13 იანვარს "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, Sofascore-ის მიხედვით, "კვარა" 9.0 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სოციალურ ქსელში ქართველის შესახებ, იტალიელი გულშემატკივრები კვლავ ბევრს წერენ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"მეფე დაბრუნდა, ჩვენი პატარა "კვარავაჯო", მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის".

"ამ ბიჭის გამო ეს გამარჯვება ორმაგად მიხარია, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დაბრუნდა! დრიბლინგით, ჯადოსნური პასებითა და გოლით".

"კვარაცხელიამ "იუვესთან" საოცარი მატჩი ჩაატარა, მისი მეორე საგოლე პასი ოსიმენის გოლზე პოეზიას ჰგავდა"

"რა ფეხბურთელია!"

"გასულ საღამოს ჩვეული კვარაცხელია ვიხილე, "იუვენტუსის" მცველები ძალიან ეცადნენ, თუმცა მის წინააღმდეგ ვერაფერი შეძლეს".

"მან და ოსიმენმა მეტოქე გაანადგურეს, ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ამ მრისხანე დუეტს მიუძღვის".

"კვარაშოუ" დაბრუნდა, სად გაქრნენ კრიტიკოსები?".

"მეორე საგოლე პასის მომენტში იოჰან კრუიფი გამახსენდა, ხვიჩას მისი მსგავსი ელეგანტურობა და კლასი აქვს".

"კვარაცხელიას უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, შენ ნეაპოლელი ქომაგების გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავია".

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 20 მატჩი გამართა თავი კი 9 გატანილი გოლითა და 13 შედეგიანი პასით გამოიჩინა, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 21 იანვარს "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

სოსო
მესმის რასაც ამბობ,რატომაც ამბობ და მთლიანად გეთანხმები,თუმცა მაინც არის ერთი მაგრამ.გოლის გატანა მხოლოდ თავდამსხმელზე არ არის დამოკიდებული,ის მეტოქის კლასზეცაა და სერია ა-ში გოლის გატანა,საქართველოს ჩემპიონატში გოლთან,ვერანაირად ვერ იქნება ერთი და იგივე.ეგ კი არა, საუკეთესო ბომბარდირის გამოსავლენად,სხვადასხვა ლიგის ბომბარდირების შესადარებლად,კოეფიციენტებიც კი არსებობს და საქართველოს ჩემპიონატში გატანილი 30 გოლი,სერია ა-ს 20 გოლს უტოლებენ,თუ სწორად მახსოვს.ვისზეც ლაპარაკობ,იმ ჰეითერების ნაწილი,ალბათ სწორედ ამას გულისხმობს,მეორე ნაწილი კი,რასაც ვერც შენ და ვერც მე ვერ ვიტანთ.ყოველივე ჩვენის მიწაში ჩაფლვა და გაარაფრებას!მაგათ ქართველებად არც ვთვლი და თავაღერილ ფშუტე თავთავებად მიმაჩნია,საკუთარ თურაშაულს,სხვისი მაჟალო რომ ურჩევნიათ.
ზაზა
მეგობრებო ნეაპოლელებო მეფე გამოჯანმრთელდა აწი მეტად გაუფრთხილდით !!
Charley
ჩვენ ვუყურებთ ეპოქალური მაშტაბის ფეხბურთელს, და რაოდენ განუზომლად დიდია ქართველი ადამიანის სიამაყე როცა ხვიჩა საფეხბურთო სპექტაკლებს დგამს იტალიის მწვანე მინდვრებზე. კვარამ მიაღწია იმას რასაც საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა მწერალმა თუ ზოგადმა ქართულმა კულტურამ ვერ შესძლო, მან მთელ თანამედროვე სამყაროს გააცნო და არა მხოლოდ იტალიას ქვეყანა სახელად საქართველო. ეს არის ბიჭი რომელიც ყოველ კვირაში 2 საათით ავიწყებს ქართველ ხალხს სიდუხჭირეს და ცხოვრებისეულ სევდა/მელანქოლიას. როცა ნაპოლის მატჩები იწყება საქართველოს მოსახლეობის ნახევრის გულის ცემაც იზრდება კვარამ შეაღწია ყველა ქართულ ოჯახში და მათ დღის წესრიგი შეუცვალა. ხვიჩა დაე ყოველთვის გახსოვდეს შენი წარმატებული დრიბლინგით საგოლე პასით თუ გოლით მინიჭებული სიხარულით შენი ქვეყნის დაბაში სოფელში თუ ქალაქში ვიღაცას სიცოცხლის წლები გაუხანგრძლივე.
რატი
1000%
ზე ცივილიზებულს
მთელი ამხელა ტექსტით კარგად გამოავლინეთ რეალურად თავად როგორი კომლექსიანი და დაბოღმილიც ბრძანდებით (თან ხვიჩას ვითომ გულშემატკივარი)
ivan
შენც კაი კომპლექსი გჭირს. იტალიელებს თეატრალიზება და პოპმპეზურობა არ გაუკვირდებათ თვითონ არიან ეგეთები. გვაცალეთ, გავიხაროთ. ვინმეს დასანახად კი არ ვაკეთებთ, ჩვენტვის გვიხარია და ისე ვიქცევით, როგორც ჩვენს სიხარულს შეეფერება. კომპლექსი იმას სჭირს, ვინც რაღაც მალავს.
nika
სწორია
გოგია
მართალი ბრძანდებით. მსგავსი ქცევა ჩვენი პროვინციალიზმის გამოძახილია. ასე ღრმად რომაა გამჯდარი.
გიორგი
ბევრს არ მოეწონება შენი კომენტარი, მაგრამ სრული სიმართლეა, რასაც ამბობ. მაგ ყველაფერს ზუსტად პატარა ერის სინდრომი ჰქვია, სამწუხაროდ. მათ მაგივრად მე ვგრძნობ თავს უხერხულად...(კვარას ყველა ვგულშემატკივრობთ, მაგრამ გულშემატკივრობასაც აქვს საზღვარი...კლასი ყველაფერში საჭიროა)
ირაკლი
კაი კაცო
დონ დიეგო
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მეც გადაგვითარგმნეთ ხოლმე,არავინ არ გვძულს,ყველანი ქართველები ვართ,მაგრამ არ ვიცით მეგრული,დარწმუნებული ვარ ხვიჩას აქებს და ლოცვავ,მაგრამ გადაგვითარგმნე რა
Semi
ძვირფასო ქართველნო, კვარას თამაშს ჯერ კიდევ რუსთავში რომ შეცვლაზე შემოდიოდა იქიდან ვუყურებ. მას შემდეგ არცერთი თამაში არ გამომიტოვებია, ყველა ნანახი მაქვს. მინდა ერთი რჩევა მოგცეთ გთხოვთ დაასრულოთ ეს მარაზმი რასაც სტადიონზე და ფეისბუქზე ხდება. ეს ჩოხა ახალუხებით და საქართველოს დროშებით მღვდელ-მონაზონები და მომღერალთა ანსაბლები ამ ნაპოლის ქუჩებში რომ შემოსძახებთ ამ ქართულ სიმღერებს მართლა გგონიათ რომ ვინმეს მოსწონს? ნიგერიელები რომ ჩამოვვივდნენ თავიანთი საყვირებით და მექსიკელები სომბრეროებით და ატეხონ ჭყლოპინი მოგეწონებათ? პატარა ერის სინდრომ გჭირთ. მესმის კვარას თამაშის ნახვა გინდათ, ჩადით და ცივილიზებულად უგულშემატკივრეთ. დგახართ და ჩოხაახალუხში გამოჭედილები ჯორჯიას და კვარას კივიხართ, მართლა გგონიათ რომ ეს ვინმეს მოსწონს?!
iura
გადაგვითარგმნე ძმა ... თან თარგმანიც მოაყოლე ხოლმე და აღარ დაგიწერენ დისლაიქებს
სოსო
იუვენტუსმა კაცურად,ნაღდი ფეხბურთი ითამაშა და მართალია განადგურდა,მაგრამ უკადრებელი არ უკადრებია.ეს მხოლოდ ღირსებას მატებს მათ.ინტერი სხვანაირად მოიქცა და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მაგრად ითამაშა,ძირითადში მაინც,ანტიფეხბურთის ელემენტებით გაიმარჯვა და ამის მთავარი დამნაშავე,მატჩის მსაჯი იყო.სანახაობრივად რომელი მატჩი სჯობდა,მგონი სალაპარაკოც არაფერია.ეს მატჩი მართლაც შესანიშნავი საყურებელი გამოდგა.ახლა მსაჯების ასარჩევია,რომელი ურჩევნიათ და როგორ განაგრძობენ მსაჯობას.ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა,რომ ნაპოლი და კვარა,დაბრუნდა!
ზაზა
სწორედაც ლეგენდარულ იოჰან კრუიფსა ჰქონდა ესეთი დახატული პასების უნარი როგორიც ხვიჩინიომ ოსიმენს გაუკეთა და საერთოდაც ხვიჩაც კრუიფივით არიგებს საგოლე პასების!!!
Skeleton
ახლა მაინც დაიმახსოვრეთ და სხვა დროს აღარ ჩაიგდოთ სამარცხვინო მდგომარეობაში თავი კვარას ჰეითერებმა. გორის დილას თუ გაუტანა არ ნიშნავს რომ სერია ა შიც გაიტანსო ასე რომ იძახდით, მერე გაბწრყინება რომ დაიწყო და ყოველი უგოლო თამაშისას იძახდით დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. ახლა ხომ ხვდებით როგორი უცოდინრები ხართ საკითხში. ისე ჩემი აზრით კვარა გაჩუმების ჟესტებს არ უნდა იყდენებდეს, იმიტომ რომ ამათ ყეფას საერთოდ არ უნდა თვლიდეს მნიშვნელოვნად. ვისთვისაც უნდა ითამაშოს და გოლები იტანოს, ის ხალხია, ვინც ცუდ თუ კარგ პერიოდში გვერდით უდგას, ამხნევებს და მისი ჯერა. პირველ რიგში ეგ ხალხია, ვისაც მისი გოლები ეკუთვნის და არა ის უბადრუკები. პირადად მე არ ველოდი თუ ასე საოცრად ითამაშებდა ხალხო! დანილოს რეები გაუკეთა, მსოფლიო დონის მცველს, რეალი, სიტის ,ყოფილ მცველს , პატარა ბავშვივით ატუებდა. მთელი ემოციით და მონდომებით ითამაშა, შესაძლოა ამდენი ქართველი რომ ესწრებოდა იმანაც იქონია გავლენა. ჯერ კიდე ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, მოკლედ ყველას გილოცავთ ვისაც გულით გაგიხარდათ .
ლექსო
Dislike-ების ავტორებს რა მაგრად გიჭირთ.. კომპლექსიანი ერი
კოლხიდელი
სიამაყით აღგავსებს ეს ყოველივე.სულ გამარჯვებებით გევლოს,ჩვენო ხვიჩა!!!
100%
და ამ ყველაფერს ბაზრობს ვინ, ტიფოზები რომელთაც უამრავი და რაც მთავარია მარადონას თამაშები აქვთ ნანახი სტადიონზე. ვისზე ამბობენ ამ ყველაფერს, ბრილიანტზე რომელიც, ჩვენია. ახალ წელს გილოცავთ ყველას და სრულიად საქართველოს,
MARGALONA
მარგალქ დირთჷ მარგალურო
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა