მომავალ თვეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მნიშვნელობის მატჩები ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 26-ში თბილისში ისლანდიას უმასპინძლებს. ჩვენს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად შესაძლოა, მხოლოდ ისლანდიასთან მოგებაც ეყოს, თუმცა სხვა თამაშების შედეგებზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებულნი, ორივე მატჩი აუცილებლად მოსაგებია.

ამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, რა შემადგენლობას შეკრებს საქართველოს ნაკრები და ვის გამოიძახებენ მისი მეტოქეები. ჩვენი გუნდის მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია. ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა რადენკო ვარაგიჩმა თებერვლის ფანჯრისთვის გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ნიდერლანდებს ყველა მატჩი წაგებული აქვთ და მუნდიალზე გასვლის შანსი დიდი ხანია, დაკარგეს.

მათ შემადგენლობაში არ იქნებიან ლიდერები: ვორსი დე იონგი, მოჰამედ ხერაზი, შარლონ კლოოფი, როელანდ შაფტენაარი, ლეონ ვილიამსი და შეინ ჰამინკი.

ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობენ და შუა სეზონში ვერ ჩამოვლენ: ჯესი ედვარდსი, დავიდ ნ’გუესანი, ქუინტენ პოსტი, მალევი ლეონსი და რიენკ მასტი. ტრავმირებულები არიან: ბოი ვან ვლიტი და ლაჯიო გრანტსაანი.

გუნდში სამი ახალწვეულია: დუეინ არისტოდი, ტიმ ჰოევე და კოენ სტოლკი.

ნიდერლანდების ნაკრების 24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

კეიე ვან დერ ვუურსტ დე ვრისი ("ოოსტენდე", ბელგია), მარინ ვერვერსი, მაარტენ ბოუვკნეხტი, სტან ვან დენ ელზენი, ლუუკ ვან ბრეე (ყველა – "ლეიდენი"), ტიმ ჰოევე ("ლეეუვარდენი"), ბოიდ ვან დერ ვუურსტ დე ვრისი, კოენ სტოლკი (ორივე – "ზვოლე"), იანიკ ფრანკე (პაოკ, საბერძნეთი), სანდერ ჰოლანდერსი, ოლაფ შაფტენაარი, ვილემ ბრანდვიიკი ("დონარი"), კეიმე ჰელფრიხი, ჯიტო კოკი (ორივე – "დენ ბოსხი"), დუეინ არისტოდი, იანიკ კრააგი (ორივე – "ხუვენტუდი", ესპანეთი), ხორდი კუიპერი ("ვალიადოლიდი", ესპანეთი), სამ ჰუურმანი ("დენ ჰელდერი"), ემანუელ ნზეკვესი ("ლე პორტელი", საფრანგეთი), ტერენს ბიეშაარი ("ფეიენოორდი"), მატ ჰაარმსი ("სკაილაინერსი", გერმანია), ნატან კუტა ("შარლერუა", ბელგია), კაი ედვარდსი ("ირაურგი", ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები საქართველოსთვის ისტორიულად უხერხული მეტოქეა. 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ამ გუნდთან სტუმრად სენსაციურად დავმარცხდით, ხოლო 2015 წლის ევრობასკეტის გახსნით შეხვედრაში ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ქართველებს "ნარინჯისფერებმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 73:72 სძლიეს. ამის მიუხედავად, "ჯვაროსნები" პლეი-ოფში გავიდნენ და 1/8-ფინალიც ითამაშეს.

2022 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კვლავ მებრძოლი ნიდერლანდები ვიხილეთ, თუმცა 77:66 გავიმარჯვეთ. ეს ის მატჩია, თორნიკე შენგელიამ მხრის ტრავმა რომ მიიღო და ევრობასკეტის გამოტოვება მოუწია.

ასე რომ, ნიდერლანდებთან არა მხოლოდ სატურნირო თვალსაზრისით, ისტორიული შედეგების გათვალისწინებითაც მეტისმეტად პრინციპული მატჩი გველის.

GBF

კობა
თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო!!!...აბა თქვენ იცით!აჭამეთ მწარე შეჭამადი ნიდერლანდებში!!!...
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო