"იუვენტუსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) მატჩი შეაფასა. Sky Sports-თან ინტერვიუში იტალიელმა განაცხადა, რომ "ბებერი ქალბატონი" იტალიაში კვლავ პირველი გუნდია.

"ნაპოლიმ" დროთა განმავლობაში სახელოვანი სპეციალისტები გამოიცვალა: კარლო ანჩელოტი, ჯენარო გატუზო, რაფაელ ბენიტესი... გარკვეულ წარმატებას სამივე მათგანმა მიაღწია, თუმცა მათი მისამართით ყოველთვის უკმაყოფილება იყო, რადგან ქომაგები მეტს ითხოვდნენ. სპალეტის გუნდმა "იუვესთან" გამარჯვებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "პარტენოპეის" რაღაც აკლია.

მათთვის მთავარი გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იქნება. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ნეაპოლელები ორ ფრონტზე ბრძოლას.

"ნაპოლის" თამაშების ყურება ნამდვილად სასიამოვნოა. ოსიმენს მუდამ გოლის გატანა სურს და მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.

არ ვფიქრობ, რომ ალეგრიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა, "ბიანკონერის" მისამართით ბევრი კითხვებია, მაგრამ ყოველ კვირას "პარტენოპეისთან" თამაში არ მოგვიწევს. როდესაც "ნაპოლი" კარგად თამაშობს, აუცილებლად ბევრ გოლს გაუშვებ.

სპალეტის გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვები, თუმცა ამ ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", "ბებერმა ქალბატონმა" ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს" - განაცხადა დელ პიერომ.

"ნაპოლი" 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.

"იუვენტუსი" 37 ქულით გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს. "ბიანკონერი" 20 იანვარს "მონცას" უმასპინძლებს.

დავით 67
ისე სამართლიანობა მოითხოვს აღინოშნოს, რომ ის რაც მესხმა ( ფინტი) გააკეთა, ის უკვე გარინჩას ჰქონდა გაკეთებული უფრო ადრე. ეს მერე ქართველებმა მივიწერეთ, სომხებივით)
ზაზა
დელ პიერო კარგი ფეხბურთელი იყო თავის დროზე მაგრამ ჩვენი ხვიჩინიო სულ სხვა დონეა, მაშინაც და ახლაც კარგად ბევრი თამაშობდა და თამაშობს მაგრამ დონე რასაც ჰქვია მხოლოდ ერთეულები არიან და მათ შორის ხვიჩაც გახლავთ!!!
gio9
კი გააჩნია და ეს მისი ტიტულებია
Gio9
კვარა რომ ჩვენი იმედი და ჩვენი ოქროა ამაზე არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს თუმცა დელ პიეროსთან მარადონასთან ან თუნდაც მესხთან მისი შედარება ამ ეტაპზე ცოტა ცანცარობად და ფეხბურთის უცოდინარობად მიმაჩნია. Forzza Kvara Forzza Napoli !!!
მიხო პაპა
რას მიაც-მააცობ შენა თუ იცია ჰააა?
რრრ-s
დელ პიეროზე შენს დაწერილს ასე დავაკორექტირებდი: "შენ თვითონ გაკლია რაღაც, ალბათ ჭკუა"
ვაჟა მასწავლებელი
GEO - შენ შემოგევლეო! მიშა მესხმა თავისი ცნობილი ფინტი პირველად საფრანგეთში თბილისის დინამოს გასტროლების დროს გააკეთა და იმ დროს იგი 21 წლის, ანუ ხვიჩა - კვარას ასაკის იყო! მიხვდი კაძახო რას ვჩივი?
Geo
ეჰ..ქართველნო) მე ძალიან ვაფასებ ხვიჩას, ქართველობას, მე ძალიან მინდა რომ , ჩვენმა ქართველობამ მსოფლიო დაიმყაროს..) თუ გინდათ ჯვარს მაცვით(თქვენ ეს ძალიან გიყვართ) მაგრამ, რა მოიგო ხვიჩამ? არაფერი! ექვს გუნდს გაუტანა! დაწყნარდით!!! მესხიმ ისეთი რამ გაჩვენათ რომ ვერც კი დაგესიზმრებათ, არა და არსებობს მესხის ფინტი! არსებობს ხვიჩას ფინტი? არა.. მოდით ერთი რამ ვქნათ, ხვიჩას ვუსურვოთ დი დი მოგებები, ქათველ ფეხბურთს თასებს.. და თუ ჩვენ არ გვაქს იმის პრეტენზიები, რომ გახვდეთ მსოფლიო ჩემპიონები და ა..შ.. მაშინ რა გინდათ? დავითს არ მოუგია ნახევრად დიდგორი!! მოიცადეთ , იქნება დრო როდესაც შევძლებთ იმის თქმას, თუ როგორია ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის სამყაროში! მე ძალიან მიყვარს ეს ბიჭი, და არა მარტო ხვიჩა..) მაგრამ მოდით ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ისტორიაში და მერე ვაკრიტიკოთ დელ პიერო, არა და დელ პიერო ლეგენდაა , როგორც მესხი) ასე რომ დაწყნარდით!) დელ პიორამდე ბევრი რამ აკლია ხვიჩას..! ხვიჩა, იმუშავე, განვითარდი, და დიდ გუნდებს მოუგე,! დიდება შენთან და საქართველოსთან..
რრრ
შენ თვითონ გაკლია რაღაც, თუნდაც ობიექტურობა.
ქომაგი
ნაპოლის თუ რაღაც აკლია მაშინ იუვეს რამე გააჩნია?
Biankonero
ალე შე ძველო, ვერსაჩეების სიძე
დათო
დელ პიეროს ცხოვრებაა იუვე და სხვანაირად ვერ დაწერდა. რეალურად თუ შევხედავთ ნაპოლის რთული თამაშები არ აქვს მომდევნო 5 ტურში და კიდევ უფრო მაგრად მოიხოდებიან. ლიგაზე მთავარი ფავორიტი ყოველთვის რეალია, მაგრამ გუშინ ყველამ ვნახეთ ბარსამ რაც უყო. სიტისაც რთული ბრძოლები აქვს პრემიერლიგაში, ჩემპიონობაც უნდა გაუჭირდეს, არსენალი შეუჩერებელია. პსჟ-ც არ მგონია ძლიერი ნაპოლის დამმარცხებელი. აქედან გამომდინარე ნაპოლის ლიგაზეც დიდი შანსი ექნება, მთავარია ლიდერები რამვირებულები არ იყვნენ.
კახაბერი
ალბათ გულოსხმობს-ცენტრში კარგი-მყარი გამთამაშებელი ჭირდება,ან მყარი საყრდენი ნახევარმცველი...ვფიქრობ,კარგები ყავთ და ეს გამოჩნდება ჩემპიონთა ლიგაზე-ც, მომავალში გუნდი კიდევ უფრო შეთამაშთება და კიდევ უფრო კარგ ფეხბურთს აჩვენებს! შეიძლება ხვიჩა - გამთამაშებლად-აც გადმოიყვანოს-წინ ცენტრში გადაიყვანოს,მაგრამ ქართველ8ბას გვსურს გოლები გაიტანოს,რაც შეიძლება ბევრი და არა ასისტები არიგოს... მისთვის მეტად უნდა აიღოს თავზე თამაში, გასაგებია-სპალეტის გოლის გამტანად- ოსიმენი ყავს,ფლანგიფან გოლის შემქმნელად ხვიჩა...მაგრამ ხვიჩას გოლები-ც ძალიან გვინდა.
ვაჟა მასწავლებელი
ამ მამაცხონებულის ნათქვამმა გამახსენა რუსი საფეხბურთო ფუნქციონერის კოლოსკოვის ნათქვამი: "მიხაილ მესხი ლუჩში კრაინი ნაპადაიუშჩი ვ მირე, ნო დლია მენია ლუჩში ეტო გალიმზიან ხუსაინოვ, კოტორიი ვიპოლნიაეტ ვსე ზადანიი ტრენერა" - ცნობილია, რომ ჰუსაინოვი სინაზე გაბმული ეზოს ძაღლივით დარბოდა წინ და უკან!
აკო
აბა რა გეგონათ სხვას რას იტყოდა იუვეზე?? ჩემი ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელია და მაგან შემაყვარა იუვე. ბევრი კომენტარი იყო იუვეს გულშემატკივრები სექტანტები არიანო და ასე შემდეგ. ასე ნამდვილად არაა. ნაპოლის და ხვიჩას მთელი გულით ვგულშემატკივრობდი იუვესთან, ცხოვრებაში პირველად. ჯერ ჩვენიანი და მერე სხვები.
ჟორა გაბრიჭიძე
ნაპოლის თუ მხოლოდ რაღაც აკლია, ეს ძალიან კარგია, რადგან სხვებს ერთი დუჟინი რაღაც აკლიათ.
სოსო
ნაპოლი დღეს ბევრად უკეთესია და თუ კარგად თამაშობს,აუცილებლად ბევრ გოლს გაგიტანსო...!ამით ყველაფერი გასაგებია,მაგრამ იუვენტუსი,მისი ცხოვრების გუნდი და სიყვარულია. სულაც არ მიკვირს,მსოფლიოს ყველა გუნდს რომ ამჯობინებს.პირიქით,ასეც უნდა იყოს!ფანატობა სწორედ ეს არის და არა მოწინააღმდეგეების გინება,ან ქვების სროლა!
irakli
შენი ბოღმიანიი ...
Givi
Am fexburtels dzalian vafasebdi da mikvarda,magram ras laparakobs paxmelia xom ar aris?chemi azrit iuventusi erterti kvelaze mosawkeni grandia dges visi tamashic martla svarkas gavs da 1-0 ze tamashic dzvelmoduria ukve rasac alegri gvtavazobs...
ბენდელა
დელ პიერო სხვანაირად არც იტყოდა,ნაპოლიზეც გასაგებად თქვა "როცა ნაპოლი კარგად თამაშობს ბევრ გოლს გაუშვებ"-ო
rigiti
რა თქმა უნდა, შენს საყვარელ გუნდს გვერდში უნდა დაუდგე, გაამხნეო. უბრალოდ ცოტა ძნელია ამის გაკეთება 5-1 ის შემდეგ
G.LA
კი რა თქმა უნდა იუვეა საუკეთესო და ნაპოლისთან იმოტომ გაუშვა 5 ბურთი. სეზონის ბოლოსაც შემთხვევით აღმოჩდება ნაპოლიზე ბევრად უკან როგორც სერია A-ში ასევე ლიგიდან დაფრენილ იუვეზე. ნაპოლის რაც აკლია სკუდეტოა და სეზონის ბოლოს ამასაც აიღებს.
baggio
მესმის შენი გუნდის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
მწარე სიმართლე - დელ პიერომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
დელ პიერომ შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
"ამას იტალიაში "ნაპოლისგან" ვერავინ წარმოიდგენდა" - დელ პიერო
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება