პელეს გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა, 2022 წლის ბოლოს ლეგენდამ დაგვასევდიანა...

"აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება" - წერდა ტიციან ტაბიძე. ყველანი რაღაცას ვცდილობთ, გვინდა ჩვენი შრომა ისტორიას და შთამომავლებს შემორჩეს, თუმცა, როგორია, იყო იმდენად დიდი, რომ საზომი გახდე მათთვისაც, ვისაც შენს დროში არც კი უცხოვრია. პელე ასეთი იყო - მეტრი არამხოლოდ ფეხბურთში. თუკი რაიმეს საუკეთესოდ ასრულებ, პელე ხარ, ფეხბურთი საერთოდ გიყვარს თუ არა...

კახი კავსაძე - "მე, პელეს ნათლია" (1991)

ფილმში "მე, პელეს ნათლია", ლეგენდარული კახი კავსაძე მონაწილეობდა. გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ მან თქვა - "ნეტა იქ თეატრი არის?!" "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ფეხბურთს სამოთხეში ვითამაშებთ" - განაცხადა პელემ მარადონასთან გამოთხოვებისას. მონათესავე სულები ერთმანეთს აუცილებლად იპოვიან, ასეთი კი პელე, მარადონა თუ ასევე გარდაცვლილი იოჰან კრუიფი არიან.

მე-20 საუკუნის საფეხბურთო დიდება დასრულდა და ყველაფერი ეს ემოციების გარეშე არ გამოვა. ფეხბურთი სულ უზენაესი იქნება, სხვა ვარსკვლავებიც არიან და იარსებებენ, თუმცა პელე თავისუფალ ადგილს დატოვებს.

ტარიელ ხარხელაური:

"ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება,

მთვარე ეღვრება ციდან იელებს,

ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება,

ეს შემზარავი სიცარიელე."

პელეს როლი და მისია მართლაც შეუვსებელი დარჩება.

ის ამბობდა: "ხანდახან ღამით მეღვიძება და ვფიქრობ, კი მაგრამ, რატომ ვარ კიდევ პოპულარული? სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს".

წმინდა საფეხბურთო კომპონენტებზე ბევრი საუბარი საჭირო სულაც არაა, პელეს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ფეხბურთი 1970 წლიდან სხვანაირი გახდა და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ იყო, რომ რეპორტაჟები ფერადად გადაიცემოდა. დრო იცვლება, თუმცა პელემ თანაგუნდელებთან ერთად ადრევე ყველაფერი გვაჩვენა, რის გამოც ეს სახეობა ასე გვიყვარს. მისი როლი მართლაც გარდამტეხია.

პელე სიკვდილზეც საუბრობდა ხოლმე:

"დედამიწაზე ყველაფერი თამაშია, წარმავალი რამ. ჩვენ, ყველანი მოვკვდებით. ასე არაა"?

ფეხბურთის მეფის გარდაცვალებას მაშინვე მთელი მსოფლიო, მათ შორის, მოქმედი მოთამაშეებიც გამოეხმაურნენ. ყველას რაღაც სიმი ჩასწყდა და მათ სიტყვებში გულწრფელობა იგრძნობა.

კიდევაც დაიზრდებიან!..

ახლავე დაბრუნდით დედამიწაზე
იწყება სიცივეები, ბუქსაობა და ხველება, პელეს მიხედავს სამყარო, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? )

„ნეტა იქ თეატრი არის?!“ლეგენდარულმა აკაკი ვასაძემ თქვა,სიკვდილის წინ.კახი კავსაძემ,მისი სიტყვები გაიმეორა.ნათელი დაადგეს მათ სულებს.
tngh
პელე იყო, არის და იქნება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი!!!
ხალხი იძახის
მთავარია აღზარდო შვილი,დარგო ხე და მოიყვანო ქინძი.
ნაცარქექია
სახინკლე არ ყოფილა იქ. რაა ფეხბურთის მატჩი, თუ მანამდე სახინკლეში არ შეიარე და ბიჭები არ დალოცე? ამიტომაც არ ვჩქარობ წასვლას, დავურეკავ მიქელას, ვეტყვი რომ გვიან გამომიაროს.))))))
შალიკო პაპა
პენსიონერებზე დამატებული სასაცილო 20 ლარიც მოეკითხებათ. და საერთოდაც ამ ისთანა მიზერულ პენსიაზე და მინიმალურ საარსებო მინიმუმეც მწარედ მოეთხოვებათ მაგათაც და მაგათ გაქსუებულ შთამომავლობასაც!!!
oto777
ხო სუპერ ლიგა შეუქმნიათ იქ თურმე,ისე დაცილდა ადამიანი ღმერთს,რომ ვეღარ გაუგია თავის აზრი ამ ქვეყანაზე.
გიორგი
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იქ მნიშვნელობა არ აქვს ბურთს როგორ აგორავებდი, ანდა სცენიდან ხალხს აცინებდი, თუ ვერ. იქ ადამიანს მოეკითხება აქ ჩადენი დანაშაულები, მაგალითად ეროვნული ხელისუფლების დამხობა.
შალვა 73
მადლობა ფეხბურთისათვის!!!
Gia
Sanam Pele mokvdeboda mesi agiara sauketesod.anu memkvidre taxtis daasaxela.madlianad wavida roca icoda fexburts axali mefe ukve yavda.
უვიცი
ნეტა იქ ფეხბურთი არის? რა აქ მოსატანია და კრიშტიანუს ლეგენდარული ნახტომით გატანილი ბურთის დროს თქვა ეს სიტყვები ნოდარ სიმსივემ. მაგარი სტატიაა
ილო
პელე, კრუიფი, მარადონა, მესი (ქრონოლოგიურად) დანარჩენები - გარინჩა, ვან ბასტენი, რონალდო, რონალდუ, ზიდანი, პლატინი ...მერე
ალექსანდრე
მშვენიერ სტილში წერია, სიცოცხლეზე დაგაფიქრებს
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ორი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
მარადონას კარიერის საუკეთესო მომენტები [PHOTO]
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
მარადონას და მესის ერთნაირი გოლები - რომელი სჯობს? [VIDEO]
კვარაცხელია მოედანზე მთავარი პირი იყო - "ლივერპულთან" იმავე განწყობით!
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა
მარადონას გუნდზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე მესის - მარკო ვან ბასტენი