82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი პელე გარდაიცვალა.

მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ქიმიოთერაპიის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და რამდენიმე დღის წინ ახლობლები საავადმყოფოში გამოემშვიდობნენ.

პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ის "სანტოსისა" და ნიუ-იორკის "კოსმოსის" ღირსებას იცავდა.

პელე ნეიმართან ერთად ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია (77 გოლი). მან მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მათ შორის, 3 ფინალში, გამარჯვების მომტანი.

პელე ფიფას, World Soccer-ისა და France Football-ის ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ - XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

"სანტოსის" სტადიონზე პელესთვის მოოქროვილი კუბო მიიტანეს

დავით 67
ეჰ დღეს სიომაც აღარა გვყავს. დღეს დილას გარდაიცვალა.დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი.
კიეზა
შეიძლება იდავონ კიდე დიდი დრო..ეს თუ მარადონა ან მესი..მაგრამ ამ კაცმა ეპოქა შექმნა..გარდა იმისა რომ საოცრად ტექნიკური იყო..მე არ მინახაბს მაგის თამაშები..მაგრამ 66 ისე დალეწეს ეგ რო არა..მაგ წელსაც აიღებდა..სრულყოფილი იყო და ყველა დროის გუნდში ითამაშებდა
ზურა
პელეს სიდიადეზე უამრავი ეპიზოდია, რომლებსაც ყველგან გაიხსენებენ. ერთერთს მეც - 1966 წ.ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ჯგუფში მყოფი ბულგარეთის, უნგრეთის და განსაკუთრებით პორტუგალიის ფეხბურთელები უმოწყალოდ ურტყამდენ (არამარტო ფეხებში) პელეს. პორტუგალიასთან საერთოდ ოფიციალურად დაამტვრიეს, მაგრამ რადგან მაშინ ფეხბურთელის შეცვლა არ შეიძლებოდა, პელე მოედანზე დარჩა - არათუ ვერ თამაშობდა, ძლივს გადაადგილდებოდა და კომენტატორმა თქვა - პელე ცალ ფეხზე დგას და მაინც დარაჯობენო ............... დიდება და 100 ურემი ნათელი პელეს სულს
თემო
ისე საოცრება არ არის? მს. ჩემპიონატს მოესწრო, გამარჯვებულ ნაკრებს მიულოცა, მისი კაპიტანიც გულთბილად მოიხსენია და ამის მერე მოხდა, ის რაც მოხდა სამწუხაროდ. დიდო ფეხბურთელო! ნათელში გამყოფოს უფალმა!
kaka
დიდება უფალს გმერტმა ნატელსი ამყოპოს დიდება უფალს

აქ ქელეხი ყოფილა.
ვაჟა მასწავლებელი
პელეს იმ ქვეყანაში გაუმარჯოს სადაც გადავიდა!!! პელეს თამაში ვნახეთ მოსკოვში. 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა მის წინააღმდეგ, მათ შორის ერთმა - სიომა ბარქაიამ მსგავსი რამე თქვა: "რა დროს თამაში და ხელის შეშლაა, უყურეთ, უყურეთ, მეორეჯერ კი არ ჩამოვა მოსკოვშიო", ხოლო მეორემ ანზორა კავაზაშვილმა არ დამალა: "პელემ ფეხი მოიქნია და მარჯვნივ გადავხტი, როცა დავეცი მერე დავინახე ბურთი მეორე კუთხეში როგორ შეაგორაო". როცა ბურთით მიდიოდა 5-10 მეტრიდან მხრების მოძრაობით ატყუებდა მოწინააღმდეგეს და გეგონებოდა არ ეთამაშებიან, ხელს არ უშლიანო. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მცველი ურტყამდა ერთდროულად: ორი გვერდებიდან, მესამე უკნიდან. მსაჯები .... დუმდნენ - ეს შეთქმულებას გავდა პელეს წინააღმდეგ!
Andrade 10
დაუჯერებელია. არც პელე არც მარადონა აღარ არიან. საშინელებაა, ფაქტიურად საფეხბურთო სამყარო უპატრონოდ დარჩა. ნათელში იყავი პელე შენ ფეხბურთის ისტორია გაალამაზე ნამდვილი ფეხბურთი გვაჩუქე, შენ შექმენი ბრაზილიური ფეხბურთი. შენ იყავი პირველი შენ მერე წამოვიდნენ მარადონა კრუიფი ზიდანები მესები, ინსპირაციის წყარო შენ შექმენი მეფის ხატი შენ შექმენი. დიდი პატივი იყო პელე სანამ კიდევ ჩვენთან რომ იყო, ამას ეხლა მივხვდებით
მ.მ
პელე მახსოვს უახლოეს სტუდენტობაში ბრაზილიელებს ვუხსენე და ვერ მიხვდნენ ვისზე იყო ლსპარაკი რადგან პელეიი ასე არ ვთქვი… პელეეიი იყო ლეგენდა… როგორც ჩანს თორე მე იანკერი მომწონდა ყოველთვის
ლევანი
ნათელში ამყოფოს უფალმა. მე ვერ მოვესწარი პელეს, მარადონას თაობა ვარ ასე ვთქვათ, როცა მეფის ტიტულს მოგანიჭებენ, თან ისე, რომ ეჭვქვეშ არავინ აყენებდაამას. ე.ი. მეფე ხარ და მორჩა...
Charley
ფეხბურთის მეფემ ამიერ სამყაროში დატოვა გვირგვინი რომელიც ყოველთვის ყველა გვირგვინზე მეტად იკაშკაშებს, და ავიდა ზეცაში რათა მან და დიეგომ უკვე ერთად იმ სამყაროსაც აჩუქონ დიადი საფეხბურთო სპექტაკლები.
დუდუ
ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი.ფეხბურთი მეფე.1965 წელს ვნახე პირველად მისი თამაში მოსკოვში,შემდეგ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.90 წლის კაცი ვარ.მერწმუნეთ პელეს შემდეგ მასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი არ მინახავს.გაანათლოს მისი სული ღმერთმა.
ქობულეთიდან
ძალიან სამწუხაროა, ნათელში ამყოფოს...
დავით 67
ძალიან სამწუხაროა! აღარც მარადონა აღარც პელე. ((
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა