"ნაპოლიმ" სეზონში პირველად წააგო ("ინტერთან" 0:1), თუმცა ახლა ამაზე ბევრი ფიქრის დრო არაა, კალენდარი მჭიდროა და მოპოვებული უპირატესობის მაქსიმალურად შენარჩუნება უნდა მოხდეს. შემდეგი მეტოქე "სამპდორიაა". შეხვედრა გენუაში, "ლუიჯი ფერარიზე", დღეს, 8 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჩატარდება.

სერია "ა"-ს ლიდერი ნეაპოლელები "მილანს" 5 ქულით აღემატებიან, თუმცა მოქმედი ჩემპიონები ამ ტურში "რომას" უპირისპირდებიან და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "იუვენტუსი" ("ნაპოლი" 13 იანვარს შეხვდება) და "ინტერი" ("მონცასთან" ქულები დაკარგა - 2:2) სკუდეტოსკენ სერიოზულად გაიწევენ და მართლაც დაძაბული ჩემპიონატი გველის.

"სამპდორიას" 9 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია, თუმცა დეიან სრანკოვიჩის დანიშვნის შემდეგ გუნდი უკეთ გამოიყურება და გასულ ტურში "სასუოლოს" დამარცხებაც (2:1) შეძლო. დაცვაში გამორჩეული 30 წლის პოლონელი ბარტოს ბერეზინსკი იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემდეგ მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის, "ნაპოლიც" და ტრანსფერი ნეაპოლელებმა გააოფიციალურეს, კიდეც. ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელიასთან უშუალო დაპირისპირების ნაცვლად, პოლონელი მისი თანაგუნდლი გახდა.

იმედია, "სამპდორიელები" ისევე არ იუხეშებენ, როგორც ეს "ინტერის" ფეხბურთელების შემთხვევაში ვნახეთ. მილან შკრინიარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა მისგან ზღვარგადასული სიხისტეც ვნახეთ. გენუურ კლუბს მარჯვენა მცველის პოზიციაზე ალჟირის ნაკრების წევრი, 24 წლის მეჰდი პასკალ მარსელ ლერისი ჰყავს. "სამპდორიას" რიგებში მუნდიალის აღმოჩენა მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი, აბდელჰამიდ საბირია, თუმცა ის, ისევე, როგორც 39 წლის ფაბიო კვალიარელა, შეხვედრას გამოტოვებს.

საინტერესოა, მარცხის შემდეგ ლუჩანო სპალეტი რა შემადგენლობას დაეყრდნობა. სავარაუდოდ, დაცვის ხაზში ერთ ცვლილებას ვიხილავთ და მარცხენა ფლანგს მარიო რუი დაუბრუნდება. ირვინ ლოსანომ სასტარტოში უნდა დაიწყოს. საფიქრებელია, ნეაპოლელთა დამრიგებელი ნახევარდაცვის სამეულს (ლობოტკა-ანგისა-ზელინსკი) რამდენად შეეხება და ვიხილავთ თუ არა აქ ცვლილებებს. იტალიაში აქტიურად წერენ, რომ სპალეტი 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას დაუბრუნდება, ამირ რაჰმანი და პიოტრ ზელინსკი კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებენ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას "ინტერთან" ფეხებში ბევრი მოხვდა, აღდგენითი ვარჯიში გამოტოვა და ყველაფრის გათვალისწინებით, იქაური მედია ვარაუდობს, რომ ძირითად თერთმეტეულში ელიფ ელმასს ვიხილავთ და არა ქართველ გარემარბს.

მატჩს 37 წლის როსარიო აბისო განსჯის, რომელიც 2022 წლის 9 ოქტომბერს "კრემონეზე"-"ნაპოლის" (1:4) მთავარი მსაჯი იყო და მკაცრ არბიტრად მიიჩნევა.

123
თუ ვინმე კრიტიკულს დაწერს ეგრევე ეძგერებით ვიღაცები რა ბოღმიანი ხარო. არადა ვინც ხვიჩას აკვირდება, ყველა ხედავს, რომ ფიზიკური მომზადება აკლია და ზედმეტად ფრთხილობს. ბრძოლაში თავისით არავისთან შედის თუ ფინტების კეთებისას არ მოჩეხეს, თავზე არასოდეს ამხტარა მგონინ თუ დასაწყისში ერთ გატანილ თავურს არ ჩავთვლით, დასწრებაზე არ მიდის და პრესინგის დროსაც ორ წუთში ერთხელ გამაშებზე იყურება. ამის გამოსწორებას რომ ვნატრობთ ხალხი თურმე ბოროტები ვართ. ოსიმენს შეხედეთ, კაცი ზედ აკვდება ყველას, თამაშში თავს არ ზოგავს და ყველგან იბრძვის სადაც შანსი აქვს. ნუ გადაიქცევით ფანატიკოსებად. ვუსურვოთ, რომ ისეთ ჯანზე მოსულიყოს, არავისი შეშინებოდეს მოედანზე.
გოგია
ნეტავ, მაგ თერთმეტზე მეტი იდიოტი არ იყოს საქართველოში და მაგათ კი ავიტანთ.
გავაშა
ამ ტექსტში ხვიჩა არაფერ შუაშია ესააა კლასიკური მესამე ძალა რომელიც ქართველი ხალხის დაპირისპირებაზე მუშაობს. ნაციც და ოცმებაც (ხალხს ბგულისხმობ) ისევ ჩვენ ვართ ჩვენი ახლობლები და მეგობრები. შე ტუტუცო იცოდე ვერ დაგვყობ მაინც ვიპოვით ერთობას! გაუმარჯოს ხვიჩას გაუმარჯოს საქართველოს და ყველას ვინც გულით ქართველობს პოლიტიკა არ მაინტერესებს ყველა ერთნი უნდა ვიყოთ თორე გაგვტეხს მტერი!
MARGALONA
შევა აბა რას იზამს?
MARGALONA
წადი შენი.....
გიუშა
ის კი არაა უბედურება ვიღაც ერთი რომ უაზრობას წერს,მითუმეტეს მისი ნაწერიდან გამომდინარე ვერც მოთხოვ მეტს)))უბედურება ისაა რომ ამ მარაზმს ათზე მეტი არაკაცი ალაიქებს
გამწარებულ ნაცს!
ვინაა კვარაცხელოვი შე...

სიმართლეს ამოფარებული რომ წერთ ორღობის ჭორებს არ გრცხვენიათ? ძმის და შეყვარებულის ინსტარგამებიც კარგად გაგიქექიათ თურმე და კბენთ აქ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც შენი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. შენ არ იყავი რომ წერდი თელავთან თუ ილეწება სერია ა ში რა უნდაო? როცა პირველი ტაიმის მერე შეცვალეს თელავთან თამაშისას. როცა საქართველოს ჩემპიონატში ეუხეშებოდნენ და აქ ვაპროტესტებდით, შენ და შენნაირები მაშინაც პოულობდით მისი ლანძღვის საბაბს, ნაპოლიში გაბრწყინების მერე ცოტა ხანი გაჩუმებული იყავით და ახლა ისევ აყიყინდით. თქვენ გააგრძელეთ მისი ოჯახის წევრების სთორების ქექვა და ზურგს უკან ყეფა, "ქარავანი" კი წავა თავისთვის! ვინ გეკითხებათ ძმა ან შეყვარებული რას დადებს. პარიზში წასვლას რა უნდა დღეს? 4 საათიც არ უნდა ფრენას, ასე ყველაფერი როგორ გიკვირთ, თან არც მალავთ და აქ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ამას გულში რომც ვფიქრობდე ხმამაღლა რა მათქმევინებს და თავს როგორ შევირცხვენ სხვის პირადზე ჭორაობით.

განუვითარებელი ადამიანების კომენტარებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას უკეთესი იქნება. ერთ მაგალითს ვერ დაასახელებს, სად შეეშალა ხვიჩას და სად გააკეთა რაიმე საქართველოს წინააღმდეგ. წეღან სტატია ვნახე, ვიღაცამ ხვიჩა რუს ფეხბურთელად მოიხსენიაო და ამისნაირები ისევ ხვიჩას ლანძღავდნენ, აბა რუსეთში რომ თამაშობდა რა ეგოანო. სხვისი უვიცობა და გეოგრაფიის არ ცოდნაც ხვიჩას როგორ უნდა დააბრალო. ბიჭი ქართული დროშის წვივსაცავით გამოდის, იტალიელ ჟურნალისტებს ქართულად ესაუბრება, მსოფლიომ იცის, რომ ქართველია და ყველგან საქართველოს სახელი გააქვს, ვიღაც უვიცს თუ შეეშალა და რუსად მოიხსენია ეგეც ხვიჩას ბრალია? რაიმე მოხდა ისეთი რაც მერე ხვიჩას არ დაბრალდა? კოვიდი რომ დაუდასტურდა მაგაშიც ხვიჩას ადანაშაულებდნენ ეგეთები. ტრავმის გამო რომ ვერ ჩამოვიდა შარშან, იმის გამოც ლანძღეს. ეგენი მოიხსენიებენ კვარაცხელოვის სახელით და ამით პირველ რიგში რუსეთს ასიამოვნებენ. ამათ ხელწერას ეგრევე ვცნობ, მოხარშულს!
ელგუჯა
რა გეშველებათ საცოდავო ნაცმაცუნებო, არაფერი თქვენ არ გესმით, ერთი გესლის ნთხევაში ხართ პროფესიონალები...
ქეთი
ეტყობა კომენტარს რა ბოღმით გატენილი ხარ!!! აცადეთ ბიჭს გაზრდა.

პროფესორი რო გგონია შენი თავი, გეყურებინა ინტერი-ნაპოლის თამაშზე და ნახავდი როგორ უმოწყალოდ ურტყამდნენ ფეხებში კვარას.მსაჯი კი თითქოს ვერ ხედავდა ამ ყველაფერს, ასეთ დროს ფეხბურთელზეც უარყოფითად მოქმედებს ეს ყველაფერი. რაც შეეხება შენს ნათქვამს კვარაცხელოვი-ო, იქნებ ისით მიაწერო რატოა კვარაცხელოვი? რა იყო ქართველობაში შეეშალა რამე? ვაი შენს პატრონს!
აკო
ერთადერთი სიმართლე ის არის რომ ნიკს ამოფარებული წურბელა ხარ რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს გაბედავს იმის ნახევრის თქმასაც კი რასაც ამ საიტზე წერ. ამ შენი ნიკით ვერავინ გაიგებს ვინ ხარ მარა საკუთარ თავთან მაინც არ გიტყდება რეებსაც წერ?? სად გაიზარდე ნეტა
ლაშა
იუვენტუსი სწორედ რომ სუსტია იტალიურ გრანდებს შორის და არ არის ამჟამად ფორმაში, პლუს ამას თუ დავუმატებთ მის ამჟამინდელ საეჭვო რეპუტაციას...
GIORGI
პასუხის დაწერას ვაპირებდი და მერე სახელი დავინახე ამიტომ რადგან ადმინისტრატორი ბლოკავს უცენზურობას უბრალოდ გეტყვი რსც კი გინება არსებობს შენისთანაზე ალალია
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
აბრალეთ ახლა მსაჯს ყველაფერი. მეტი არაფერი დარჩა. თამაშით კვარაცხელოვმა ვერაფერი ვერ გვანახა და ტირილი ხა დაგვრჩენია. მესის რას უშვებოდნენ რამოსი და პეპე ეგ განახათ თქვენ და მერე მაინც გლიჯავდა მესი. 2 საათი კი არ ტიროდა მოედანზე როგორც მტირალა კვარაცხელოვი გაფორმებები რო უყვარს პენალდუსავით. მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალში ქართველი ფეხბურთელი როცა ხდება 21-22 წლის მანდ კვდება უკვე. და ეს არის სერიოზული პრობლება ქართულ ფეხბურთში თუ არა მთავარი. ეს პრობლემა თუ ვერ გამოასწორეს და წამალი ვერ მოუნახეს . სულ იქნება რაგბი ჩვენი თამაში და ფეხბურთი ჩვენი მუდმივი სირცხვილი საერთაშორისოო არენაზე. რაგბი გასაგებია უფრო ვაშკაცური სპორტია ვიდრე ქალოსიური ფეხბურთი და ეს კარგია რო რაგბში ჩვენ მგლებივართ. ასეც უნდა იყოს საქართველოს ისტორიას რო გადახედო
ზაზა გ.
იმედი მაქვს ჩვენი კვარა შევა ჩვეულ ფორმაში და გვანახებს თავის უმაღლეს კლას. წინა მატზე კი ნამდვილად უხეშობდნენ და უჭირდა ჩვენს ბიჭს.
გოგა
ინტერი და მილანი ბევრ ქულებს დაკარგავენ, მთავარი მეტოქე ნაპოლისთვის ისე ჩანს, რო ივენტუსია და აუცილებლად უნდა დამარცხონ სახლში
ლაშა
ინტერი-ნაპოლის განმსჯელ მსაჯს მომდევნო ტურის გამოტოვება ემუქრება! წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის...
გიორგი
მოდი შეეშვით სხვისი ცხოვრების გარჩევას. ვისი რა საქმეა ხვიჩა სად და ვისთან დაისვენებს?! თქვენი ძმაა, შვილი თუ დეიდაშვილი რჩევებს რომ აძლევთ სპორტული საიტებიდან და სოციალური ქსელებიდან. აი ასე ყველაზე მეტი რომ “ვიცით და გაგვეგება” ვითომ, იმიტომ გვაქვს ასეთი “შემდგარი” ქვეყანა. ყველამ ნეტა თავის საქმეს მიხედოს სხვაზე და სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკს და წერას!
Lasha
რა ვერ გაიგეთ რომ კვარას წინააღმდეგ მსაჯს დაახუჭინეს თვალები. იყიდეს. ეს იტალიაში მოსული პრაქტიკაა. მდიდარი გუნდები აკეთებენ. სხვა ფეხბურთელებზე უცეშობისას უხვად არიგებდა ყვითლებს.
ყურადღება! ყურადღება!
ყველამ: აქაურმაც და იქაურმაც, შეეშვიით ხვიჩას და აცადეთ თამაში! ლაშა.
პატრიოტი
მახსოვს, პელესაც უჭირდა უხეშობის დროს თამაში, ერთი მსოფლიო ჩემპიონატიც ვერ ჩაამათვრა თუ არ ვცდები, განა მესის არ ჰქონია უღიმღამო თამაშები? დავიცადოთ, ვნახოთ, ისე მეტი უნდა იმოძრაოს და შეეშვას პიარ კამპანიებს და ფეისბუკზე რაღაცეების წერას,
რატი
1000%
G.LA
გაგვიმართლა თუ მილანმა დაგვინდო? შკრინიარ მადლობა რომ ხვიჩას ფეხი არ მოტეხე ან ისეთი ტრამვა არ აკიდე რომ სეზონის ბოლომდე ვეღარ ეთამაშა. მსაჯის დედიკო მომიკითხეთ შიგ მილანში.
სიმართლე
კვარას ვურჩევ მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირდეს...სიყვარული,ნიცა და საშობაო პარიზული ვოიაჟები ჯობია ჯერ გვერდზე გადადო...გადაფრინდი-ფადმოფრინდი...ახალგაზრდა სხეული გაქვს,მაგრამ დატვირთვები მაინც თავისას შვრება...ძმის დადებული ფოტოთი ვერ მივხვდი თოვლის პაპამ სად ჩამოუყვანა...თუ თბილისში იყო საახალწლოდ,მაშინ მითუმეტეს აღარაფერია გასაკვირი...ბიჭი თავის თავს უჩალიჩებს სათადარიგო სკამს
odala
ასე ხაბიბა და მახაჩევი იჭერენ ხოლმე მეტოქეებს პარტერში.
თემური
პრესკონფერენციაზე მატჩის წინ ან შემდეგ სპალეტი გამოთქვამს რამეს უხეში თამაშის შესახებ? თუმცა ხანდახან ნაპოლიც "კარგად" უხეშობს!
კ ო მ ბ ლ ე
თავი რომ გაეწირა ფეხს მოტეხავდნენ, იმიტომ ვამბობ გაკეთდეს განცხადება ათი ლიმონი იმას ვინც კვარას დამტვრევს შუბლს გაუხვრიტავს, თან ფული დაიდოს და მერე ვნახოთ დაამტვრევას გაბედავენ, თუ არა..
დო მაჟორი
ამ მაიმუნობას მსაჯი რომ არ შეიმჩნევს, თავადაც მაიმუნი ხდება. ხვიჩა უნდა გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას!
Anjelo Antei
თამაშობ ისე, რის საშუალებასაც მეტოქე გაძლევს. მთავარი ის კი არის, რომ წააგეს, არამედ როგორ წააგეს. უშუალო კონკურენტი რომ თამაშით გაჯობებს, ნაპოლი, პრინციპში, ულეაო მილანმაც დაჯაბნა, მთავარი ფავორიტობის რა მოგახსენოთ. იუვესთან გამოჩნდება, აქვს ნაპოლის სკუდეტოს მოგების რეალური ამბიცია თუ შარშანდელივით გამოქანებულ და შემდეგ გაჩერებულ გუნდთან გვაქვს საქმე.
თემური
კარგია, რომ კვარა შეცვალეს, თორემ ტრამვა არ აცდებოდა. ისე ეს სურათები ვინც ნახა კვარას თამაშს ინტერთან ძალიან გააკრიტიკებს!
სოსო
შეხედეთ სურათს,როგორ აქვს ხვიჩას ფეხი დაჭერილი, მილანელს!თითქმის ზუსტად ასე დაუჭირა დოლიძემ მეტოქეს ბოლო ბრძოლაში და რამდენიმე წამში დააფინიშა კიდეც,ძლიერი მეტოქე.სხვაობა ისაა,რომ დოლიძე ემემესის მებრძოლია,ხვიჩას კი,ფეხბურთში გაუკეთეს, ასე.თუ ეს დასაშვებია,იყიდოს ნაპოლის, რომან დოლიძე და ყოველ თამაშში გაიმარჯვებს.ჩვენში რომ ვთქვათ,მაგ მსაჯს ნამდვილად არგებდა რომანთან სადღაც, უადგილო ადგილას გადაყრა.ცოტას მოაჭკვიანებდა.
დათო
ზუსტად ამ მომენტზე იყო თამაშგარე დადო მსაჯმა არადა წითელი უნდა მიეცა, თამაშგარე შემდგომში იყო, იქამდე ფეხს ტეხავდა. მერე გამოდის ეს ვითომ მწვრთნელი ინძაგი და ენას ატლიკინებს. ეგრე მსაჯი თუ ჯარიმას არ დამიდებს მესისაც ფეხს არ გავანძრევინებ. ან ეს უმადური იტალიელი და ქართველი ვითომ გულშემატკივარი რომ წერს სისულელეებს, ცოტა ტვინი დაატანეთ თუ არ გაქვთ საერთოდ ნუ წერთ. თამაში ვის არ წაუგია.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ