვანჩოპე

არაა გამორიცხული რომ ყუმარობდეს ნაპოლი. ნახავთ 4 ში რა გუნდი გამოვიდეს. ამხანაგური თამაშები არაფერს არ წყვეტს

• zaza

საშინელებაა ფანატიზმი.აქ ერთი ასეთი დამთხვეული წერს ჩაგვიმწარდა ახალი წელი 4 იანვრის მოლოდინშიო.რა უბედურებაა? ახალი წელი მოდის,ლამაზი დღესასწაული,რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს უხარია და უყვარს.ეს სექტა კი ხვიჩა-ხვიჩას ბღავის და ინტერთან ხვიჩა იფრენსო.ვერაფერსაც ვერ იფრენს,წააგებენ. სრულიად საქართველოს და თქვენს საიტს ვულოცავ ახალ წელს.

• გიორგი

და რა გინდა რომ ქნა ჯერ როცა ხელსაყრელ მდგომარეობაშია ბევრჯერ ეგ ნაბოზარი რუი და ლობიტკა პასს არ აძლევენ მერეა და მერეტის ბრალია სამი ბურთი და დაცვამ არ იყო მოგებაზე ორიენტირებული გუნდი აშჯარად დადიოდნენ

• მოსეხონელი

ზოგს ძაან მოკლე მახსოვრობა აქ ასე იყო ზაფხულშიც ნაპოლი ამხანაგურებში საოცარ სუსტ ფეხბურთს აჩვენებდა მაშინაც გამოდიაოდა ხალხი ცინიკური კონნეტრებით სოფლის გუნდია 4ულშიც ვერ მოხვდება.მარა დაიხია სერია A თავზე და ზედ ლიგაც მიაყოლა.სპალეტი ექსპერიმენტობს აცადეთ კაცს .თან ცოტა ძირს დაეშვებიან ფეხბურთელები ეიფორიაში რომ არ ჩავარდნენ.

• შარი

ნეტა სპალეტი კითხულობდეს აქაურ კომენტარებს

• დავითი

ვინ ნახევარი გუნდი? კვარაცხელიას გარდა ოსიმენიც გუნდშია,ლობოტკაც ,დილორენცოც,რასპადორიც. მსოფლიოზე ერთადერთი შეუცვლელი ლიდერი კიმი დაიტვირთა და ისიც მერვედფინალამდე. ზელინსკი და ლოზანო ტრამვებია ფონზე ისედაც მუდმივ როტაციაში ხვდებიან და მაგათ გარეშეც ადვილად იგებდა ნაპოლი თამაშებს

• დავით 67

არ შეგვჭამეს ამ კრიალათი! დაცვა საერთოდ 0-ია.

• zura222

რასპადორი არანაირად არაა ხვიჩას შემცვლელი ის ოსიმენის შემცვლელია ! ათამაშა სპალეტიმ ადრე რასპადორი მარცხენა ფლანზე და საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა ხვიჩას შემცბლელები არიან ელმასი და ძერბინი

• რა მაფიაა?

ბავშვობაში ფეხბურთი არ გითამაშიათ? 3 თვეა არ ურბენია ფაქტიურად და 1 კვირაა რაც ვარჯიშობს, დარჩენილი დღეები ისევ სახლში კიარ წამოწვებიან, საკმაო ვარჯიშები ექნებათ თამაშამდე და ჩადგება ფორმაში... ისევ ფრენას რო დაიწყებს, შემდეგ წელს პირველად შეგრცხვებათ თქვები პესიმიზმი... რა პანიკებია, რუბინში რო ქონდა, არშემდგარი ტრანსფერის ამბების მერე პატარა ჩავარდნა, მაშინაც რაღაცა პესიმისტური პანიკა იყო... შევთანხმდეთ აქვე რო ბიჭი ნიჭიერია და უბრალოდ ვარჯიში და თამაშები ჭირდება... შეიძლება ხვალ რო ინტერთან ათამაშო მნიშვნელოვანი თამაში, იქ იფრინოს უკვე... მიზანსაც გაისწორებს და გოლებსაც გაიტანს

• gogi

ვერ გავიგე, ის ძირითადი მოთამაშეები (თითქმის ნახევარი გუნდი) შვებულებაში რომ გაუშვეს, როგორ და როდის უნდა შევიდნენ ფორმაში 4 იანვრამდე? ხვიჩა მარტო ხომ არ ათრევს ასეთ მოშლილ გუნდს, მითუმეტეს ასეთი მაღალი კლასის მეტოქეების წინააღმდეგ?

• ფაქტია

ესე იცის სხვა სიტუაციებზე გადართვამ. ამას ფორმიდან ამოვარდნაც კი აღარ ჰქვია . გადაირევა მთელი საქართველო და არა მარტო. ესეთი რა დაზიანება მიიღო კაცმა თუ სხვა რაღაცაშია საქმე და დაგვერხა. ხვიჩა მოუყარე ისევ თავი ნებისყოფას და შეეშვი ყველაფერს თუ ძმა ხარ გთხოვთ

• Ზაზა 15

როგორც ამბობდა პიპინია ერისთავი: "-გახსოვდეს, ქალი მეომრის პირველი მტერია! განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე." ეს შეგონება დაივიწყა ხვიჩამ და შედეგი სახეზეა! გამოწურულ ლიმონს გავს, შენელებული კადრია.

ესენი თურქეთში საგრიალოდ იყვნენ თუ სავარჯიშოდ. არც იქ უვარგოდათ თამაშები და აქ ხომ ყარაბახის გუნდად იქცნენ. ხვიჩას კიდევ არც ისეთი ტრავმა ჰქონდა ესე რომ დაეკარგა სისწრაფეც და სიზუსტეც, ოთხ რიცხვამდე რა გაძლებს, მგონი არც უნდა დაისვენონ თავად ისეთ ხარისხს აჩვენებენ. ერთი რასპადრია ვინც თამაშობს და დანარენები უჯიგროდ სეირნობენ, ჩაგვიმწარდა ახალი წელი ოთხი იანვრის მოლოდინში სამწუხაროდ

• kaxa

ხვიჩა კი არა, რასპადორის გარდა არავინაა ფორმაში, მოსუქებული გოჭებივით არიან, რა დაემართათ, არც თურქეთში ვარგოდენ კაპიკად, ახლების გამოცდას, გუნდი შეკრას ისევ პროფესორა სპალეტიმ, მეორე გუნდი საერთოდ უვარგისი ჰყავს და ძველს მიხედოს თორემ ჩემპიონობა კი არა.............

• mmm

ვამბობდი, რა დროს საცოლე და ცოლებია, ამას ეხლა ფორმაში რაღა შეიყვანს გადავირევი

• სიმართლე

მგონი ხვიჩამ ახალ წელსაც არ უნდა დაისვენოს რომ ფორმაში შევიდეს, ფაქტიურად ვეღარ ვცნობ და ახალი სანერვიულო გამიჩნდა სერიოზული ძალიან...........

• გულშემატკივარი

მეგობრებო დამშვიდდით!!! 4 იანვარს ვიხილავთ ისევ იმ ნაპოლის ჩვენი ვარსკვლავის თამადობით!!! დაე 2023 ყოფილიყოს ხვიჩას გაბრწყინების წელი!!! უფალი ფარავდეს!!! წინსვლა და წარმატებები!!! გისურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას!!! შეხვედრამდე…

• fani

ვერ გავიგე, მსოფლიოზე მოთამაშე ნაპოლის ფეხბურთელები (ზელინსკი, კიმი, ანგისა, ოლივერა, ლოზანო) აღარ აპირებენ დაბრუნებას?! არცერთ ამხანაგურში განაცხადშიც არ ყოფილან და როდისღა უნდა შეთამაშდნენ, როცა შემდეგი მატჩი ინტერთანაა? აგერ კანადელი ჯონათან დევიდი, ვინც მსოფლიოზე ითამაშა, "ლილში" იყო და გოლიც შეაგდო, ხოლო ამათ კიდევ ნაპოლიმ რამხელა შვებულება მისცა?! სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, თორემ მთელი გაწეული შრომა წყალში ჩაიყრება! P.S. სიმართლე რომ ვთქვა, არც ხვიჩაა ფორმაში და სასწრაფოდ უნდა მობილიზდეს, თორემ ვშიშობ რომ სპალეტიმ შეიძლება ამოაგდოს ძირითადიდან და მის ნაცვლად რასპადორი ჩასვას, ვისაც გოლები გააქვს (დღესაც შეცვლაზე შემოვიდა და გაიტანა)

• Charley

ნერვიულობს ხვიჩა. ინტერთან ერთი-ორი კარგი დრიბლინგი, ან გოლი/საგოლე გადაცემა უნდა დაწყნარდება და მთლიანად გაიხსნება მეორე წრისთვის. ფაქტია, დიდი შესვენება გამოუვიდა და ვერაა ფორმაში ვერც თვითონ და ვერც მთელი გუნდი. ფაქტიურად ნაპოლის პიკში მოუწუა პაუზაზე გასვლა. ნახევარდაცვა "პრახადნოი დვერია" რუი დაცვაში კარტასტროფაა ოსტიგარდთან ერთად და ძალიან სასწრაფოდ ჭირდება გუნდს კიმ მინჯაე, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ზელენსკი ლოზანო და ვაი რომ ისენიც ცუდ ფორმაში შეუერთდნენ გუნდს თორემ ამ თამაშით ინტერი კი არა ათეულისთვის მებრძოლ ნებისმიერ გუნდთან გაუჭირდებათ 3 ქულის აღება. ფაქტია რაც ამ ამხანაგურებში გამოჩნდა ეს ნაპოლი შესვენებამდე გასული გუნდის აჩრდილია და მერე რა რომ ამხანაგურები იყო იგივე ამხანაგური იყო ლილისთვისაც და ვილიარეალისთვისაც რომელთა ნახევარდაცვამ შთანთქეს ამ ორ თამაშში ნაპოლის ცენტრი. ცუდის მომასწავებელი არ აღმოჩნდეს ეს სპალეტისთვის ისედაც ყოველთვის უჭირს მის დამოძღვრილ გუნდებს მეორე წრეში ოპტიმალური ფორმის აღდგენა, და მისი აქილევსის ქუსლი იმედია არ აღმოჩნდება ამხელა ფორის განიავების მიზეზი თორემ წყალში ჩაიყრება ჩვენი ბიჭის ეს ნაშრომ-ნაღვაწი და ისედაც ემოციური ნაპოლიტანელები საბოლოოდ მიეცემიან ღრმა ნიჰილიზმს სკუდეტოს დაუფლების მიმართ.

• merabi-1960

თითქოსდა ორი სხვადასხვა რანგის გუნდი თამაშობდა. პრაქტიკულად იგივე იყო ვილიარეალთანაც. კიმი დაცვაში აშკარად აკლია. დომბელე არ მომწონს, რაღაც შენელებული აზროვნება აქვს. ბურთის ამომტანები ზელინსკი და ანგისა არ თამაშობს. ლობოტკა ფორმაში არაა. წინ ლოზანო არაა კიდევ და აწყობილი გუნდი მოიშალა. იმედია, ეს ფეხბურთელები მალე დაბრუნდება. მთავარია გუნდი ფსიქოლოგიურად არ გატყდეს. ჩვენი ბიჭი, მჯერა მალე დაიბრუნებს ფორმას, მთავარია უტრავმოდ და ეშველება ნაპოლისაც და ჩვენც...

• napoli

ესეთი საშინელი ნაპოლი და კვარაცხელია პირველად ვნახე

• ვაჟა მასწავლებელი

კიმი ფეხით ბრუნდება იტალიაში? უმაგისოდ ნაპოლი "ბორჩალო" ყოფილა! ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ფაქტი ფაქტია!

• რატი

ნაპოლელებს საშობაო ნაბახუსევი დროზე ადრე გასჩენიათ.:( იმედია, ახალი წლიდან ყველაფერი ძველებურად იქნება. წარმატებები!

• Thomas

ტიპებმა იმხელა წაუგებელი სერია დადეს, ნებისმიერი გრანდი ინატრებდა. იქნებ ვაპატიოთ ორი ამხანაგურის წაგება. ნუ ჩამოვიხოკავთ სახეებს ცუდი ანგარიშია და 2022 ში დარჩენილიყოს ეგ წაგება. ისე ნაპოლიმ რაც ქნა ამ სეზონში არცერთ იტალიურ გუნდს არ ღირსებია. წაგება საერთოდ არ აქვს სერია ა ში. ერთადერთი წაგება აქვს და ისიც ლივერპულთან, როცა პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და ჩემპ.ლიგის ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ველოდებით 2023 წელს

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს

ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია

სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

პსჟ-ს დონარუმას გამო სერიოზული პრობლემა აქვს - ვინ შეიძლება შეცვალოს იტალიელი?

შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?

პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია