ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ „რეალი“ 3:1 დაამარცხა.

„ბარსელონა“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, რამდენიმე მომენტი ჰქონდა, რომელთაგან აღსანიშნავი ლევანდოვსკის დარტყმული ბურთის მეკარე კურტუას მიერ მოგერიებაა, რის შემდეგაც მადრიდელები ძელმა იხსნა. შანსი „რეალსაც“ მიეცა, მაგრამ ბენზემამ ვერ გამოიყენა. შემდეგ ლევანდოვსკიმ გავი კურტუას პირისპირ შეჰყარა და მან „ბარსა“ დააწინაურა. ტაიმის დასასრულს უკვე გავიმ გაიყვანა ლევანდოვსკი ტიბოსთან ერთი-ერთზე და ანგარიში 0:2 გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ბლანკოსი“ გააქტიურდა, თუმცა გოლი კატალონიელებმა გაიტანეს - პედრიმ გავის პასით. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი ბენზემამ მაინც გაიტანა პრესტიჟის გოლი.

. "ბარსელონამ" სუპერთასი მე-14-ედ მოიგო, რაც რეკორდია. "რეალს" 12-ჯერ აქვს მოგებული.

. მატჩის გმირი უდავოდ 18 წლის გავი იყო, რომელმაც გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

. ხავიმ მწვრთნელის რანგში "ბარსაში" პირველი ტიტული მოიგო.

. "ბარსელონამ" ბოლო 4 კლასიკოდან 2 მოიგო - ხავიმდე 4-დან 4 ჰქონდა წაგებული.

. ლევანდოვსკის ანგარიშზე „ბარსელონაში“ 22 მატჩში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

. ბუსკეტსმა ელ კლასიკოში 45-ჯერ მიიღო მონაწილეობა და მესისა და სერხიო რამოსის რეკორდი გაიმეორა.

. ანჩელოტიმ 2010 წლის მერე პირველად წააგო ფინალი.

. "რეალმა" კარში პირველად 70-ე წუთზე დაარტყა.

ერ-რიადი. მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონი. 57 340 მაყურებელი

რეალი - ბარსელონა 1:3

გოლები: 0:1 გავი (34), 0:2 ლევანდოვსკი (45), 0:3 პედრი (69), 3:1 ბენზემა (90+3)

guri
უბრალოდ თამაში, თამაშისთვისაა და მეტი არაფერი.
სოსო
ელ კლასიკოს,არასოდეს განიხილავენ როგორც რიგით მატჩს!ამხანაგურ შეხვედრებშიც კი,განსაკუთრებული მონდომებით იბრძვიან.

სუპერთასი, თორე ეგეც ეხლა, ძალიან ღირებული არ იყოს რა?

ბარსა კი არ არის სულ სხვა, რეალი იყო საშინელ მდგომარეობაში, გამოფიტული და ტრავმიანი ფეხბურთელებით გამოვიდა, კამავინგა ვერ მოძრობდა საერთოდ, მილიტაოც ვერ მოვიდა წინა თამაშის მერე აზრზე, კარვახალი შეცდომებს უშვებდა, ვინისიუსი კატასტროფა, მოდრიჩი - 7 თამაში ჩაატარა მსოფლიოზე და 37 წლის ფეხბურთელი სულ ძირითადში ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
ინვესტორი
ეგეთი ამბიციური გუნდი ესე არ უნდა აგებდეს, ყველა კომპონენტში მიაკატლეტისჩეკეს რეალი, სამწუხარიდ.
დისტეფანო
მართალია სუპერ თასი რა მოსაგებია.
baba
ანუ შენი ლოგიკით არ უნდოდა რეალს მოგება და არ მოიგო? საჭიროდ არ ჩათვალა? დ.დ. სხვა სპორტს მიაწექი.
თომა
ეს გუნდი ბარსას ახალ ეპოქას ქმნის.რეალი ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. ბრავო ხავი, ბრავო ბარსა!
მამუკა
სადაც საჭიროა იქ იგებს რეალი, დღევანდელი ბარსას 2.5 კოეფიციენტი კი მშვენივრად გამოვიყენე
მეგრელი
უეფას თასის გუნდის თაობაზე მაგრად ითამაშეს. ყოჩაღ
სოსო
ბარსელონას ნახევარდაცვამ,მოდრიჩი და კროოსი მოედანზე გააქრეს.ბარსა აღარ ჰყავს მესი,მაგრამ პედრი და განსაკუთრებით გავი,უკვე ხავი-ინიესტას წყვილს სცვლიან.
ave
ესე უშანსოდ რეალი მხოლოდ ბარსასთან თუ წააგებს. ყოჩაღ ბარსა!!! მომენტი არ შეაქმნევინა ისე უშანსოდ მოუგო რეალს.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს