ლა ლიგის მე-15 ტურში "ვალენსია" გასვლაზე "ვილიარეალთან" 1:2 დამარცხდა.

"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ურიგოდ არ გაისარჯვა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

დებიუტში მასპინძელთა თავდამსხმელმა ხერარდ მორენომ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მეკარე რეინამ ვეტერან კავანის არ გაატანინა, თუმცა შემდეგ ურუგვაელმა მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული მასპინძლები იერიშებზე გადავიდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მამარდაშვილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველის მიერ ჩუკვუეზეს დარტყმული ბურთის მოგერიება. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ „ღამურების“ მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და გიორგისთან პირისპირ გასულმა ჩუკვუეზემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „ყვითელმა სუბმარინამ“ შეტევები გააგრძელა, ხერარდ მორენოს დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი ქართველმა მოიგერია, თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 89-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას ბურთზე გამოსვლისას მამარდაშვილს თანაგუნდელი დიახაბი შეეჯახა და ფოიტმა „ვალენსიას“ კარი დალაშქრა. ბოლოს სეტიენის შეგირდებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, როდესა გიორგიმ გადაარჩინა თავისი გუნდი, კაპუს დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

„ვალენსია“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 იანვარს „კადისს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე, 3 იანვარს თასზე გასვლაზე „ლა ნუსიას“ დაუპირისპირდება.

ვილიარეალი. „სერამიკა“. 19 247 მაყურებელი

ვილიარეალი - ვალენსია 2:1

გოლები: 0:1 კავანი (21), 1:1 ჩუკვუეზე (45), 2:1 ფოიტი (89)

Gogi
ამ ვალენსიას დიდი პერსპექტივა არ აქვს - არც მწვრთნელი ყავს წესიერი და არც ფეხბურთელები. ეს ცუდია გიორგისთვის, წაგებებს ეჩვევა ფსიქოლოგიურად. ტაქტიკურად აქვს მოსამატებელი აშკარად
ბოღმას!
მიშიკო შენ უკეთესად ითამაშებდი არა?
zura222
მამარდა ცოდოაა ასეთი დაცვის ხელში და თანავ კარგიცაა ასე ხშირად რომ ურტყამენ მის კარგში იმიტომ რომ გასაგებია რატომაც !
ფეხბურთის გულშემატკივარი.
სიმაღლე ხელს უწყობს და გამოსვლებზე უნდა ფრინავდეს, მაგრამ საჯარიმოში, ისეთი ხელჩართული ომია და მსაჯებს, იმაზე რომ ჰკიდიათ, ესეც გასათვალისწინებელია და ალბათ ამიტომაც ევროპის თითქმის ყველა ძლიერი მეკარეები, სულ ხაზზე თამაშობენ.
თემო
ვალენსიამ მამარდას ცხოვრებაში უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია( სატრანსფერო ფასი დაედო),დროა სასწრაფოდ ახალ კლუბში გადასვლა.ვალენსიას ვერც გატუზოს ნერვიული სირბილი მოედნის გასწვრივ და ვერც ბებერი კავალი უშველის. კლუბს სჭირდება ყველა ხაზზე ტრანსფერი რისი ფულიც არ გააჩნიათ.
მიშა
ორივე გოლი მამარდაშვილი შეცდომას მოჰყვა - პირველი გოლისას კარიდან არ უნდა გამოსულიყო, ორი ფეხბურთელი დააჯდა ჩუკვეზეს ფეხზე და კარში უნდა მდგარიყო და მეორე გოლისას ხომ საერთოდ, ადგილზე მდგომ მცველს დაეჯახა… რა დარტყმებიც მოიგერია, აუღებელი არც ერთი იყო! მართალია, ხაზზე ძლიერია, მაგრამ გამოსვლებისას კატასტროფა… ბენზემამაც ასე არ გაუტანა?!
ჯუჯი
მამარდაშვილმა თამაშის ბოლოს საბედისწერო შეცდომა დაუშვა გამოსვლიზე
სოსო
დიაჰაბიმ თავდამსხმელი დაკარგა და პირიქით,მეკარეს გაუკეთა ბლოკირება.ცოტა ხნის შემდეგ,თავისივე მცველს შესდგა და მას სერიოზული დახმარება დასჭირდა,.ერთი სიტყვით ძალიან აჭრილი იყო.არა და დიაჰაბი,დაცვაში, ადრე ყველაზე საიმედო ფეხბურთელად მოჩანდა.მთელ თამაშს ვერ ვუყურე,რუსულ ენოვან სეტანტა-2 გადიოდა კიდეც,სამწუხაროდ მაგთი ტვ-ს სეტანტა-2,სულ სხვა თამაშს უჩვენებდა და ამან შემაცდინა.არც მეგონა,თუ ერთი არხი,სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გადაცემებს უჩვენებდა.მას ხომ 4 ენოვანი გადაცემების რეჟიმი აქვს.ალბათ "დიდი მადლობა" უნდა ვუთხრათ მაგთის,ჩვენთვის სასურველ თამაშს რომ გვიმალავს. ვალენსიას,ინტელექტუალური ფეხბურთელების საშინელი დეფიციტი აქვს და ამას,კავანიც ვეღარ შველის.სხვები თვადახუჭული ბუღებივით დაქრიან მოედანზე და ფეხებით წინ უსწრებენ,აზრს.ორივე გაშვებული გოლი და კიდევ რამდენიმე მომენტი მათ კართან,აგრეთვე შესანიშნავი მომენტები,მეტოქის კარზე სახიფათო იერიშისათვის,სწორედ ამისი ბრალი იყო.პირველი გოლის ეპიზოდში,მცველი რომ ოდნავ შეჩერებულოყო და ფლანგელი თავდამსხმელი,საკუთარ ნახევარზე,მასზე ადრე შეეშვა,თამაშგარე დაფიქსირდებოდა და გოლი არ ჩაითვლებოდა.მან კი არც ეს გააკეთა და ვერც შეტევის გზა დაუკეტა,მეტოქეს.
სოსო
ორივე ტაიმის ბოლოს,სულელური გოლი გაუშვეს!ასეთი დაცვის პატრონი მამარდაშვილი,ფორმიდან არასოდეს ამოვარდება.მტერსაც უნდა უფრთხოდეს და მოყვარესაც.პირველი გოლის შემთხვევაში,მცველი რო გაჩერებულიყო,მეტოქე თამაშგარეში გადიოდა,მაგრამ, არც გაჩერდა და ვერც თავდამსხმელი დაკეტა.მეორე გოლის დროს,კი მცველმა დაუკეტა გზა მამარდას,გოლის ავტორი კი,თავისუფლად დატოვა.გუნდს ინტელექტი არ ჰყოფნის,დაცვაშიც,თავდასხმაშიც და ბრმა ბუღებივით დარბიან.
ilar10N YouTube
მაგარი თამაში იყო.. ასწორებს მამარდა რომ ასეთ გამოცდილებას იღებს.
L.J .
Xazze magagia mamarda,gamosvlaze tamashi aqvs dasaxvewi tan simaglec xels uwyobs
ლაშა
ეეე, რა ვილიარეალი. მეგონა ტოპ გუნდებისკენ გაიწევდა ვალენსია! თუმცა ნაპოლის მომგები ვილიარეალი აღარ ხუმრობს!
Givi
Giorgi bwkinvale iko 89 wutamde,ver gavige kutxurisas es daejaxa tu mcveli cudi burti gaushves.ise valensias am sezonshi daebeda bolo wutebze golis gashveba.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით