მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე, შოტლანდიის ეროვნული გუნდი შეჯიბრებისთვის მზადებას ედინბურგში განაგრძობს
მსოფლიოს თასზე ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქე, შოტლანდიის ეროვნული გუნდი შეჯიბრებისთვის მზადებას ედინბურგში განაგრძობს.

"სკოტები" თავის პირველ საწვრთნელ მატჩს "მერიფილდზე" 6 აგვისტოს ირლანდიის ნაკრებთან გამართავენ. ორი კვირის შემდეგ კი იქვე იტალიას უმასპინძლებენ.

ეს ტესტები ევროპული გუნდებისთვის უჩვეულო დროს იმართება. შესაბამისად, ქომაგებიც მიჩვეულნი არ არიან აგვისტოში ეროვნული ნაკრების ბატალიების ცქერას. ამ დროს ყველა შვებულებაშია და ისვენებს. ამიტომ, შოტლანდიის რაგბის კავშირმა სპეციალური პიარკამპანია წამოიწყო. დილის ვარჯიშის შემდეგ, რომელიც ძალოსნობის დარბაზში ჩატარდა, კრის პატერსონის გარდა ყველა დასასვენებლად გაემართა. შოტლანდიელთა ლიდერმა ედინბურგის პლაჟ პორტობელოსკენ გასწია, სადაც აუტანელ სიცხეში, სარეკლამო რგოლის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.

"სკოტების" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი ენდი რობინსონი ახალ ზელანდიაში წამსვლელთა ვინაობას 20 აგვისტოს, იტალიასთან მატჩის შემდეგ დაასახელებს.

შოტლანდიის ნაკრები

შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბიტი, კელი ბრაუნი, ჯოფ გროსი, დევიდ დენტონი, ალასდაირ დიკინსონი, როს ფორდი, რაიან გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმ ჰამილტონი, რობ ჰარლი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლოუ, ევან მურეი, როს რენი, ალასდაირ სტროკოში, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი.

უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, კრის კასიტერი, ჯეკ კუტბერტი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრეგ ლაიდლოუ, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, რორი ლაუსონი, გრემ მორისნი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ნიკი ვოლკერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა