რუსთავის საკალათბურთო გუნდი მემორიალის გამარჯვებულია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით 2006 წლიდან ტარდება, მეექვსედ მოიგო. სატიტულო მატჩში ქვემოქართლელებმა საკალათბურთო კლუბი "მეგა" დაამარცხეს – 81:64 (სტატისტიკა).

მატჩის საბოლოო ანგარიში რუსთაველთა სოლიდურ უპირატესობაზე მიუთითებს, რაც მეორე ნახევარში გამოიკვეთა, მანამდე კი, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. "მეგა", რომელიც მემორიალის ფინალში თსუ-ს ძლევის შედეგად გავიდა, რუსთაველებს სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდა. სხვათა შორის, ეს გახლდათ "მეგასა" და "რუსთავის" მეორე მატჩი ამ ტურნირზე. ამ გუნდების შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე რუსთაველთა 14-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და ეს გახლდათ მემორიალის პირველი მატჩი. ასე რომ, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას 2023 წლის გათამაშება "რუსთავი"-"მეგას" მატჩით დაიწყო და დასრულდა.

ფინალური მატჩის პირველი ნახევარი რუსთაველებმა 2 ქულით – 32:30 მოიგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს. ჩინებულად ირჯებოდა "მეგას" მეფარე მარქუს გილსონი, თუმცა გუნდის მთავარი გამთამაშებელი რონი როზიე ვერ იყო იშტაზე. ის რუსთაველთა უკანახაზელის, ლუკა ბულაშვილის ჩრდილში მოექცა, რომელმაც საბოლოოდ 23 ქულა მოაგროვა და ტურნირის საუკეთესო უკანახაზელის პრიზიც მოიგო. მე-3 პერიოდი რუსთაველებმა 28:8 მოიგეს და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადაწყვიტეს.

ბოლო პერიოდში ბევრი არაფერი შეცვლილა. "მეგამ" რაც მოახერხა, ჩამორჩენის 15 ქულამდე შემცირება იყო, თუმცა საბოლოოდ 23-ქულიანი მარცხი განიცადა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა. გუგა პატაშურმა 16 ქულა და 9 მოხსნა მოინაგრა. რევაზ როგავას ანგარიშზე 15 ქულა და 8 პასი დაგროვდა. "მეგაში" საუკეთესო 27 ქულითა და 16 მოხსნით მარქუს გილსონი გახდა, ოთარ ბულიავამ 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის საუკეთესო ფორვარდს, გუგა პატაშურს, სპეციალური პრიზი მიხეილ ქორქიას შვილმა თამუნა ქორქიამ გადასცა. საუკეთესო უკანახაზელის პრიზი ლუკა ბულაშვილმა დაიმსახურა, რომელიც ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, მაცაცო მგელაძე-საკანდელიძემ დააჯილდოვა.

რუსთაველთა კაპიტანი აკაკი დვალიშვილი გარდამავალი თასით ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა – გიორგი ჩაჩავამ დააჯილდოვა.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა