30 წლის სკოტ პარკერი იმედოვნებს, რომ „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება, ოღონდ დასავლეთ ლონდონში იჯარის წესით გადასვლა არ უნდა
30 წლის სკოტ პარკერი იმედოვნებს, რომ „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება, ოღონდ დასავლეთ ლონდონში იჯარის წესით გადასვლა არ უნდა. ჩემპიონშიპში გავარდნილი „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი 7,5 მილიონი ფუნტი ღირს, თუმცა „ლურჯების“ თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშს ჯერ არ გადაუწყვეტია გაიმეტოს ეს თანხა თუ არა.

ადრე მოგახსენეთ, რომ პარკერის ყიდვით დაინტერესებული იყო „ასტონ ვილაც“, მაგრამ ბირმინგემელებმა „ჩაქუჩებს“ მხოლოდ 7 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და უარი მიიღეს. ერთი ხნის წინ ნახევარმცველის ფასი იკითხა „ტოტენჰემ ჰოთსპურმაც“, მაგრამ რომ რომ აწონ-დაწონა, „ხელფასიან-ყველაფრიანად“ ძვირი უჯდებოდა და უკან დაიხია.

სკოტ პარკერს „ჩელსიში“ 2004-05 წლებში აქვს ნათამაშები. მაშინ, დასავლეთლონდონელებმა მასში „ჩარლტონ ატლეტიკს“ 10 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ახლა, „ლურჯებმა“ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს მის მიმართ ინტერესი, თუმცა ლაპარაკი ფეხბურთელის ყიდვაზე კი არა, ქირაობაზე იყო. ასეთი რამ „ვესტ ჰემს“, რასაკვირველია, ხელს აძლევს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ „აპტონ პარკზე“ დაბრუნების პერსპექტივა ფეხბურთელს არ ხიბლავს. მას „მუდმივმოქმედი“ კონტრაქტის გაფორმება ურჩევნია.

ამასთან, პარკერი ვაჟკაცურად იქცევა - წამსვლელია, მაგრამ „ვესტ ჰემს“ არ გაურბის და „ბიშოპს სტორტფორდთან“ ამხანაგურ შეხვედრაში 45 წუთი ითამაშა.

„ჩელსიმ“ კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა: ბელგიური „გენკისგან“ 7,8 მილიონ ფუნტად (8,9 მილიონი ევრო) 19 წლის მეკარე ტიბო კურტუა იყიდა და... პირდაპირ მადრიდის „ატლეტიკოში“ გააქირავა. კურტუა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაყიდული დავიდ დე ხეას ადგილს დაიკავებს. 198 სანტიმეტრი სიმაღლის გოლკიპერმა თქვა:

„არ არის გამორიცხული, „ჩელსიში“ თამაშამდე კიდევ ერთი ან ორი სეზონის სხვა გუნდში გამატარებინონ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...