ახალ წელს გილოცავთ!

ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო 4 იანვარს განსაკუთრებით ველოდით. ქართველ გარემარბს ოფიციალურ შეხვედრაში 1-ელი ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და დღეს, იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ინტერს" "ჯუზეპე მეაცაზე"("სან სირო") ესტუმრება - თბილისის დროით 23:45 სთ.

ნეაპოლელები სერია "ა"-ში ლიდერობენ. მსოფლიო ჩემპიონატის პაუზამდე ისინი ერთი ამოსუნთქვით მივიდნენ და ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. მას შემდეგ, რაც პსჟ დამარცხდა, "ნაპოლი" ტოპ-ლიგებში ერთადერთი წაუგებელი გუნდია (13 მოგება, 2 ფრე).

ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი სერია "ა"-ს 9 გოლითა და 2 საგოლე პასით ლიდერობს, თუმცა რთული სათქმელია, ის მილანელებისთვის ყველაზე სახიფათო მოთამაშე რამდენადაა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ გაუცდა, ყველანაირად ეცდება, "ინტერთან" ისეთივე დაგვიბრუნდეს, როგორიც ცოტა ხნის წინ, ოპტიმალურ ფორმაში იყო. მხოლოდ იტალიის პირველობაზე "კვარას" 6 გოლი და 5 შედეგიანი მოქმედება აქვს (ყველა ტურნირზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი). ქართველი ფეხბურთელის თამაში სტატისტიკურ მონაცემებზე მაღლა დგას - არაორდინარული გადაწყვეტილებები, დრიბლინგები, სისწრაფე ბურთთან ერთად და მის გარეშე, ეფექტური პასები თუ გუნდური მოქმედებები...

საინტერესოა, დინამიკიდან ამოვარდნისა და ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი თავს როგორ წარმოაჩენს. ტურის წინ ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 8 ქულით აღემატებიან. ისინი 9 დღეში ორ ისეთ კლუბს ხვდებიან, როგორებიც "ინტერი" და "იუვენტუსი" (საკუთარ მოედანზე) არიან და იმედია, მეორე წრის წინ კვლავ სოლიდური უპირატესობა ექნებათ - "ნაპოლიმ" სკუდეტოსკენ უნდა გაიწიოს!..

"კვარამ" მილანურ არენაზე ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა, როცა მისმა გუნდმა "მილანი" (2:1) დაამარცხა. ხვიჩამ მეტოქის მცველებს გასაქანი არ მისცა და პენალტიც მოიპოვა. ვნახოთ, როგორ დაეხმარება ჩვენებური "ნაპოლის", რომელსაც "ინტერთან" სტუმრად თამაში ძალიან უჭირს და უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში წააგო. მილანელები საშინაო არენაზე კარგად გამოიყურებიან და მიმდინარე სეზონში მხოლოდ "რომასთან" (1:2) დათმეს.

სპალეტის გუნდში კოსოვოელი ცენტრალური მცველის, ამირ რაჰმანის თამაში კვლავ საეჭვოა. "ინტერსაც" ამ ამპლუის მოთამაშე დააკლდება - სტეფან დე ვრეი. უდიდესია ხორვატი მარსელო ბროზოვიჩის დანაკლისი. სიმონე ინძაგი წინა ხაზზე ედინ ჯეკოს ნამდვილად უნდა ენდოს. საინტერესოა, მას ვის შეუწყვილებს, რადგან მუნდიალზე არც მისი გამარჯვებული, არგენტინელი ლაუტარო მარტინესი ბრწყინავდა და არც ბელგიელი რომელუ ლუკაკუ. "ნაპოლის" რიგებში ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, მარჯვნიდან ირვინ ლოსანო შეუტევს თუ მატეო პოლიტანო. სხვა მხრივ, შემადგენლობა მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია.

რაც შეეხება კვარაცხელიას მეურვეს, ნიდერლანდელი დენზელ დუმფრისი მართლაც სერიოზული მოწინააღმდეგეა, თუმცა მას შეტევაში ჩართვები უყვარს, რაც ჩვენებურისთვის კომფორტული უნდა იყოს, თუმცა "ინტერი" 3 ცენტრალური მცველით თამაშობს და ხვიჩას ირგვლივ 2 მოთამაშე მუდმივად იტრიალებს. მწვრთნელთა დუელიც საინტერესო იქნება, სპალეტი "რომას" შემდეგ კიდევ ერთ ექსკლუბს დაუპირისპირდება.

მატჩს სიმონე სოზა განსჯის, რომელიც მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" "ლაციოსთან" გასვლითი დაპირისპირების (2:1 სტუმრების სასარგებლოდ) მთავარი მსაჯი იყო. მოგეხსენებათ, ამ მატჩში "კვარადონამ" გაიტანა...

საახალწლო დღეებში საკლუბო ფეხბურთი მთელი ძალით ერთვება - საქმეში ხვიჩა კვარაცხელიაა. 22 თებერვლამდე კვლავ დატვირთული გრაფიკია, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი და "აინტრახთან" დაპირისპირებაცაა.

giorgi 3
კვარა სერია A-ს ერთერთი საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ,. წარმატებები ჩვენს სიამაყეს!
მამუკა
https://k33.liveball.cc/match/881932
gogi
ხვიჩას სჭირდება სივრცე რომ ყველა თავისი შესაძლებლობა გამოამჟღავნოს. ფლანგზე სივრცეების შეზღუდვა შედარებით ადვილია, ცენტრში და მარჯვნივ მოულოდნელი გადანაცვლებები კი თავისუფალ არეალს მისცემს. შარშან უკვე ითამაშა რამდენჯერმე მასე და გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
გულშემატკივრებს
Liveball.ru ზე უყურეთ
. -ს
ესეიგი იგებს დღეს ნაპოლი!!! გაიხარე:)))
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!!
შაკო
არა, სეტანტა სპორტს 3 ზე გავა ინტერი-ნაპოლი
დათო
სილკ უნივერსალი თუ უჩვენებს??იცს ვინმემ
L.J .
Da ratom unda sheucvalos adgili???sadac magradaa da mushaobs(warmatebit) ratom unda sheucvalos tan aset sezonshi roca yvelaperi matzea damokidebuli da ara konkurentebze
gogi
მძიმე თამაში იქნება დღეს - რეალურად გამოჩნდება ნაპოლი როგორ ბრუნდება. დიდი გამოცდაა სპალეტისთვისაც, შარშანდელი არ უნდა გაუმეორდეს. ხვიჩას რაც შეეხება ნელ ნელა ამპლუას შეუცვლის ალბათ სპალეტი, აღარ მიაჯაჭვავს ფლანგს და უფრო მოხეტიალე ნახევარმცველად აქცევს.
aburjga
რამ გამოიწვია თქვენი ასეთი ვარაუდი?
ILIA
გავიმარჯვებთ!!!
B.b
1-3
თემო
მიდი ,ჯოკია მიდი იტალიაში მეგრული არ იციან
к к
კვარა დაუკეტე საინფორმაციო ცხარო ხველას ვისაც შენი ცარმატება არ სიამოვნებს,იმფაკტი დამარტე რო საიტზე ცოტახანი არ გაბედონ შემოსვლა.ხმერტმა დხევანდელ ტამაში ცალა შეგმატოს გოლი+ასისტიც გაგეკეტებინოს,ცმინდა გიორგი გფარავდეს დხევანდელ ტამაში და ხოველ ტამაში ხმერტი შენსკენ
ვახო...
მე თვთონაც ინტერის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ აქ, ვითომდა ინტერის ფანი, პროვოკაციულად რომ წერს ხვიჩათი რას გვაბეზრებთ თავსო, მერწმუნეთ, ის არც ინტერის ფანია რეალურად, არც ფეხბურთი და ზოგადად სპორტი უყვარს და მითუმეტეს, არც ხვიჩა ენაღვლება საერთოდ, სამწუხაროდ... ვიტყოდი, როგორვ ინტერის გულშემატკივარი, რომ ძლიერმა მაინც გაიმარჯვოსო, მაგრამ ხვიჩა და ნაპოლი, წელს ნამდვილად იმსახურებენ ჩემპიონობას და თუ მოიგებს ნაპოლი და ხვიჩაც ეფექტურად ითამაშებს, გამიხარდება!
ინტერი იგებს!
ინტერ, ინტერ, ინტერ!
დავით 67-ს
ვის რა ჩემს ფეხებად უნდა, შენი ფეხები?
მერაბი
ხვიჩას ჯანმრთელობა და ულევი წარმატებები.მისნაირები უმრავლოს უფალმა საქართველოს!!!
ბესო
თამაშის ლინკი დადეთ რა ...
გუგა
გამოექანეთ
დავით 67
ამ ჩემს ფეხებს თუ ვისი ფანი ხარ, დღეს ნაპოლი არ წააგებს.
vaxo sanaia
ინტერი აუცილებლად გაიმარჯვებს.
ინტერის ფანი.
სიმართლე გითხრათ,მოგვაბეზრეთ თავი ამ თქვენი ხვიჩათი! ინტერს ვუსურვებ გამარჯვებას.
MARGALONA
გასაგებია,ინტერში ჰენრიხა რო თამაშობს და იმის იქით რომ ვერ იხედები ;)
zura222
სანაია შე ...ოოო გამოდი გიცანიით @
MARGALONA
გასაგებია,ინტერში ჰენრიხა რო თამაშობს და იმის იქით რომ ვერ იხედები ;)

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება.

ნუ იბოღმებით. რაც მოგწონთ იმით დაკავდით და ვინც არ მოგწონთ იმათ თავი დაანებეთ. არავინ გავალებთ ხვიჩას გულშემაგკივრობას. ინტერის ფანკლუბში დაპოსტეთ
დ
ეს უჯიშოები აუვილებლად სუფთა ქართულ სახელებს რომ არჩევენ, აბა ვაზგენას ან ოვანესას ხომ არ დაწერენ.
ინტერის ფანი.
სიმართლე გითხრათ,მოგვაბეზრეთ თავი ამ თქვენი ხვიჩათი! ინტერს ვუსურვებ გამარჯვებას.
თაზო
წარმატებები კვარა აბა შენ იცი
ჟორა ხვედელიძე
დღეს კვარას 2 გოლი გააქვს. ფეოლამ მითხრა, ბშვ
ბ. დილანიშვილი
კი ვხვდები გიგის გვარს. ნანახი თქვენ რომ გაქვთ, ეგეთს არავის ვუსურვებ. შენ გქონდეს.
ენძო
ხვიჩა ფრთხილად უნდა იყოს.მცველები ყველაფერს იკადრებენ მის წინააღმდეგ.ინტერი უხეში გუნდია ,თუმცა ქართველი "ქილერი"აუცილებლად დასჯის.ეს მატჩი იქნება სკუდეტოსკენ შეუჩერებელი დასაწყისი.
კინგ-ს
როგორი ჩასაფრებული ხართ ეს ნაცები ხვიჩას..ყველა სანაია როგორხართ ნაცები
Gigis
Gmerto ram gagaborota interi vinga chemi....qartveli arxar biwo?
vova
ხვალ ხვიჩას ბურთთან პირველი შეხებას ექნება დიდი მნიშვნელობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით .
dato
ხვალიდელი დღე მნიშვნელოვანი პირველ რიგში ხვიჩასთვისაა და შემდეგ გუნდისთვის თუ ხვიჩა ფორმას დაუბრუნდა ეგ იქნება წარმატების გარანტი .
სოსო
თუ ეს ორი უმძიმესი მატჩი წარმატებით განვლო,პოტენციურ მეტოქეებს,გადასწრების იმედი დაეკარგებათ,ნაპოლი კი პირიქით,უფრო მეტად თავდაჯერებული გახდება და ჩემპიონობას ვეღარავინ შეეცილება.ამხანაგური მატჩები მაინც სულ სხვა დატვირთვისაა და სულ მოუთქმელად ველოდები ამ თამაშებს.როგორი სულისკვეთებით ითამაშებს ნაპოლი და მისი ყოველი ფეხბურთელი,ხვიჩას მეთაურობით.იმედია რიტმს თავიდანვე დაიჭერენ.მერე კი,ყველაფერი ნორმალურად იქნება.როგორც ფეოლა იტყოდა:"გოლი!ორი გოლი მინდა,კვარაცხელია!"ყველას გვინდა.
gigi
ხვალ შენაირებს ანახებს ინტერი რა "უსახური" არის
კინგი
ეს დისლაიქები რა პონტია ვერ ვიგებ? დავიჯერო კვარაზე მეტად ინტერს აფასებთ(ინტერის ფანები)
MARGALONA
ხვიჩაში გომორძგუა ჸოფედას ირო✊
ეეე
მიდი ხვიჩა ოღონდა ამ უსახურ გუნდთან არ წააგოთ.დდდ
გიორგი
მიდი ხვიჩა!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა