მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა forbes-მა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის ჩინებულ დებიუტს ხაზი გაუსვა და ერთგვარი პარალელი გაავლო სერბ მილოშ კრასიჩთან, რომელმაც "იუვენტუსში" თავიდან თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მეტოქეებმა მის სტილს ალღო აუღეს. თუმცა ხვიჩას შემთხვევაში გამოცემა ამის ალბათობას გამორიცხავს:

"რაც შეეხება სადებიუტო სეზონებს, უფრო სწორად, სადებიუტო სეზონების პირველ თვეებს, ძნელია რაიმე გაიხსენო უფრო უკეთესი, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია. გარდა რამდენიმე გამჭრიახი დამკვირვებლისა, ყველასათვის თითქმის უცნობი ქართველი გარემარბი იტალიაში ივნისში ჩავიდა. ლორენცო ინსინიეს შემცვლელად 10 მილიონ ევროდ შეძენილ კვარაცხელიაზე რომ ვთქვათ, თავიდანვე მეტ-ნაკლები წარმატებით მოჰკიდა საქმეს ხელიო, არასწორი იქნება. მისი მოქნილი აღნაგობით, მარდი ფეხებითა და მეტოქეების გვერდის ავლის მრავალი უნარით, ის, შესაძლოა, სერია A-ში პირველ სამ თვეში საუკეთესო იყო.

ხვიჩას "ნაპოლიზე" გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ბევრს დაავიწყდა თავისი ყოფილი გმირი ინსინიე, რომელიც თავისი კარიერის დასასრულებლად "ტორონტოში" გადავიდა. "კვარამ" ნეაპოლურ გუნდში სერია A-ში 2022 წელი 6 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა, ყველა ტურნირზე კი 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. 21 წლის კვარაცხელიამ შტურმით აიღო არა მარტო იტალია, არამედ ჩემპიონთა ლიგა, სადაც არაერთხელ გააბითურა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი. მოულოდნელობის ეფექტმა კვარაცხელიას სეზონის პირველ ნახევარში უდავოდ უპირატესობა მიანიჭა, იმან, რომ მოწინააღმდეგეთა მცველებმა არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე.

კვარაცხელია არ უნდა გაებას იმავე მახეში, რომელშიც "იუვენტუსის" ყოფილი გარემარბი მილოშ კრასიჩი 2010-11-ის სეზონში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ცსკა-ს შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გამოცდილება გააჩნდა, სერბი იტალიაში, ცოტა არ იყოს, უცნობის რანგში ჩავიდა. კრასიჩმა სეზონის პირველ ნახევარში თავის გამოჩენა მოახერხა საშინელ გუნდში, რომელშიც ახალგაზრდა ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და კლაუდიო მარკიზიო იყვნენ და აგრეთვე ასაკოვანი ალექს დელ პიერო, ამაური და ფაბიო კუალიარელა. კრასიჩი ჯადოქრობით გამოირჩეოდა და "იუვენტუსი" მარჯვენა ფლანგზე მისი სიმარჯვით ადვილად იგებდა მატჩებს.

მერე კი დადგა შობის დღესასწაულები და 2021 წლის სეზონის განახლებისას კრასიჩი გაანეიტრალეს, მისი მოძრაობები შეისწავლეს და შედეგად ადვილად შესაჩერებელი გახდა. მეტიც, გამჭრიახობა არ ეყო, რათა რაიმე შეეცვალა. ამიტომ ვეღარ თამაშობდა. ზაფხულში "იუვე" ანტონიო კონტემ ჩაიბარა და მდგომარეობა გაუუარესდა - თავის მეორე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2022 წლის ზაფხულში "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდეს. ტურინული კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც წარუმატებელი, თუმცა პირველი ოთხი თვე შესანიშნავი ჰქონდა და უმეტესობას სჯეროდა, რომ მხოლოდ უკეთესი გახდებოდა.

კვარაცხელიას სასახელოდ უნდა აღინიშნოს, თქვა, იმისათვის, რათა არ გახდეს მისი თამაში მეურვეებისთვის ამოსაცნობი, ბევრს მუშაობს, რომ ძნელად შესაჩერებელი შეიქნეს: "ყველა დაიწყებს ჩემი თამაშის შესწავლას და გაანალიზებას, მაგრამ მათთვის ეს გამოუსადეგარი იქნება. საკუთარ თავზე, ახალი ფინტების დახვეწასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე ბევრს ვმუშაობ, კიდევ უფრო ძნელად პროგნოზირებადი უნდა გავხდე".

ქართველის სისწრაფის, სიმძიმის დაბალი ცენტრის და არაორთოდოქსული სტილის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ უცნობია, ვინმე მოახერხებს თუ არა მის შეჩერებას, თუ ორი მეურვე არ მიუჩინეს. თავად ფაქტი, რომ თავის თამაშში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა საჭიროდ ჩათვალა, დიდი ალბათობით, თავს აარიდებს გახდეს კიდევ ერთი კრასიჩი და არაა გამორიცხული, 2023 წელს კიდევ უფრო უკეთესი ვიხილოთ, ვიდრე ისეთი, რომელმაც 2022 წლის რამდენიმე თვეში პუბლიკა დამუხტა.

და კიდევ საშიში პერსპექტივა მარჯვენა მცველებისთვის, რომლებიც მას გადაეღობებიან".

რა მაფიაა?
ზუსტად მასე ფიქრობდა ჯუნტოლი და იმიტომაც მოიყვანა კვარა... ეხლა სხვებიც დაფიქრდებიან და კვარას შემყურე ქართველებიც გამოჩნდებიან უფრო ამბიციურები და შრომისმოყვარეები და AMG მერსედესით არ დაკმაყოფილდებიან და ხორვატიასავით გავუშიანურდებით პლეიოფებს
გელა
ეს ორი არმოწონება რატომ არის, ვერ გავიგე, ალბათ ხელები ექავებოდათ
gogi
ჩემი აზრით ხვიჩა უფრო შემტევი ნახევარმცველია , ვიდრე ტიპიური მარცხენა გარემარბი.
Charley
დიდი ბოდიში კრასიჩთან მაგრამ ის იყო ტიპური ცხენი ვინგერი ფანტაზიის და კრეატივის გარეშე, რომლის პროგნოზირებადობა იოლი გასაშიფრი იყო სერია ას მცველებისთვის და ეს მარტივად გამოუვიდათ კიდეც. მეტიც ერთი სეზონი ორი გოლის გამტან და ერთი კაცის მომტყუებელ ვიღაც ანტონებში სანჩოებში და გრილიშებში 100 მილიონ $ ისე იხდიან ამ ფასის ფეხბურთელების შემყურე მათ წინ მცველები შიშის ზარს უნდა სცემდნენ და ფეხბურთის გულშემატკივარს საფეხბურთო სპექტაკლებს ჩუქნიდნენ ამის მაგიერ კი ეს ვინგერები ზამენას თამაშიდან თამაშამდე უშინაურდებიან და ვინ მოთვლის ესეთე არ შემდგარ "ზვეზდებიში" რამდენი ამერიკული დოლარია გაქნეული ჰაერზე ანუ რა გამოდის კატასტროფულად გაზრდილი ეს სატრანსფერო ფასები და ყელშია ამოსული ვიღაც ჰოლანდიელი ორ გოლს გაიტანს აიაქსში ან 20 წლის ბრაზილიელი ორ კაცს გასცდება და ვიღაც ხორვატი 200 კილომეტრს დაფარავს 90 წუთში და მანჩესტერის ჩელსის თუ პსჟ კრეტინი მენეჯერები მზად არიან ასეთი კალიბრის ნახევრად ვარსკვლავებში 100 და 150 მილიონი წყალში გადაყარონ მაგრამ მომდევნო სატრანსფერო ფიასკოს შემდეგ მაინც განაგრძონ ასტროლოგიური თანხების გაღება ტიპური საშუალო დონის იგროკებზე.
სოსო
გახსოვთ რა უთხრა მორაგბე ნინიაშვილმა იტალიასთან მატჩის წინ,მეგობრებს?ახლა ყველას ყურადღების ცენტრში შენ იქნები და ყველა შენზე წამოვაო,რომ გააფრთხილეს,მერე რა,მეც პასს მივცემო.მართლაც ყველა მას დასდევდა,ის კი,საგოლე პასს აძლევდა პარტნიორებს და ბოლოს ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.როცა რუბინში დესპოტოვიჩი ჰყავდა,ხვიჩაც პასს აკეთებდა და გუნდი იგებდა.როცა დესპოტი დაამტვრიეს,ყველა ხვიჩას ეჯდა ფეხზე და ვერც გოლი გადიოდა და მასაც ყოველ თამაშში ურტყამდნენ.ნაპოლის ოსიმენისთან ერთად სხვებიც ჰყავს,ვისზე პასის მიცემაც,ხვიჩაზე გადმოსული მეტოქის დაცვის გარღვევას,შესაძლებელს გახდის.ეს შემოდგომითაც არა ერთხელ ვნახეთ და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება.
G.LA
კრასნიჩის და ხვიჩას შედარება როგორ შეიძლება ვერ მესმის. ძლიერი და სწრაფი კი იყო მარა ასეთი დრიბლინგი და სისხარტე ასეთი ამოუცნობი კრასნიჩი არასოდეს ყოფილა. აღარ მორჩა ხვიჩას ვინმესთან შედარება უკვე ვეღარც ვიგონებ იმდენ ფეხბურთელს შეადარეს. ხვიჩა თავის სტილისაა და ის ამიტომ არის შეუდარებელი. მას ჯერ კიდევ ყველაფერი არ გადმოუტანია მოედანზე, რასაც ვარჯიშებზე აკეთებს. ჩვენ ეს უკვე ბევრჯერ ბევრმა გვითხრეს დაწყებული მისი მწვრთნელებისგან რუსეთში დამთავრებული პარტნიორებით იგივე ოსიმენით, რომელმაც თქვა თქვენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ გინახავთო. ამ ხალხმა სიზმარი კიმ არ ნახეს, მათ ვარჯიშზე ნახეს ხვიჩას შესაძლებლობა, ის რაც ჩვენც არ გვინახავს ყველაფერი. არა უშავს ამ სეზონის შემდეგ მოკეტავენ ყველა კრიტიკოსები.
ვაჟა მასწავლებელი
წინასწარ რას მარჩიელობთ? მგლის შიშით და ა.შ........, ანუ მცველების შიშით კვარამ ფეხბურთი არ ითამაშოს? კვარა გილოცავ დამდეგ შობა - ახალ წელს და გთხოვ ეს მარჩიელები 4 იანვარსვე დაამუნჯო! - ჩვენ კი შენს სადღეგრძელოს ოჯალეშით დავლევთ! ფორცა ხვიჩა კვარა კოჩი, ყველას ვისაც შენთვის ცუდი უნდა, მოუ..ან დე..ს .....!
ვახო...
კრასიჩი იყო სწორხაზოვანი ვინგერი, რომელიც ძირითადად სისწრაფის ხარჯზე ამწვავებდა, ხოლო ხვიჩა გაცილებით მდიდარი ტექნიკური არსენალით გამოირჩევა, ძალზე არაპროგნოზირებადია და იმპროვიზაციის დიდი ნიჭი აქვს... უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ტრანსფერ ONLINE: გვიდოლინმა "სუონსი" უნდა გადაარჩინოს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
საფრანგეთი. ლიგა 1. IX ტური: ისევ პარიზი და მონაკო [VIDEO]
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა