გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფელიპე მელო “იუვენტუსს” დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფელიპე მელო “იუვენტუსს” დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს.

დაინიშნა თუ არა “იუვეს” მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე, პირველი რაც გააკეთა, შავი სიის შედგენა გახლდათ, რომელშიც ფელიპე მელოს გვარიც შევიდა. ერთი სიტყვით, ბრაზილიელი საყრდენი ტრანსფერზე დააყენეს და შედეგმაც არ დააყოვნა, მისი გადაბირების სურვილი ოფიციალურად უკვე ოთხმა გუნდმა დააფიქსირა: ფრანგული პსჟ, ბრაზილიური “კორინთიანსი”, ჰოლანდიური პსვ და თურქული “გალათასარაი”.

“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ყველას თურქებმა დაასწრეს და ფეხბურთელთან საქმიანი შეხვედრის გამართვაც მოახერხეს. მელო კმაყოფილი დარჩენილა შეთავაზებული პირობებით და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოუთხოვია.

მეორე საკითხია, მოახერხებენ თუ არა თურქები ტურინული გრანდის მესვეურებთან შეთანხმებას - გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელები მელოს მოშორებაზე არიან, წესით მასში დიდი თანხა არ უნდა მოითხოვონ. კულუარული ინფორმაციით, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტურინელები მელოს დაუფიქრებლად გაასხვისებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა