გთავაზობთ ფრანგმენტს პელეს ცხოვრებიდან:

"ედსონ არანტუს დუ ნასიმენტუ 1940 წელს ტრეს-კორასოინსში დაიბადა, მინას-ჟერაისის შტატის ღარიბ ქალაქში, სადაც ელექტროენერგია რამდენიმე თვეში ერთხელ თუ შემოეხეტებოდა ხოლმე. ბედის ირონიაა, რომ მას სახელიც ელექტრიფიკაციის სფეროში დიდებული ამერიკელი გამომგონებლის, ტომას ედისონის პატივსაცემად შეურჩიეს, თუმცა შემოქმედებითმა ბრაზილიურმა რეესტრმა მისი სახელიდან ასო "ი" ამოიღო და ასე ეწოდა ედსონი ბიჭს, რომელმაც ფეხბურთისადმი სწრაფვა პირველად სამხრეთით, სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში გამოავლინა.

პაწაწინა ედსონმა ერთხელ იხილა, როგორ ქვითინებდა მამამისი იმ დღეს, როცა ბრაზილიამ ურუგვაის წინააღმდეგ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სტადიონზე დათმო მუნდიალის ფინალური შეხვედრა ანგარიშით 1:2 და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში "მარაკანაზოს" სახელით დრამატული ფურცელი დაწერა.

პელემ, რომელიც ჯერ კიდევ არ გახლდათ "პელე", აღთქმა დადო ბრაზილიის მფარველის, აპარეციდას ღთისმშობლის წინაშე: "მე მოვიგებ ტიტულს მამა დონდინიოსთვისა და მთელი ბრაზილიისთვის".

აღთქმა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...

დღეს მთელი სამყარო პელეს გლოვობს, კაცს, რომელმაც შეცვალა მთელი თავისი ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორია და სამყაროს აჩუქა ლამაზი ზღაპარი ყველაზე დიად საფეხბურთო ნომერ 10-ზე.

ყველაფერი კი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო.

17 წლის პელე, მიუხედავად ერთი შეხედვით შეუფერებელი, ზედმეტად ახალგაზრდული ასაკისა, ფეოლამ შვედეთის მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში ჩაწერა, ხოლო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ფიფაში ფეხბურთელთა სიის გაგზავნისას ნომრების მითითება გამორჩათ.

სამწვრთნელო შტაბმა ყოველგვარი კრიტერიუმის დაცვის გარეშე გადაწყვიტა ფეხბურთელებისთვის ნომრები ჩამოერიგებინა. ჟილმარმა 3-ნომრიანი მაისურა აირჩია, გარინჩამ 11, დიდიმ 6. პელეს 10-ნომრიანი მაისური ერგო და სწორედ აქედან დაიწყო ყველაზე ცნობილი ნომრის მომნუსხველი, დიადი ისტორიაც, რომელიც დღემდე გრძელდება..."

წყარო: Football's Greatest

ფეხბურთის გულშემატკივარი .
ამაზე არ არის საუბარი, პელეს მუზეუმში ნამყოფო მეგობარო. აქ საუბარია იმ განუმეორებელ ტალანტზე, რომელსაც პელე ეწოდებოდა. აქ საუბარია იმ დიდ ნიჭზე, რაც პელეს ჰქონდა. 16 წლისა ბრაზილიის ნაკრებში, 17 წლისა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი, მაშინ როდესაც მსოფლიო გაჯერებული იყო საუკეთესო ფეხბურთელებით. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. მეოთხედ აუცილებლივ გახდებოდა, რომ ჩემპიონატის დასაწყისში არ დაემტვრიათ. ფეხბურთელი, რომელიც ერთიანად კარგად, თამაშობდა, კარშიც, დაცვაშიც და თავდასხმაში ხომ უბადლო იყო. სახელმწიფომ კაცს სიკვდილამდე, ოქროს კუბო გაუმზადა. აი ამ ფეხბურთელზეა საუბარი.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
დიდება მის სულს. ერთად ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შესვენებაზე, მწვრთვნელის დარიგება არ სჭირდებოდა. ასე ამბობდა სიომაზე, "დინამოს", ცნობილი მწვრთვნელი, გავრილ კაჩალინი.
ვახო...
ის, მეტი იყო ვიდრე ფეხბურთი! მშვიდად განისვენე ფეხბურთის მეფევ!
ბათუმელი
დაიწერა უკვე...
The
სიომა ბარქაია გარდაიცვალა. ალბათ არ გსმენიათ თორემ დაწერდით რამეს!
da
ს
Corintiano
პელეს მუზეუმში ქ. სანტოსში ვარ ნამყოფი.. სიმართლე გითხრათ გაოგნებული დავრჩი ისეთი სიფარჩაკე ვნახე.. ძველ ქალაქის ცენტრში მიგდებული ჩამონგრეული შენობა შარდის სუნი და პრასტიტუკები გარშემო. სინამდვილეშეი პელეს ფეხებზე ეკიდა არამარტო თავისი ქალაქი (რომელში არ დაიბადა მარა გაიზარდა და საფეხბუფრტო კარიერა გაიეკთა) არამედ თავისი მუზეუმიც კი.. ქალაქმა რაც გაუკეთა ეგ იყო. ანალოგიურად არის ნეიმარიც, რომელიც ასევე სანტოსიდან არის, და იოტისოდენაც არ გაუკეთებია არც ქალქისთვის არც იმისთვის რომ მომავალი თაობები თავის კვალს გაყვნენ.
შალვა 73
მადლობა ფეხბურთისათვის!!!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა