ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშებაში მერვე ტურის შემდეგ აზერბაიჯანელი ზაურ მამადოვი დაწინაურდა, რომელმაც კონსტანტინე შანავას სძლია
ფოთში ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშების მთავარი ტურნირის 124 მონაწილეს შორის 4 აზერბაიჯანელია და ერთ-ერთი მათგანი გუშინდელი მერვე ტურის შემდეგ ეულად დაწინაურდა - ზაურ მამადოვმა თასის შარშანდელი მფლობელი კონსტანტინე შანავა შავი ფიგურებით 36-ე სვლაზე დაამარცხა.

არადა, ქართველი დიდოსტატი აზერბაიჯანელ საერთაშორისო ოსტატს რეიტინგში 210 პუნქტით უსწრებს და თეთრებით მისი დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა. ასეა თუ ისე, შანავამ მე-8 ტურის პარტია დათმო და თასის შესანარჩუნებლად ყოველგვარი შანსი დაკარგა, რადგან საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია, რომელიც გუშინ გაიოზ ნიგალიძეს დაუზავდა და 6,5 ქულა მოაგროვა, დღეს შავი ფიგურებით მამადოვს ეთამაშება. თუ მოიგებს, 7,5 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტით მეტოქეებისთვის მიუწვდომელი ხდება, ამ ორთაბრძოლაში ყაიმის შემთხვევაში, მთავარი ჯილდოს (4000 ლარი) მოპოვების შანსი გაიოზ ნიგალიძესაც უჩნდება.

ერთი სიტყვით, გამარჯვებულსა და პრიზიორებს ბოლო ტურის შემდეგი პაექრობები გამოავლენს:

ზაურ მამადოვი (7)-ლევან ფანცულაია (6,5), დავით ბენიძე (6,5)-გაიოზ ნიგალიძე (6,5), დავით ზარქუა (6)-კონსტანტინე შანავა (6), გიგა ყუფარაძე (6)-არმან მიქაელიანი (6), მერი არაბიძე (6)-გიორგი ბაღათუროვი (6), დავიდ კალაშიანი (6)-ოვიკ აირაპეტიანი (6), კარენ ღარიბიანი (5,5)-ივერი ჭიღლაძე (5,5)-ნინო ბაციაშვილი (5,5)-ბაჩანა მორჩიაშვილი (5,5).

რაც შეეხება სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა ტურნირებს, 8-წლიან გოგონებში 8 ქულით თამარ ესაძემ ვადამდე გაინაღდა პირველი ადგილი. 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს სოფიკო გოგინავა და ანაიდ მკრტიჩიანი ინაწილებენ. ბიჭებში 8 ქულით შოთა ხოდაშნელი მეწინავეობს. მას ქულით ჩამორჩება ნიკოლოზ კაჭარავა. 6-6 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ლაზარე და საბა ლომსაძეები იყოფენ.

10-წლიან გოგონებში, ასევე, 8 ქულით პირველობა ელენე კოსტავამ გაინაღდა. უახლოესი მდევრები - ლილე ქორიძე და გვანცა მარგველაშვილი მას 6-6 ქულით მისდევენ კვალში. ბიჭებში კოკა ბუკიას და ცოტნე მამულაიშვილს 8 ტურის შემდეგ 6,5-6,5 ქულა აქვთ. გოლამიმ (ირანი), ანდრეი მუსტაფინმა (აზერბაიჯანი), გორ ტადევოსიანმა (სომხეთი) და ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 6-6 ქულა მოაგროვეს.

12-წლიან გოგონებში 7 ქულით ნარმინ მამადოვამ (აზერბაიჯანი) გაიმარჯვა. მეორე-მესამე ადგილებს ნინო დახუნდარიძე და თეა ჭოლაძე 5,5-5,5 ქულით იყოფენ. ბიჭებში 6,5 ქულით ერთპიროვნულად ავთანდილ ფანჩულიძე მეწინავეობს. გურამ კოკაიას და ლუკა ლიჩელს 6-6 ქულა აქვთ.

ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშება დღეს დამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"