"ნაპოლის" 1990 წლის შემდეგ არ მოუგია სკუდეტო, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში შეუჩერებელი იყო, იტალიის პირველობაზე 8-ქულით გაიჭრა წინ, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და ძნელი სათქმელია, როგორ იმოქმედებს გუნდზე მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა.

ბოლო ორ სპარინგში "ნაპოლი" თავის თავს არ ჰგავდა, ფეხბურთელები უჩვეულოდ ინერტულები იყვნენ, სადღაც დაიკარგა მათი აგრესიულობა, თუმცა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ საგანგაშო არაფერია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მან ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილი პროფესიონალი უწოდა, ვინაიდან ტრავმის შემდეგ ფორმის დასაბრუნებლად თავდაუზოგავად შრომობს. ქართველს, ალბათ, სანაკრებო პაუზამ სულზე მიუსწრო, რადგან სამის გარდა სერია A-ს კიდევ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევდა და ძნელი სათქმელია, გახურებული სეზონისას რამდენ ხანში მოახერხებდა ძველი კონდიციების დაბრუნებას.

areanapoli წერს, რომ სპალეტის გეგმა აქვს კვარაცხელიასა და ამირ რაჰმანთან დაკავშირებით, რათა 4 დეკემბერს "ინტერთან" შეხვედრისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. უკვე ბრუნდებიან გუნდში ის ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა და იმედია, მალე ნეაპოლური გუნდი და რაც მთავარია ხვიჩა კვლავ გაგვახარებენ. გუშინ გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს მიერ თეატრ პოზილიპოში მოწყობილ სადილზე (ხარჯები კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაფარა) მათ ერთმანეთს ბედნიერი შობა უსურვეს და სამშაბათამდე დასვენების საშუალება მიეცათ.

რადიო Marte იტყობინება, რომ "კვარა" თავს კარგად გრძნობს და სამწვრთნელო შტაბის აზრით, უბრალოდ თავისი ოპტიმალური ფორმა უნდა დაიბრუნოს, ამისათვის 27 დეკემბრიდან უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგება, განტვირთვაზე და სიმარდეზე, რამაც მეტოქეებთან ის უპირატესობა კვლავ უნდა მიანიჭოს, რაც ადრე ჰქონდა და რაც უკანასკნელ ხანს ხანდახან აკლდა.

"ნაპოლი" აგრეთვე ერთ შეხვედრასს თავის პრიმავერას გუნდთან ჩაატარებს, რათა კატარიდან დაბრუნებულებმა და ტრავმამორჩენილმა რაჰმანიმ სათამაშო რიტმი იგრძნონ. ერთი სიტყვით, გადამწყვეტი ბრძოლებისთვის გადამწყვეტი სამზადისი იწყება.

სტუმარი
"ნაპოლი" აგრეთვე ერთ შეხვედრას თავის პრიმავერას გუნდთან ჩაატარებს, რათა კატარიდან დაბრუნებულებმა და ტრავმამორჩენილმა რაჰმანიმ სათამაშო რიტმი იგრძნონ." სავარაუდოდ ეგ შეხვედრა 29-30ში გაიმართება. დეტალურად გაგვაგებინეთ რა, ამხანაგურის ეგიდით, რომელ გუნდს, როდის შეხვდება და როგორ შევძლოთ მატჩის ნახვა?
დინამოელი
ხვიჩა ამ პაუზამ მოგვანატრა შენი გოლების აღნიშვნები. აბა შენ იცი, გაგვახსენე. ჯანმრთელობა და წარმატებები !!!
გფფ
ჩემი დადისლაიქებით თუ პრობლემა მოგვარდება, ღმერთმა ქნას ჰეთ-თრიკი დაედოს ხვიჩას ინტერთან მე მაგი არ მეწყინება.დ
ეეე
უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ვარჯიში რას ნიშნავს? რა სანამ სპალეტი არ დაადგება თავზე მანამ არ ვარჯიშობს სათანადოთ?
ლაშა
ცუდი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ტონუსში იქნებიან და ხვიჩას ორმაგი ძალიახმევა დასჭირდება მათ გასანეიტრალებლად და საერთოდ, ზამთარში შესვენება კუნთების ყველაზე დიდ რეგრესს იწვევს, ვიდრე ზაფხულში, ამიტომაა ყველაზე კარგი შეკრება ჩატარდეს თბილ ქვეყნებში!
Charley
ხვიჩა არ განეკუთვნება იმ ფეხბურთელების კატეგორიას 2-3 ჩავარდნილმა მატჩმა "დაგრუზოს" ის ინტერთან განახორციელებს ორ-სამ დრიბლინგს პასს და სრულ კარტბლანშს შეიქმნის რომ შემდეგ მატჩებში სერია ას მცველებს მის დრიბლინგებზე "გამოცდა" ჩააბარებინოს.
გფფ
ამან თუ ასე ყველა მცირედ შეფერხებაზე ასე ამოვარდა ფორმიდან არაფერი გამოვა.
1.2.3.4.5.6.
უბრალოდ თავისი ოპტიმალური ფორმა უნდა დაიბრუნოს. ეს ფრაზა ყველაზე ძაან მომეწონა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა