სერია "ა"-ს ლიდერი "ნაპოლი" იტალიის თასის გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება და ჩემპიონატის აუტსაიდერ "კრემონეზეს" ერთმატჩიან დაპირისპირებაში უმასპინძლებს - დღეს, 17 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე. ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თუმცა არცერთი ჩვენებური გაციების გამო განაცხადში არ იმყოფება.

"კრემონეზემ" ტურნირზე "ტერნარასა" და "მოდენას" დამარცხება უკვე მოახერხა და პროგრამა-მინიმუმი ნამდვილად შესრულებული აქვთ. მოგეხსენებათ, კრემონელებს სერია "ა"-ში ჯერ არ გაუმარჯვიათ (7 ფრე აქვთ), რის გამოც მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, ნეაპოლელებთან კი დებიუტი 59 წლის დავიდე ბალარდინის ექნება. ის ქართველებისთვის საინტერესო სპეციალისტია, რადგანაც კახი კალაძის "ჯენოასა" და ლევან მჭედლიძის "პალერმოს" (ქართველი ფორვარდი ამ დროს კარგ ფორმაში იყო და "იუვენტუსსაც" გაუტანა) წვრთნიდა. ქართველი მცველი დღეს განაცხადში არაა. კრემონელები მოტივირებული უნდა იყვნენ და ვნახოთ, მძლავრ მეტოქეს წინააღმდეგობას რამდენად გაუწევენ.

ლუჩანო სპალეტის კი როტაციისთვის საუკეთესო პერიოდი აქვს. მის ფეხბურთელებს ამოსუნთქვა სჭირდებათ, ხოლო თუკი საჭიროება მოითხოვს, საქმეში ლიდერებსაც ვნახავთ. სავარაუდოა, რომ "ნაპოლის" კარს გამოცდილი სალვატორე სირიგუ დაიცავს. ახლად გადაბირებულმა პოლონელმა მცველმა ბარტოს ბერეზინსკიმ კაპიტანსა და მარჯვენა მცველს, ჯოვანი დი ლორენცოს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცეს. კიდევ ერთი სიახლე მინდვრის ცენტრში სტანისლავ ლობოტკას ნაცვლად გერმანელი დიეგო დემეს თამაში უნდა იყოს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, ვიქტორ ოსიმენი, ალბათ, სათადარიგოთა შორის იქნება, ფორვარდის პოზიციას კი ჯოვანი სიმეონე დაიკავებს, რომელიც ბოლო დროს ცოტას თამაშობს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველმა გარემარბმა ტრავმის შემდეგ ოპტიმალური სათამაშო ფორმა ახლახან დაიბრუნა, სავარაუდო იყო, რომ "კვარადონას" მცირე დრო მაინც მიეცემოდა, თუმცა ასე არ იქნება, რისი მიზეზიც ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

წყვილში გამარჯვებულის მომავალი მეტოქე ცნობილია და ის "რომა" იქნება. მოგეხსენებათ, თასის გათამაშებას, მოულოდნელად, "მილანი" გამოეთიშა. გარკვეულია ნახევარფინალური ბადეც, რომლის მეორე მხარეს "ფიორენტინა" და "ტორინოა". ქართველის გუნდს, გასვლის შემთხვევაში, საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. სხვათა შორის, სპალეტის გუნდი გასულ გათამაშებას სწორედ მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, როცა დამატებით დროში "ფიორენტინასთან" (2:5) "სტადიო მარადონაზე" დამარცხდა. ამ შეხვედრაში 3 ფეხბურთელი გააძევეს, მათ შორის, ორი ნეაპოლელი (ფაბიან რუისი, რომელიც გუნდში აღარაა და ირვინ ლოსანო).

"კრემონეზე" და "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ და იტალიის ჩემპიონატის ლიდერებმა სტუმრად დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს. კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში ლოსანოს გაატანინა.

"ნაპოლის" "აინტრახტთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები საკმაოდ მალე ელის (22 თებერვალსა და 16 მარტს), მანამდე კი მესამე ტურნირზე ერთვება - წელს გუნდს ყველგან მაღალი მიზნები აქვს!..

იბუპროფენი კვარა :) მთელი ევროპა მაგას სვამს გრიპზე.

მოვლაში რას გულისხმობთ? 21 წლის ბიჭი ხელში უნდა აიყვანოს ვინმემ და დათბუნოს? :დ
ტტტ
ძმრიანი ნასკები და ნიორი ეგრევე გამოვა.D
რომა
დაასვენეს არა კვახი, გაცივდა, რით ვერ უვლიან რა , იმედია არ ამოვარდება ფორმიდან.

ჯეო თიმმა დაწერა რომ ტემპერატურა ჰქონდა მაგრამ კარგადაა. არაუშავს დღევანდელ თამაშს თუ ტოვებს. ჯეო თიმი ყველაზე სანდო წყაროა, რადგან მიმოწერა აქვს კვარასთან.
მონადირე!
ჭკვიანი კაცია სპალეტი, უბრალოდ დაასვენა კვარა!
კაკო
სათაური მაინც წაიკითხეთ კომენტარების ავტორებმა
giorgi
ეხლა რაღა დროს გაციებაა იმედია არაფელი სერიოზული ჩაი ფერვექსი და მორჩენილი!! ხვალ ველოდები ვარჯიშზე ეს მუხტი ჭირდება რაც აჩვენა იუვესთან
ირაკლი პაპა
კიდევ ერთხელ გამოჩნდა სპალეტის გოთვერნობა.
gigla
ვიღაცა თარსავს ჩვენს ბიჭს
ტრავმატოლოგი
ლოჩოშვილი წელს იტკიებს, ვარჯიშზე დაცემულა მრუდედ.)))
რეზო
სუსტ გუნდებთან არც ათამაშებენ. გაუფრთხილდება სპალეტი, რუიც დაასვენა. თან სათადარიგოებსაც მოიმადლიერებს. მაგას ხვიჩას სტატისტიკა სულ ფეხებზე კიდია. მთავარია გუნდმა შედეგი დადოს. გამოუშვებს აინტრახტთან დასვენებულს. მანამდე ვიმკითხაოთ, სად გაცივდა. კი მარა გუშინ ხომ ივარჯიშა, იქნებ მაინც წელია და არა გაციება)) ესენი იმდენს იზამენ, ძლივს ფორმაში შესულ ხვიჩას ისევ ამოაგდებენ ფორმიდან. არადა რა მაგრად აკრიფა, დღეს 100% ჰეთ-რიკს შეასრულებდა. ოხ სპალეტი რაა....
giga
როგორ ზუსტად დაამთხვიეს. რაღა სპალეტი და რაღა მაია ცქიტიშვილის შეტენილი კოვიდი.)))
დათო
…აქედან ჩადის უამრავი ხალხა, ნიღბის გარეშუ ხვევნა-კოცნა, კვარას უმტკიცებენ სიყვარულს!!! შედეგიც ეს არის!!! ხვიჩა გაუფრთხილდი თავს!!!
ლაშა
ეხლა გაციება!...
ქომაგი
ლოჩოშვილი რატომ არ არის განაცხადში ?
ქართველი
სპალეტის ადგილას პირველ ტაიმს სრულად ვათამაშებდი და მერე დაისვენოს რიტმიდანაც არ ამოვარდება და სასარგებლოც იქნება
beqa
არმგონია სასტარტოდან დაიწყოს. საერთოდ თუ ათამაშა, თან სამართლიანობის პრინციპსაც არ დაარღვევს უთამაშებლებს მისცემს გამოჩენის შანს, ლუჩიანო! კვარას ოსიმენს დილორენცოს კიმს რაჰმანის ლობოტკას დაასვენებს არც ღირს გარისკვა
რა მაფიაა?
ტიტულების დუბლი და ლიგაზე ნახევარფინალი დაიდოს ტომაც არა?!
zura222
მე მგონია არაფერი დაშავდება რომ მაგალითად პირველი ან ბოლო ნახევარი საათი ათამაშოს --ცოტა გაინძრევ გამოინძრევა კუნთებსაც გაახურებს 1-2 გოლსაც გაიტანს და მაგარი განწობით შეხვდება მომდევნო თამაშს
ზაზა
უნდა დაასვენოს ხვიჩა ოსიმენიც ლობოტკაც
მეგრელი
ჩემი აზრით უნდა დაასვენეს დღეს ძირითადის ფეხბირთელები, მით უმეტეს მშვენიერი სკამი აქვს ნაპოლის. დევიზია "ყველაფერი ისტორიული სკუდეტოსთვის "
რომაელი
უნდა ათამაშონ კვარა, ისევ არ ამოვარდეს ფორმიდან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა