გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის აზრით, დროა, ბუნდესგუნდმა მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლოს

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი ფიქრობს, რომ ბუნდესგუნდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს არაფრით ჩამოუვარდება.

„გერმანიის ნაკრები დღეს უკვე საკმარისად მომწიფებული გუნდია იმისათვის, რომ გაისად ევროპის ჩემპიონი გახდეს. მიმაჩნია, რომ ბუნდესგუნდის მიზანიც მხოლოდ ეს უნდა იყოს. სწორედ ჩვენ გვყავს ახლა ისეთი გუნდი, რომელმაც პირველმა უნდა შეუტიოს ესპანეთს და ტახტიდან ჩამოაგდოს, - აცხადებს კლინსმანი გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელი გვყავს. გვაქვს საჭირო თავდაჯერება და ამ თაობას დიდ ტურნირებზე თამაშის საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდაერთი სიტყვით, ყველანაირად მზად ვართ იმისათვის, რომ გაისად, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთვის პროგრამა მაქსიმუმიც და მინიმუმიც ევროპის ჩემპიონობა იყოს.“

კლინსის აზრით, მისმა შემცვლელმა იოახიმ ლიოვმა გერმანიის ეროვნულ გუნდს უდიდესი პროგრესი განაცდევინა, რისი საუკეთესო დასტური მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის მიერ ნაჩვენები ფეხბურთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ იმედები ვერ გაამართლა, იურგენი სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას გეგმავს.

„ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გერმანიის ნაკრების ან „ბაიერნის“ მწვრთნელი გავხებოდი. ამიტომ, არც ახლა ვიტყვი, რომ ევროპის რომელიმე სუპერგრანდის მწვრთნელის პოსტზე საკუთარი თავი არ წარმომიდგენია. მას მერე, რაც „ბაიერნიდან“ გამათავისუფლეს, ეს კი 2009 წლის აპრილში მოხდა, არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი, რომ დავთანხმებულიყავი,“ - აცხადებს კლინსმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე