ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა

სპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა

"სამპდორიასთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა, რომელმაც თავისი გუნდიდან Sofascore-ისგან ყველაზე დაბალი შეფასება (6.3) მიიღო:

"დღეს არავისთან არაფერი არ გვქონდა დასამტკიცებელი. "ინტერთან" უკეთესი შედეგისთვის შეგვეძლო მიგვეღწია. ისინი უკეთ გაისარჯნენ, ჩვენ კი უკეთ უნდა გვეთამაშა. დღეს რთული გამოწვევა გვქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად. ის მეტოქის დაცვაში გასარღვევად სივრცეს ეძებდა და თავისი დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა, მთელ მოედანზე შრომობდა და მეტოქესაც კი მეურვეობდა. ბევრს ფიქრობს თუ არა? ფიქრი ცუდი არაა. თამაშის რიტმის დაბრუნება მართებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზურგის ტრავმის გამო უქმობა მოუწია.

პირველი პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოედანზე სხვა ფეხბურთელებიც არიან და კარგია, თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან. გასაკვირი არაა, რომ შევცვალე, ვინაიდან 5 ცვლილების განხორციელების უფლება მაქვს.

პარასკევს "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი შეხვედრა გვაქვს. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დაველოდოთ ამ შეხვედრას და მერე ვილაპარაკოთ".

• toti

კაპიტან შენ რა კითხვა არ იცი? ვინ რას აქეზებს? რატომ არ ეჩხუბეო სად უწერია? თუ არ იყოჩაღა ისე მართლა დაიჩაგრება, იმედია მალე ენასაც ისწავლის, თორემ მუნჯი როცა ხარ გუნდელებთან უფრო გიჭირს თვითდამკვიდრება, წარმატებები კვარას

• დავით 67

პენალტი უნდა დაარტყას ოსიმენმა. წელს ბომბარდირობისთვის იბრძვის და ხელი უნდა შეუწყონ. მე ასე ვფიქრობ. ხვიჩა უპენალტოდაც გაიტანს გოლებს. ვფიქრობ მინიმუმ 15გოლი იქნება მის ანგარიშზე. სერია А-ში ვგულისხმობ

• ამი

რადგან სპალეტი ამბობს, რომ პენალტი ხვიჩას უნდა დაერტყაო, ხვიჩას აუცილებლად უნდა აეღო პენალტის დარტყმა საკუთარ თავზე და არავისთვის არ უნდა დაეთმო ამის გაკეთება. თანაც მატჩი ახალი დაწყებული იყო. დარწმუნებული ვარ იგი შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მთელ თამაშსაც ცრულიად სხვაგვარად ჩაატარებდა და კვლავ ჩვეულად გაგვახარებდა.

• კაპიტან გარდენბურგი

არ დაუჯერო კვარა. ნუ აქეზებთ თანაგუნდელებთან დაპირისპირებაზე. ძალიან სწორს შვება, აუღეს აგერ პოლიტანოს და დასრულდა ეგ ისტორია. კიდევ კარგი ხვიჩამ ვიღაც პოლიტანოსთან ბურთის დარტყმისთვის ჩხუბი არ იკადრა, ასე რომ ნუ ასწავლით ამ ბიჭს ჭკუას ვა

• კაპიტან გარდენბურგი

შენ აჩვენებ უმაღლესი კლასის ნაწერს სამაგიეროდ :) ეს აკომპენსირებს

• L.J .

Politanos ratom landzgavt???3 idan 3 hqonda gatanili(ra azri aqvs vin moipovebs penals)tamasshic gushin dzalian kargi iyo 2jer xvicha mekarestan ppirispir datova(orive magari pasi gaaketa)tan bevric irbina,es agresia ratoa ver vxvdebi napoli gundia gundiii da ara erti motamashe!!!

• პლეხანოვზე გაზრდილი

სპალეტი!!! შენ რა გოთვერანიც ხარ თვალებზე და მიმიკაზე გეტყობა. მაგრამ ასე გააგრძელებ?: - როცა კვარა კარგად თამაშობს - აკრიტიკებ, ხოლო როცა შედარებით მოკრძალებულად თამაშობს და სხვები აკრიტიკებენ - იცავ და აქებ?!

• goga

ზუსტად ვიცი სიომინი და სლუცკიც ხვიჩას მიუთითებდნენ ეგრეთ წოდებულ სლაბა ხარაქტერნობაზე და ეს ყველაფერი გამოჩნდა კიდეც .პ.ს პოლიტანოს არაფერი დაუთმო ხვიჩა სპალეტიც რაღაცას ისე ვერ მართავს როგორც ჩანს თუ ხვიჩაა პენალტისტი .

• zurabi

ხვიჩა პოლიტანოს თუ მაგრად არ დაუდექი ეგ ისეთია გადაგივლის

• rembo

ძმა ცოტა მოკლედ რო დაგეწერა

• Goga

ანუ სულ პოლიტანო რატომ უნდა გიგვარებდეს კვარა? თუ ჯეირანშია დაუმარცხებელი ვერ გავიგე? ან შეიძლება ყველაზე მეტს ეგ იხვეწება უთავმოყვარეოდ და შენც როგორც კეთილს სულ გეცოდება და გული გიჩუყდება და უთმობ პენალტს

• odala

საინტერესო თეორიაა. მე უფრო მეგონა პუტინმა დაურეკა სპალეტის და უთხრა კვარაცხელია არ 'გახსნაო'. შენ კი გეცოდინება და სპალეტი რუსეთში მუშაობდა. ეგეც კაი ოკუპანტია.

• რონი

ხვიჩა ჩვენი იმედია მაგრამ ხასიათის სიმტკიცე აკლია ლიდერული თვისებები აკლია ყველა დიდი ფეხბურთელი ყოჩი იყო თავის გუნდში... რაული ზიდანი ფიგუ რივალდო რონალდო მესი და ასე შემდეგ... პოლიტანომ როგორ უნდა გამოგართვას ბურთი და იმან რატო უნდა დაარტყას პენალტი ადრე კვარას კარგად უთხრა უარი... ძაან სლაბი ხასიათისაა ჩვენი ბიჭი მასე გადაუვლიან თავზე.. ნეიმარს რაც ფეხებში ხვდება მაგრამ მეორე წამს წამოხტება და კიდე მოტყუებაზე მიდის... თანაგუნდელებიც იგნორს უკეთებენ ცდილობენ დაგვანახონ რომ ხვიჩა არაფერია და თვითონ არიან ლიდერები.. ჩემპიონის ხასიათი უნდა მონახოს თავის თავში და იქცეს გუნდში როი კინად!!!!!!

• გიორგი

ხშირად ურტყამენ ფეხებში და ამიტომაა რო ტემპი ვერ აკრიფა და ვერ თამაშობს თავისუფლად. პენალტს რაც შეეხება ვინმე ქართველი არ ხართ იტალიაში? პოლიტანოს დაუწერეთ წერილი რო დაანებოს თავი სხვის მოპოვებული პენალტების დარტყმას.

• ჟორა ხვედელიძე

ეგრე იყოს და ლუდს მე ვკისრულობ.

• papai

ძაან უცნაურია, თუ კი კვარა არის შერჩეული პენალტების დამრტყემელად მაშინ პოლიტანოს საქციელლი რა გამოდის? ან კვარა რატომ უთმობს ასე მორჩილად? თუკი პენალტისტი შენ ხარ, მოკიდე ხელი ბურთს და ნუ გვაფიქრებ რომ ვიღაცეები გჩაგრავენ და ანგარიშს არ გიწევენ.. მეტი სითამამე კვარა მინდორზეც და მინდორს გარეთ

• ვაჩე!

გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სპალეტის კვარა "დაბმული" ყავს, მის გარდა ყველა თავის გემოზე ურტყავს კარებში, ან ამ პენალის დარტყმა სპალეტის და ფეხბურთელების სინდისზეა როგორც მარჯვენა ფლანგზე ბურთის 90% ფლობა!!! მე ვფიქრობ რომ კვარამ უნდა დასძლიოს "შიშები" რომელიც იკითხება მის სახეზე! მისი "ფიშკა" მისი თავისუფლებაა!!!!

• ტოტო

ჯერ-ჯერობით საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთს აჩვენებს.

• პაატა

ლუჩა გაეცი ბრძანება, რომ კლუბში შტატიანი პენალტისტი იყოს კვარა. მორჩა და გათავდა,კვარას დონის დამრტყმელი არცერთი არაა მანდ, ისევე როგორც მოთამაშე.

• პასუხად

ზუსტად ერთი - ერთში ვიფიქრე.ზუსტად ეგრე მგონია და იუვესთან სულ სხვა ხვიჩას ვნახავთ. თუ არა და ქაბაბი მოაყოლეთ

• თენგო

ანჯელოს ვუსურვებ ოცნების ასრულებას

• გიორგი

აგაშენა ღმერთმა

• მოკოდი ძიძარია

მაგარი ხარ ლუჩანო,თუ პენალტისტი ხვიჩა არის,მაშინ პოლიტანო არ დაარტყავდა პენალტს,მით უფრო მინი კრიზისში მყოფი ფეხბურთელი არ დაუთმობდა ამ უფლებას.ეგ ზღაპრები დელაურენტის მოუყევი. სინამდვილეში კი,არც კვარა არ უნდა იყოს პენალტისტი და არც ეს პოლიტანო,ოსიმენი უნდა იყოს,კაცი ბომბარდირობისთვის იბრძვის. თუ გუნდი არის პირველი და მერე ინდივიდი,მაშინ ეს ასე უნდა იყოს. კვარასი არ იყოს,ოსიმენი ნაპოლისთვის დიდი ძალაა და თუ ნაპოლის სურს წამრატება,მაშინ ეს ოსიმენი კარგ თამაშთან არის კავშირში.სულ რო პენალტისტი არ იყოს,პენალტს არტყევინებენ ისეთ ფეხბურთელს,რომელსაც ტრავმიდან დაბრუნება უჭირს. მე გულიბრყვილოს რატომღაც მეგონა რო კვარა დაარტყავდა,მაგრამ ჩალა გამომავლეს და რომ არა ოსიმენის კარგი თამაში,ნაპოლიც ეგრე დარჩებოდა. ეხლა იმაზე,თუ რატომ უჭირს ფორმის დაბრუნება კვარას და რატომ არის ზედმეტად ჩაფიქრებული ან ცუდ ხასიათზე.თუ ვინმეს წელი ასტკიებია,მაშინ ის მიხვდება რო სიარულის დროს გაქვს განცდა,თითქოს ისევ ტკივილს განიცდი და ცდილობს წელი არ დატვირთო.ჩემი აზრით,ფსიქოლოგიური მომენტია და სწორედ მსგავსი რამე აწუხებს.ვერ ახერხებს ამის თავიდან ამოგდებას და დრო დასჭირდება. ეს არის პირდაპირი მიზეზი და ირიბსაც გეტყვით,ნებისმიერი ადამიანი იქნება ჩაფიქრებული ან განაწყენებული იმაზე,რაც მის თავს ხდება და მის თავში ტრიალებს,რა დაუშავა ამ ხალხს ასეთი რო მსგავს რამეს კადრულობენ. ჯერ ისედაც ხო სირცხვილია,მით უფრო ქართველი კაცისთვის და ჩვენი მენტალიტეტისთვის. ნებისმიერი დაფიქრდით,მოგეწონებოდათ კონდომზე თქვენი სურათი რო გაჩითულიყო? მგონია რო არავის მოგვეწონებოდა. წარმოდგენა არ მაქვს,ვინ არის ის ხალხი ან ამ კომპანიის მფლობელი ვინ არის,მაგრამ კარგი აზროვნება რო არ აქვს ეს ფაქტია. კვარას აქვს უფლება სასამართლოში გაარკვიოს,მაგრამ ეს სასამართლო არ გვაქვს. ევროპა/ამერიკა არ გავანაწყენოთს მიაწვებიან და არიქა ბიზნესის დაჩაგვრა არ გამოვიდესო,ხოდა ჩაფარცხავენ. არ ჩაუფარცხავთ თუ?! თან ეს სასამართლო დავები გაიწელება და მასზე იმოქმედებს,რასაც იდეაში ერიდება. უბრალოდ,რანაირი ქვეყანა ვართ ან რა ქვეყანა ჩვენ ვართ,არც ჩვენი წარსული მოგვწონს,არც სიმღერა,არც კულტურა და არც მწერალ მოაზროვნენი.რა გასაკვირია რო კვარას ან სხვა არ ეხატებათ გულზე.ნახევარი საქართველო რუსებს მისტირის და ნახევარი დასავლეთს ეტენება,როცა ტილები ჭამდნენ ამ ხალხს,ზოგი არც არსებობდა როგორც ერი ან ქვეყანა,როცა ფარნავაზმა ბოლო ასო ჩაწერა ჩვენს ანბანში. დასავლეთ ევროპა არის გერმანელი ბარბაროსების ნაშიერნი,ანგლო-საქსები ბრიტანელები,გალები ფრანგები,ვესტგოთები ესპანელ პორტუგალიელები და ოსტგოთები იტალიელები. ეს ყველაფერი მოხდა 476 წლის მერე ანუ ფარნავაზის ზეობიდან 8-7 საუკუნის შემდეგ. 476 წელს ქრისტიანები ვიყავით უკვე და ავტოკეფალიაზე ვჩალიჩობდით ვახტანგთან ერთად. რუსები მონღოლთა შთამომავლები არიან.მათი მამის სახელით მიმართვა იჩიც ამის დასტურია. მონღლოთა ურდოს ქონდა ასეთი წესი,რუსებთან სექსუალური კავშირი ჯერ მათ უნდა ქონოდათ და მერე თვითონ რუსს.ამიტომაც ადგილობრივები მონღოლთა შვილის გამოყოფის მიზნით მათ იჩს უმატებდნენ და ასე უსვავდნენ ხაზს იმას,რომ ის მონღოლის ნაშიერი იყო. ხოდა ასეთ ხალხს რო ეტენებით,ან არ გცხვენიათ ან ვინ ხართ ესეთები,საიდან მოხვედით ეს ქართველთ მოძულენი? საკუთარის არ დაფასება ერის დეგრადაციაზე მიუთითებს.ჯერ მარტო რა ხალხი გვყავდა,რომლებიც რუსეთის უზარმაზარ იმპერიას ებრძოდა და თქვენ ჩერჩილი მოგწონთ. ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულებიდან დაწყებული ეპისკოპოსი კირიონის თანამებრძოლების დამთავრებული,კოტე აფხაზით და ანწუხელიძით გაგრძელებული. მანამდე დოდაშვილებით,გარფრინდაულებით სავსე საქართველო იყო,იქეთ შოთა რუსთაველი და აქეთ სულხან-საბა. და ყველაზე მთავარი,რენესანსის ეპოქა ევროპაზე ორი საუკუნით ადრე გვქონდა და პირველი პარლამენტის მსგავსი სათათბირო თამარის პერიოდში. ინგლისში ის 1265 წელს შეიქმნა ანუ დაახლოებით ნახევარი საუკუნის მერე. ყოველთვის გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ,მერე აღარც კვარაცხელიას გავუკეთებთ მსგავს რამეს და აღარც ილიას მოვკლავთ.საქართველო აქამდე ერთმანეთის გვერდზე დგომითა და ქვეყნის სიყვარულით მოვიდა. რა თქმა უნდა იყვნენ მოღალატენი,მარა ყორღანაშვილივით კლდიდან ყრიდნენ და საერთოდ საქმეს ვერ აფუჭებდნენ. სირცხვილია ის,რადაც ვიქეცით და როგორაც გავუკუღმართით,უფრო სწორად გაუკუღმართით. მე არაფერი გაუკუღმართების არ მჭირს,ბავშობიდან მინერგავდნენ რო ყველაფერი ქართული უნდა მყვარებოდა და ჩემი ქვეყანა ყველაზე მაგარი არის დედამიწის ზურგზე.რა თქმა უნდა ვაფასებ სხვისასაც. ამ შემთხვევაში,მე ვაფასებ მესის ან ბაჯოს,მაგრამ სიყვარულით მიყვარს კვარა,ლოჩოშვილი,ოქრიაშვილი და ა.შ. ისინი ქართველები არიან და ბუნებრივია,რომ მათი ყველა წარმატება თუ მარცხი პირადად ჩემი წამრატება და მარცხია.

• თორელი

მართალი კაცი ხარ, სიტყვა ენერგია და ძალაა, აქ ვიღაცამ გაჭირვებაზე დაწერა და ეგეც იმათი ანასხლეტი ჩანს ვინც ამ სატანურ ენერგიებით ავსებს ჩვენს ქვეყანას.

• geo

ნაპოლის სოციალურ ქსელებში ძირითადი თემა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არა დღევანდელი გამარჯვებაა, არამედ კვარას ცუდი ფორმა. აღნიშნავენ მისი ჩვეული დრიბლინგის ეფექტურობის დაცემას, კარში დარტყმის სიზუსტის და სისწრაფის დაკარგვას

• !!-ს გულშემატკივარი

იყოს გამოჩნდნენ და “დავთვლით”:)))

• Anjelo antei-ს გულშემატკივარი

ჰა ჰა ჰა :))) კარგი იყო!!!

• ზურაბ

ზურაბ რა მაგრად გიჭირს !

• jjj

ყასაბ მოურინიოს ვენაცვალე გულში.

• Anjelo Antei

სპალეტი არის ხიტრი მწვრთნელი და მე მგონია რო ეს 2 თამაში კვარაცხელია არ გახსნა სპეციალურად შეზღუდა და ფონს ასე უნდოდა გასულიყო, უბრალოდ ინტერთან არ გამოვიდა ქულების გაწურვა მაგრამ მე მგონი კვარაცხელია შეინახა იუვენტუსისთვის იმიტომ რომ ეს 2 თამაში ხვიჩას რო დაეგლიჯა, ტურინელები ამოკეტავდნენ ახლა ყველას ყურადღება მოდუნებულია. ყველას გონია რო ხვიჩა ფორმაში არაა. ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ, ამიტომ, 2 გოლს გაიტანს იუვენტუსთან. თუ არადა ეს პოსტი ამოაგდეთ მერე. და იკისრეთ ხინკალი.

• ნეი

ეს ყოველთვის ორაზროვნად საუბრობს ხვიჩაზე და აღარ ვიცი უკვე ვაგინო თუ ვაქო

• სპალეტიჩი

სპალეტი რომ მაგრად უმაგრეს ზურგს ეტყობა, 2 თამაში ჩააგდო უკვე, მეტი შრომა და დაგიფასდება ხვიჩა. წარმატებები.

• toro

ხოო თუ ხვიჩას უნდა დაერტყა რას ნიშნავს პოლიტანოს ქცევა, დაიბარეთ სასწრაფოდ ზხადნიაკზე.DDD

აჰა თქვა კაცმა კარგად ითამაშაო და თქვენი სუსი არ გავიგო ჰეითერებო!

• მალხაზ ჯობავა

დეწყნარითო ხვიჩაშ მტერემქ ?

• ზურაბ

კვარაცხელიას უკუსვლის მიზეზი მარტო ზურგის ტრამვა არ არის. ის შეურაცხოფაცაა მიზეზი, ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა სატანისტურმა მაფიამ რომ მიაყენა. ეს მაფია ყველა ქართველს ებრძვის, ვინც წარმატებას აღწევს ქვეყნის გარეთ. სამწუხაროდ ჩვენი პასუხი არ არის ადეკვატური. ბასილაშვილის დაღმასვლაც მათი გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია. ისინი შეურაცხოფენ წმინდანებს, ჩვენს სასიქადულო წინაპრებს, თანამედროვე წარმატებულ ქართველებს და ყველაფერი გასდით.

• რა მაფიაა?

ზუსტად... მევასება ეს კაცი რა, თავიდანვე ვამბობდი... ჩასაფრებული და ქარაფშუტა ხალხისგან გამსხვავებით, უფრო ღრმად უყურებს სიტუაციას და ძაანაც სწორს ლაპარაკობს... იცის მისი შესაძლებლობები და სწორად ხვდება რომ რიტმის დაბრუნება ჭირდება... არ დაგავიწყდეთ რომ ნაპოლიში გადასვლამდე 2-3 თვე ოფიციალური თამადები ქონდა და სუპერ ფორმაში იყო მთელი წელი... ეხლა 3 თვე გაუცდა, ტრავმის შიში აქვს ცოტა და ფიზიკურად ჭირდება იმ ფორმის აღდგენა, რასაც ცოტა დრო ჭირდება... დღეს "ჭკვიანი" ხალხი ამბობდა რომ ყველაზე ცუდი თამაში ქონდაო, არადა ბევრად უფრო აქტიური იყო ვიდრე ინტერთან, ცხადია საუკეთესო მატჩი არ ქონდა, მარა თქვენ ხო რობოტები გგონიათ ფეხბურთელები და მთლიან სურათს არ უყურებთ. ისევ რო ათამადება, შეძვრებიან ბუნაგში ისევ "ჰეითერები" და შეუმდგარი ბოღმიანი სასტავი... ვიღაცამ დაწერა საერთოდ, გაყიდოს ნაპოლის ურჩევნია, თორე იმ 10 მილიონსაც ვერ ამოიღებსო. ლოლ კვარას რაც აქამდე უთამაშია, ფეხს თუ არ მოტეხავს ვიღაცა, 50 მილიონიანი ფეხბურთელი სულ იქნება როცა არ უნდა გადავიდეს სადმე

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა

სპალეტიმ ბოლო ტურის მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "სამპდორიას" ვერ ამარცხებს

"ნაპოლიმ" დიდებული საჩემპიონო სეზონი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - გელაშვილი სათადარიგო იყო

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ლოჩოშვილი სასტარტოში დააბრუნეს - "კრემონეზემ" "სამპდორიას" სძლია

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

სპალეტი: "კვარა" მარადონას უახლოვდება - ასეთი დრიბლინგი არასოდეს მინახავს