ფლოიდ მეივეზერის მამა, ცნობილი მწვრთნელი როჯერ მეივეზერი მსოფლიოს წამყვანი მოკრივეების წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებით გამოდის
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერის მამა, ცნობილი მწვრთნელი როჯერ მეივეზერი მსოფლიოს წამყვანი მოკრივეების წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებით გამოდის.

ამერიკელი სპეციალისტი გამოეხმაურა 23 ივნისს ლას ვეგასში გასამართ შეხვედრას, რომელშიც WBA-ის ჩემპიონი ამირ ხანი ზაბ ჯუდას შეხვდება.

"ვფიქრობ, ჯუდამ იოლად უნდა მოუგოს ხანს. ის უფრო ტექნიკურია და გამოცდილებაც მეტი აქვს. ვინ არის ამირ ხანი? მას ჯერ წესიერად არც უჩხუბია", - აცხადებს უფროსი მეივეზერი.

ამის შემდეგ როჯერი სერიოზულ ბრალდებებზე გადადის: "ერთადერთი მიზეზი, რისი წყალობითაც ამირ ხანი ჩემპიონი გახდა, სტეროიდების მიღებაა. იგივეს აკეთებს მენი პაკიაო. მე ეს ზუსტად ვიცი იმ ნაძირალებისგან, რომლებიც ამ მოკრივეთა საწვრთნელ ბანაკებში მუშაობენ".

ჯერჯერობით არც ხანისა და არც პაკიაოს წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან უფროსი მეივეზერის ამ ბრალდებას.

გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა საშუალო წონაში Super Six-ის ფინალური ორთაბრძოლის თარიღი და ჩატარების ადგილი: 29 ოქტომბერს ამერიკის ქალაქ ატლანტიკ-სიტიში ერთმანეთს შეხვდებიან WBA-ის ჩემპიონი, ამერიკელი ანდრე უორდი (24-0, 13KO) და WBC-ის ჩემპიონი, ბრიტანელი კარლ ფროჩი (28-1, 20KO).

ამ ბრძოლაში გაირკვევა მსოფლიოს უძლიერესი საშუალოწონოსანი მოკრივე.

სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, პოპულარული მექსიკელი მოკრივე ერიკ მორალესი მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს ლას ვეგასის რინგზე გამართავს. 34 წლის ვეტერანის მეტოქე იქნება ბრიტანელი ენტონი კროლა, თავად ბრძოლა კი პირველ ნახევრადსაშუალო წონაში (63,5 კგ) გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მორალესმა ბოლოს ამა წლის 9 აპრილს იჩხუბა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა არგენტინელ მარკოს მაიდანთან. რაც შეეხება 24 წლის კროლას, ის ბოლოს რინგზე 18 ივნისს გავიდა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ბელგიელი ერვე დე ლიუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა