ფინურმა სასამართლომ სინგაპურის მოქალაქე ვილსონ რაჯ პერუმალი საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში დამნაშავედ ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
“როიტერის” ცნობით, ფინურმა სასამართლომ სინგაპურის მოქალაქე ვილსონ რაჯ პერუმალი საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში დამნაშავედ ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, პერუმალს ბრალი იმან დაუმძიმა, რომ ის “თავის მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე მოქმედ ჯგუფთან ათანხმებდა”.

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ პერუმალი და მისი თანამზრახველები, 2008 წლის ივნისიდან დაწყებული 2011 წლის თებერვლამდე, კლუბ “როვანიემის” მატჩებს აწყობდნენ და შესაბამისად, ტოტალიზატორებს დიდ თანხებს უგებდნენ. სინგაპურის პოლიციამ ფინელ კოლეგებს საინტერესო დოკუმენტები გადაუგზავნა, სადაც ირკვევა, რომ ეს ადამიანი 1995 წელს ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის კაპიტნისთვის სამი ათასი დოლარის გადაცემის ფაქტზე დაიჭირეს. ამ უკანასკნელს უნდა უზრუნველეყო მისთვის სასურველი შედეგი.

2000 წელს კი ისევ და ისევ სინგაპურის სასამართლომ პერუმალი ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ლიდერის სასტიკად ცემის გამო ცნო დამნაშავედ. მას ამით ფეხბურთელის გამოთიშვა სურდა მეორე დღეს დაგეგმილი მატჩიდან, რათა მეორე კლუბს წარმატების მეტი შანსი მისცემოდა. მოკლედ, ეს პერუმალი საფეხბურთო მატჩების “პროფესიონალი ჩამწყობი” ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე