ჩისკომ, კოტომ და იაგუემ მეტრო "რუსთაველთან" გამვლელებს მომავალი მატჩისთვის დამზადებული ფლაერები დაურიგეს

ხვალ, 21 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" უელსურ "ლანელის" უმასპინძლებს და საგარეო მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება.

უელსელი სტუმრები თბილისს 19 ივლისს ღამით ესტუმრნენ. დღეს, 20 ივლისს ისინი "დინამოსთან" ერთად ერთობლივ საქველმოქმედო აქციაში მიიღებენ მონაწიჯეობას - მეტოქეები ბავშვთა ცენტრ "ცისარტყელას" ესტუმრებიან და ბავშვებს საჩუქრებსა და მატჩის ბილეთებს გადასცემენ.

"ლანელის" ვებგვერდმა კი თავის ქომაგებს მოუწოდა: "ჩვენები გაჭირვებულ ბავშვთა სახლს ესტუმრებიან და საჩუქრებს გადასცემენ. მათი მდგომარეობა საქართველოში არსებული ეკონომიკური გაჭირვების, იძულებითი გადაადგილებისა და მიგრაციის შედეგია. ისინი დილიდან დაღამებამდე მუშაობენ მტვირთავებად, სავაჭრო ობიექტებში გამყიდველებად, მოკლებულნი არიან საყვარელ სახეობაში ვარჯიშის საშუალებას და სწორ აღზრდას. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი, გაიღოთ შეწირულობა, გთხოვთ, მოგვმართოთ კლუბის ოფისში".

დღეს, 20 ივლისს 19:30-ზე "ლანელი" ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს, 20 საათზე კი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია ეროვნულის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება. ნახევარ საათში კი გუნდს სავარჯიშოდ გაიყვანს.

20:45-ზე პრესკონფერენციას "ლანელის" თავკაცები გამართავენ.

უელსელთა სტუმრობამდე "დინამომ" აქცია უკვე გამართა - "ლანელისთან" განმეორებით შეხვედრაზე გულშემატკივრების მოსაზიდად დინამოელთა ესპანურმა ტრიომ, ჩისკომ, კოტომ და იაგუემ მეტრო "რუსთაველთან" გამვლელებს მომავალი მატჩისთვის დამზადებული ფლაერები დაურიგეს, რომლებზეც მათი ავტოგრაფები იყო.

ბილეთების ფასი 3-5 ლარია და, პირველ მატჩში თბილისელთა მინიმალური მარცხიდან გამომდინარე, შეხვედრას დიდი ინტრიგაც ახლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
როგორ თუ ეკონომიური გაჭირვების? აკი მიშიკო სულ იმას გასჭყივის, ჩვენთან ეკონომიკა ყვავისო?! უკვე ქუვეიტს გადვუსწარითო! D:D:D: რაც შეეხება მატჩს, მე მგონი საინტერესო სანახავი იქნება, არ უნდა გაგვიჭირდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა...წარმატებები დინამოს!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე