ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

კვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

ზამთრის პერიოდში დიდი სანაკრებო პაუზა გამოდის. კარგია ქართველი ლეგიონერების გულშემატკივრობა, თუმცა ეროვნული ნაკრები ისაა, რაზეც მუდმივად გვეფიქრება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩამდე დაახლოებით 2 თვე დარჩა, თუმცა ამას წინ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობის შერჩევა, გამოცხადება, მოსამზადებელი პერიოდი უდგას (მანამდე ამხანაგური მატჩიც უნდა ჩავატაროთ). ასე რომ, პროცესი, ფაქტობრივად, მუდმივად მიმდინარეობს. შესაძლოა, ამ თემებზე საუბარი ცოტა ადრე მოგვეჩვენოს, თუმცა საკითხი აქტუალურია და გულშემატკივრებს ყოველთვის აინტერესებთ.

მოგეხსენებათ, სასტარტო მეტოქე ნორვეგიის ნაკრებია, რომელსაც დიდი ალბათობით, ბათუმში ვუმასპინძლებთ (ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამო "დინამო არენის" რეკონსტრუქცია იგეგმება).

რა თქმა უნდა, როცა ამ ქვეყნის ნაკრებს ვახსენებთ, ყველას თვალწინ ერლინ ჰოლანი გვიდგას, რომელსაც საოცარი პროგრესი აქვს, მიმდინარე პრემიერლიგის 18 მატჩში კი 22 გოლი გაიტანა. თუმცა ინგლისის ჩემპიონატში ის ახლა საუკეთესო მაინც არაა და ამ სტატუსს ნორვეგიელთა "ათიანი", 24 წლის მარტინ ოდეგორი ატარებს. ლონდონის "არსენალი" პრემიერლიგის ტიტულთან ასე ახლოს დიდი ხანია არ ყოფილა, მის ნორვეგიელ კაპიტანს კი 8 გოლი, 5 შედეგიანი მოქმედება აქვს და სასიამოვნოდ თამაშობს. ეს ორი ფეხბურთელი დიდი ძალაა, თუმცა მთავარია, მოწინააღმდეგეს გუნდურად ვაჯობოთ. ნორვეგიელია "ნაპოლის" უკანახაზელი ლეო ოსტიგორი და სხვა საინტერესო მოთამაშეებიც ჰყავთ.

თუკი ჩვენ ჰოლანის შეჩერება გვანერვიულებს, მეტოქის დამრიგებელ სოლბაკენს ხვიჩა კვარაცხელიაზე ფიქრი არ ასვენებს. ქართველმა გარემარბმა საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა, მისი არა მხოლოდ საკლუბო მატჩები, არამედ თუნდაც შვედებისა და ესპანელების წინააღმდეგ გარჯა მოწინააღმდეგეს ბევრ სამსჯელოს უჩენს. ლიდერის როლი გასაგებია, თუმცა მთავარია, გუნდური საკითხები როგორ მოგვარდება. საერთაშორისო მასშტაბითაც მშვენიერ დაპირისპირებას ვიღებთ - კვარაცხელია ჰოლანის წინააღმდეგ!

საქართველოს ნაკრების სხვა წევრების მდგომარეობას რაც შეეხება, განსაკუთრებულ პრობლემებზე მაინც ვერ ვიწუწუნებთ - მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარგ ფორმაშია, გიორგი მიქაუტაძეს უკანასკნელ ტურებში გააქვს, გიორგი ჩაკვეტაძემ 2022 წელს იმედები დაგვიბრუნა... თუმცა ვილი სანიოლს მაინც არაერთი სირთულე აქვს. მარტამდე ჩვენი ლეგიონერების გარკვეულ ნაწილს გახურებული სეზონი არ აქვს, ეროვნული ლიგა ისვენებს, რაც კონკურენციის გაზრდის საშუალებას ნაკლებად იძლევა. სათამაშო პრაქტიკის გარდა, არსებობს ჯანმრთელობის პრობლემებიც, მაგალითად, ბუდუ ზივზივაძის ტრავმა. არიან მოთამაშეები, რომლებისგანაც დარჩენილ პერიოდში ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნებას ველით, როგორშიც სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ. ასეთი, მაგალითად, ზურიკო დავითაშვილია, რომელსაც კიდევ უფრო მეტის რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია...

ნორვეგიის ნაკრები შესარჩევ ეტაპს 25 მარტს, ესპანეთთან სტუმრობით დაიწყებს. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდს ამხანაგური შეხვედრა უნდა ჰქონდეს, ნორვეგიელებს კი 28 მარტს (20:00 სთ) ვუმასპინძლებთ.

თუკი მუნდიალის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ ნახევარფინალისტს, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა და (0:3) დამარცხდა, ნორვეგიელებმა ირლანდიას სტუმრად (2:1) აჯობეს (ერთი გოლი "ნაპოლელმა" ოსიგორმა გაიტანა), ფინელებს კი დაუზავდნენ (1:1). სოლბაკენის გუნდმა გასული წლის "ერთა ლიგის" B დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და სერბეთს 3 ქულით ჩამორჩა. ჰოლანის ანგარიშზე 6 გოლი და 1 "ასისტი" იყო, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგი გამოდგა.

შეგახსენებთ, შესარჩევი ეტაპის "ა" ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიის, თემურ ქეცბაიას კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, ორი საუკეთესო კი გერმანიაში 2024 წელს გასამართ ევროპირველობაზე ავტომატურად გავა.

• ლაშა

კვარა კლასს აჩვენებს! ღრმად მწამს, რომ ჩვენთან მეორე თამაშს წააგებენ!

• gia jashi

ასეთ შიშის გრძნობას რომ თესავთ ზოგიერთები,მაინტერესებს ნორვეგიელები რას გვიზამენ ტყვიებს გვესვრიან?დაგვხოცავენ?თუ ჯერ თამაში არ წაგვიგია ნორვეგიელებზე სუსტ გუნდებთან, ან არ მოგვიგია უფრო ძლიერ ნაკრებებთან? ანდა რა უქნა საუდის არაბეთმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონს და კიდევ რამდენი ასეთი მაგალითებია! შამილის ხმალს აწერია არაბულდ,ვინც ბრძოლის დროს შედეგზე ფიქრობს ის მხდალია!წარმატებები!

• G.LA

ჯერ კიდევ ორ თვემდეა ამ თამაშამდე, მაგრამ ჩემი აზრით ერთი უპირატესობა უკვე გვაქვს. ნორვეგია 25-ში თამაშობს საკმაოდ მძიმე მატჩს გასვლაზე ესპანეთან და შემდეგ უნდა იმგზავროს საქართველომდე 28-ში კი ჩვენი გულშემატკივრებით შევხვდებით ჩვენ სტადიონზე. მანამ იმედია ნაყოფიერად ჩავატარებთ ამხანაგურ შეხვედრას.

• beqa

ფიზიკურად ძლიერი გუნდია თან ჰოლანდის გარდა სორლოტიც კარგი თავდამსხმელია ფლანდებიც კარგი ყავს დარბიან გაუჩერებლად ცენტრში მეეჭვება კვეკვესკირმა ოდეგორი გააჩეროს. მეორე სართულზე ბრწყინვალედ თამაშობენ რაც იბრამ ვერ გამოიყენა ბათუმში თან არაერთი შანსი სორლოტიც და ჰოლანდიც გამოიყენებს. სისუსტე მეკარე და ხასიათის გუნდია

• nodiko

ედეგორზე და ჰოლანზე მაგრებიც გვინახია ბოლოს თავჩაქინდრულები.ყველაზე ცუდი კი მაინც ის არის როცა ჩვენთვითონ ვქმნით უიმედობის და უსუსურობის განწყობებს.ჩვენ კარგი გუნდი გვყავს,რომელიც პროგრესირებს.ასე რომ ბრძოლაა საჭირო და არა წუწუნი.წარმატებები ჩვენს ბიჭებს....

• ABCABC

მოიცა აბა ახალგაზრდულზე უნდა ითამაშონო კვარამ, მამარდამ, აზაროვმა, ზურიკომ და მიქაუტაძემო თუ წიტაიშვილმა აღარ მახსოვს რომელი ზუსტად, რაღაც ესეთები იწერებოდა, არ ჯობია ეგ ვითამაშოთ მანდ უფრო გვაქ შანსები რო საკაიფოდ წინ გავიდეთ.

• მდააა

თქვენი ფანტაზიებით და ოპტიმიზმით აფხაზეთში კი არა მთვარეზე კოოპერატივები რომ არ გახსენით მიკვირს …მაგრამ რეალობასთან ახლოს ვერააა…?! ჰოლანდი რა ოხრობაცაა მთელმა მსოფლიომ იცის უკვე თქვენს გარდა თუ ბურთი გაიგდო ვინ დაეწევა ნეტავ ( კვერკვემ დაეწია ერთხელ ბეილს მაგრამ ეგ იყო ერთხელ და ისიც 4-5 წლის უკან) მაქ საშიში ეგ ცხენი კი არა ოდიგორი არის ვინც არსენალს პირველ ადგილზე მიათრევს და ისეთ პასებს აკეთებს რომ ჰოლანდი კი არა ბებიამისიც გაიტანს …და ბრმა უნდა იყო რომ ვერ ნახო თუ რა კლუბებში თამაშობენ ნორვეგიელები და თან რამდენი …ჩვენისთანას ( ხვიჩას გამოკლებით) სამ ნაკრებს ჩამოიყვანენ …და მთავარი ის არის რომ ვიკინგებთან ახლა კი არა სულშერის გარდა ბურთი ნანახი რომ არ ქონდათ ნანახი მაშინ ვერ ვიგებდით …2 თამაშის ჯამში 5:1 მეტი თუ არ წავაგეთ არაუშავს …ასე რომ დაეშვით მიწაზე ფეხბურთს 1 კაცი არა 11 თამაშობს ესეც თანაც პირველი 55-60 წუთი აი მერე კიდევ 5 ფეხბურთელია საჭირო …იცით როგორი დონის აი როგორიც ხვიჩა არის შეტევაში ეგეთები ოთხი მცველი გვინდა მსოფლიოს დონის ასევე 4 ნახევერმცველი და ერთი თავდახსმელიც …ოკ მეკარეებს არაუშავს ეგ პრობლემა მოგვარებულია … აი ამ რაოდენობის მსოფლიო დონის 9 კაცს და მერე შეცვლაზე მაგდენივე ევროპის დონის 5-6 კაცსაც რომ გავზრდით ეე მერე იტრაბახეთ ჯერ გადახტით ჰოოპ მერე დაიძახეთ ….თუ არა და შეიქმნით ცრუ რწმენას მერე წააგებენ ბიჭები და აგინებთ უმოწყალოდ !!!არ ჯობია მოკრძალებულაააად თავიდანვე !!

• buba

ძალიან მაგარ შესარჩევს ჩაატარებს ჩვენი ნაკრები!

• წწწ

და ჩაკვე

• ბებიკომ

ესპანეთი და ნორვეგია ფავორიტები არიან. ამის არაღიარება, უკვე ნიშნავს მათთვის უპირატესობის მინიჭებას. შვედებიც ფავორიტები იყვნენ. ეს ჩვენ ვიცოდით და წინასწარ ვაღიარებდით, თუმცა თამაში ულაპარაკოდ მოვიგეთ. რაც შეეხება შოტლანდიას და კვიპროსს, აქ ძალები შედარებით თანაბარია.

• ზაზა

როგორც ნაკრები ნორვეგია ამჟამად საქართველოზე მეტი არაფრით არ არის,ჰაალანდი ფიზიკურად ძალიან ძლიერია,მაგრამ ხვიჩასთან ვერ მოვა,ხვიჩა არი მოედანზე " მხეცი",თუ ჩვენი დაცვა ჰაალანდი ძალიან ახლოს ეთამაშა ის ვერაფერსაც ვერ გახდება,დანარჩენს კი ხვიჩინიო გააკეთებს და კიდევ აუცილებლად მიქაუტაძე და ზურიკო და კიდევ ცოტა უკან კიტეიშვილი და წ ი ტ ა ი შ ვ ი ლ ი

• ლაშა

ნორვეგია უნდა გააცუცურაკოს საქართველომ ისე, როგორც სერბეთმა! ჰოლანია თუ ჰალანდი ნელ-ნელა დაიკარგება რადარებიდან და რომც არ დაიკარგოს მაინც ვერაფერს გახდება. ყოველშემთხვევაში ჩვენი ნაკრები აღარაა ისეთი დაბალი ღობე, საშუალო დონის გუნდები უგებდნენ, რადგან უკვე ვართ მინიმუმ საშუალოზე მაღალი დონის გუნდი და ვართ ბ დივიზიონში, შესაბამისად მოგების პრეტენზია გვაქვს და ფეხებიც არავის ულანკალებს, ბოლოსდაბოლოს ბრიტანულ კლუბებში აღარ თამაშობენ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები... მეტი ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი გერმანია!

• irakli81

არც ერთია პორტუგა;ლიელი და არც მეორე არგენტინელი, თორე როგორი დაპირისპირება იქნებოდა ხვიჩა- ჰოლანდი, ამ წუთში ევროპაში ყველაზე დამაინტრიგებელი.

• darwin

ჰოლანდს მომენტი უნდა შეუქმნა და გაიტანს. კვარა კი თავად ქმნის მომენტს და იტანს ან გატანინებს

• არჩილი

ევროპის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩია

საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის

ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება