დღეს, 13 იანვრის ღამეს, იმ დროისთვის (23:45 სთ), როცა საქართველოში კალანდის (ძველით ახალი წელი) აღსანიშნავად ემზადებიან, დიდი მატჩი დაიწყება - "ნაპოლი" "იუვენტუსს" "დიეგო მარადონაზე" უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ პირველივე წუთებიდან ველით.

იმის შესახებ დეტალურად მოგახსენეთ, რომ ტურინელებს ნეაპოლურ არენაზე თამაში უჭირთ და ახლაც დიდ ბრძოლას ველით. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მე-2 ადგილზეა და ლიდერთან მარცხი იქნებ სკუდეტოსთვის ხელის ჩაქნევის ფასადაც კი დაუჯდეს (ამჟამად 7 ქულით ჩამორჩება). თავის მხრივ, "ინტერთან" წაგების (0:1) შემდეგ "ნაპოლი" ყველაფერს გაიღებს, ასეთ მოკლე დროში ქულების დაკარგვა თავიდან მაქსიმალურად აირიდოს, ამავდროულად კი, უშუალო კონკურენტის ძლევით როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაიმყაროს.

რა შეიძლება ვნახოთ ისეთი, რაც ახლად დაწყებულ 2023 წელს ჯერ არ ყოფილა? - ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი მოქმედება (გოლი/საგოლე პასი). ქართველ გარემარბს, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, ოფიციალურ შეხვედრებში 28 ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია. "კვარა", თუნდაც წინა ტურში, "სამპდორიას" წინააღმდეგ მშვენიერი იყო, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ჩვენებურს ხომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს. კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს - "მილანის" მცველები ააწიოკა, "ლაციოს" გამარჯვების გაუტანა, "ლივერპულის" სახელოვანი უკანახაზელები არ შეიმჩნია... "იუვენტუსის" მარჯვენაფლანგელი ხუან კუადრადო ტრავმირებულია და ხვიჩას შეჩერება ამპლუით ცენტრში მოთამაშემ, ამერიკელმა ვესტონ მაკკინმა უნდა სცადოს. ტურინელებს არც დე შილიო და ბონუჩი ეყოლებათ, "კვარადონასთან" ახლოს კი ბრაზილიელ დანილოს ვიხილავთ. "ბებერ ქალბატონს" სხვა დანაკლისიც აქვს, მაგალითად, სერბი ფორვარდი ვლაჰოვიჩი, თუმცა ალეგრის ბიჭები კარგ ფორმაში არიან და სერია "ა"-ში დიდი ხანია (ზედიზედ 8 მატჩი), რაც გოლი არ გაუშვიათ.

საინტერესოა, ლუჩანო სპალეტი გასულ მატჩში გამოყენებულ შემადგენლობას რამდენად შეცვლის. ვარაუდობენ, რომ კოსოვოელი მცველი ამირ რაჰმანი და პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი სასტარტო თერთმეტეულს დაუბრუნდებიან. ანხელ დი მარიას შეჩერება ნეაპოლელების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება. საინტერესოა, რომ ჯოვანი სიმეონემ "იუვეს" აქამდე 3 გუნდის მაისურით 6 გოლი გაუტანა და ამის შანსი მეოთხითაც აქვს.

ნეაპოლელებს 39 ბურთი აქვთ გატანილი, მათ დღევანდელ მეტოქეს კი მხოლოდ 7 გაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესი შეტევა ასეთივე დაცვას უპირისპირდება. მატჩს 45 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელსაც მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი"-"ინტერიც" ანდეს, ნეაპოლელების შეხვედრას კი პირველად გაუძღვება.

მალხაზ ჯობავა - დავიტ ტოროლას!
მე ჩელსის თანხა კიარ დამიწერია, არამედ იმ გუნდმა გადაიხადა 125 მილიონი, სადაც 94 მატჩი ითამაშა.ასე რომ წაკითხულს პაწა რამე დაამატეთ.
2023
Liveball ru
გიო
სად სეიძლება ყურება?
Giok
რომელ საიტზე შეიძლება ყურება?
ოროსან ზურას
რავა ყველგან შენს “ბრძნულ” აზრებს აფრქვევ რამ გაგაბოროტა, სად გაიზარდე
ერუდირებულო
სულ იმაზე მიდის წუწუნი, ორი ახალი წელი რად გვინდაო და თბილისში ლამის სირცხვილად მიაჩნიათ, რამდენიმე რეგიონშია შემირჩენილი ტრადიცია და მათ შორს გურიაში ყველაზე მეტად, კალანდა შეარქვეს და ნამდვილ ახალ წელს უწოდებენ. მე არ ვარ გურული მაგრამ ასეა და შეეშვით ამ პიზდეცინტელექტუალიზმს
გურამ მაჭარაშვილს
აჰა, ესეიგი ხვიჩა ბილწ ევროპაში თამაშობს? შეგირცხვეს ეგ ულვაში?
zura222
ხვიჩას მარტო ნაცები და სოროსის ვირთხა "პაწრიოწები" ლანძღავდნენ და ეხლაც ლანძღავენ @ და ბევრი ისევ შეძვრა სოროში (აქაც) და არიან გატრუნულები და ელოდებიან --დღეს თუ ვერ ითამაშა ისევ გამოძვრებიან სოროებიდაბ და დაუწყებენ ლანძღვას@ ეგენი ბევრნი სულაც არ არიან უბრალოდ ნაცების და სოროსის ვირთხების ხელშია დღეს მედიის 80% და ინტერნეტისსამყაროს 90% (ჩვენი უსაქმური და ჩმორი მთავრობის უმოქმედობით და დახმარებით@@) ვინც ფლობს საინფორმაციო საშუალებებს ის ფლობს ხალხის გონებას! ჯერ კიდევ გებელსმა თქვა--მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ხალხს ცხვრის ფარად ვაქვევო ! აქაც და სხა საიტებზე ფეისბუკზე და სხვაგან შექმნილი აქვთ 10-15-20 აქაუნთები თითოს და დღე და ღამე მაგათი სამუშაო ეგაა რომ გალანძღონ წარმატებული ქართული საქმეები და ამაში იღბენ ხელფასებს @ როგორც ამბობენ ერთ აქაუნთში მთელი დღე "მუშაობა" ღირს 2 ლარი და ვისაც 15-20 აქაუნთი აქვს იმას საკმაოდ მაღალი "ხელფასები" გამოსდით ! ასე ყრიან მთელი დღეები ინტერნეტში და აქებენ და ლაიქებს უსვამენ ნაცებს და ლანძღავენ და დისლაიქებს უსვამენ წესიერ ხალლხს @ და რაც შეეხება მხარდაჭერას ამ საიტზეც და სხვა სპორტულ საიტებზე მაშინაც იბეჭდევოდა ხვიჩას მხარდამჭერი სტატიები და პარლამებტის წევრებიც გამოექომაგნენ ხვიჩას (განსაკუთრებით ყოფილი სპორტსმენები) ყაველაშვილმა პარლამენტში ხომ მოუკითხა დედები ნაცებს და მეორედ მოუკითხა ინტერვიუს დროს--ყველა ვინც ხვიჩას და ჩვენ სპორტსმენებს ლანძღავს იმათიო....
შოთა
მე ნიჩია მგონია!
სოსო
მთლად მასეც არ არის.სტატიის ავტორიც იცავდა რამდენჯერმე და ჩემი ჩათვლით,რამდენიმე გულშემატკივარიც.სამწუხაროდ ჩვენი ხმა,უამრავ ხმაში იკარგებოდა.ამის გარდა,ზომიერად კრიტიკოსებიც იყვნენ,მოყვარის პოზიციიდან რომ აკრიტიკებდნენ და არც ეგ არის დასაძრახი.
ზაქრო
კალანდა — ახალი წლის დღესასწაული გურიასა და სამეგრელოში, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი წლის წინა დღე. სტატიის მომზადებისას მეტი ერუდიცია გმართებთ.
გურამ მაჭარაშვილი
საერთოდ რატომ უყურებთ ბილწი ევროპის თამაშებს?
კაპიტან გარდენბურგი
ნაპოლი მოიგებს 2:0 ს. გოლები: პოლიტანო, პოლიტანო :)) ჰაჰა, მართლა კი არა - ხვიჩა 1 გოლის ავტორი, მეორე სიმეონე მატჩის ბოლოს.
დავით 67
125 მილიონი არა ტოროლა 12მლნ. გუშინ პირველად ითამაშა პორტუგალიელმა ჩელსიში და წითელიც აიკიდა
შაქარაშვილი.
ვახო! მეც ეგრე მგონია, იუვე იგებს დღეს.
მალხაზ ჯობავა
ძმებო ახლა წავიკითხე ჟოაო ფელიქსი ჩელსიში გადავიდაო, ხოდა 125 მილიონ ევროდ ნაყიდმა კაცმა 3 წლის მანძილზე 94 მატჩში გაიტანა 24 გოლი და გააკეთა 14 საგოლე გადაცემა-ო. ხვიჩას კიდე 14 მატჩში 6 გოლი, 5 ასისტი და ყველა ტურნირზე კიდე, ანუ 20 მატჩში გატანილი აქვს 8 გოლი, 8 საგოლე პასი და მოპოვებული აქვს 3 პენალტი. ხოოდა ვაცალოთ 94 და მეტი მატჩის თამაში და მერე ვითვალოთ ვიჩას მონაგარი. აბა შენი იცი ხვიჩა, დაგვიბედე შენი, ჩვენი და საქართველოს გამარჯვებების წელი 2023- დან
ვახო სანაია
იუვე მოიგებს 2-1ს
Givi
Rogor minda dges kvaram gaibrwkinos magram memgoni skamze iqneba tavidan...
ნიკა
გასაგებია, თუმცა ამ საიტზე და კონკრეტულად ამ ავტორისგანაც მაშინ გვინახავს მხარდაჭერაც
Spain
მესმის , რომ ხვიჩამ იმზელაზე ასწია თამასა, ერთი უგოლო თამაშიც უკვე ჩავარდან მიიჩნევა და კრიტიკა იწყება, მაგრამ ჩემი აზრით 21 წლის ტალანტისთვის ყველა მატჩის კარიერის გადამწყვეტ მატჩად ჩათვლა დიდი სისულელეა. დიდი ხანია თვალს ვადევნებ ხვიჩას და ხალხში ყველა თამაშის მერე ერთი და იგივე რეაქციაა,19 წლის ხვიჩა თუ რუბინში თამაშს ჩააგდებდა, მაშინაც იძახდნენ დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. დღეს რომ წააგონ ან გოლი არ გაიტანოს უკვე ხალხი კბილებს ილესავს წინასწარ . ეგ ძალიან არა ჯანსაღი დამოკიდებულებაა. კიდევ მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოდან ამდენი დელეგაციის ჩასვლა და თუ ვინმე ეკრანზე გამოჩენილა, ყველას ნეაპოლში ვიზიტი, ცოტა ზედმეტად მეჩვენება. არვიცი შეიძლება ვცდები :)) ყველა ცდილობს ჩავიდეს, მის ოჯახს შეხვდეს, მამამისთან ფოტოები გადაიღოს. რავიცი, ერთი ადამიანისგან არ მახსოვს მხარდამჭერი პოსტი, როცა ომი დაიწყო, ხვიჩა რუსეთს შემორჩა და აქ ლამის მტრად გამოაცხადეს. როცა უჭირდა, ერთი მხარდამჭერი წერილიც კი არავის გამოუქვეყნებია. ყველა ჩუმად უყურებდა, როგორ დაათრევდნენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში და ეძახდნენ რუსეთუმეს, უკრაინელი ბავშვების მკვლელს, კონფრომისტს, ფულზე გაყიდულს და ასე შემდეგ. ქართული ელიტა იმას ეტენება, ვისაც წარმატებულად და გავლენიანად თვლის. სად იყო ეგ ხალხი აქამდე? დღეს ხომ არ გამოჩნდა ხვიჩა? ამდენ ფარისევლობას რომ ვხედავ ძალიან მაღიზიანებს. უბრალოდ პირველი ასეთი ხალხი გადაუვლის, როცა ფეხი დაუცდება...
რომაელი
ავტორსაც სწამს ხვიჩას გოლის და ჩვენც, კალანდას გილოცავთ!

ხვიჩას გარდა მოედანზე კიდევ 10 ნაპოლის ფეხბურთელი იქნება ნუ გაუბურღეთ ბიჭს ტვინი
zura222
ეს თამაში გადამწყვეტი თუ არა ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და სპალეტიმ რააღაცა ახალი უნდა მოიფიქროს და რქებივით არ მიაწვეს ისევ სწორხაზოვან შეტევებს და ხშირად არაფრისმომცემ მოკლე პასებს და ამით ბურთის შენარჩუნების მცდელობას ! უკვე რამდენჯერ ითქვა რომ ხვიჩას 2-3 და ხანდახან 4 მეტოქეც რომ ეხვევა მაგ დროს დაცვის ცენტრი მოშიშვლებული რჩება და ძალიან ადვილია იქ შესვლა (და აქ მგონია ზელინსკიზე მეტად რასპადორი გაამართლებს) ჯერ სლუცკის და ეხლა სპალეტისაც რამდენი კრიტიკა შეხვდათ რომ კარგად არ იყენებდნენ ხვიჩას ფაქტორს შეტევაში @ ნუთუ ასე ძნელია ამის გაკეთება ეხლა ??? თუ ასე ძნელი და შეუძლებელია მაშინ სპალეტიმ შეტევაში კვარა-ოსიმენი-ელმასის ტრიო უნდა დააყენოს ! ელმასი იმიტომ რომ ჯერ ერთი არაფრით არ ჩამოუცარდება ლოსანოს და მითუმეტეს პოლიტანოს თანაც მარჯვენა ფლანგზე კარგად შეუძოლია თამაში და მარცხენაზეც ისევე როგორც ხვიჩას და თუ ხვიჩას ისევ 2-3 კაცი დაუყენეს მაშინ შეცვლიან ხვიჩა და ელმასი ფლანგებს და ამით ალეგრის გეგმებს მოშლიან ! შეიძლება ხშირ-ხშირადაც შეცვალონ ადგილები და ამით სულ დააბნიონ იუვეს დაცვა
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება