25 წლის ხორვატმა გამთამაშებელმა ლუკა მოდრიჩმა კვლავ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მაისურა მოირგო, მაგრამ სხვა კლუბში გადასვლა მაინც არ გადაუფიქრებია
25 წლის ხორვატმა გამთამაშებელმა ლუკა მოდრიჩმა კვლავ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მაისურა მოირგო, მაგრამ სხვა კლუბში გადასვლა მაინც არ გადაუფიქრებია.

მოგეხსენებათ, „დეზები“ სეზონისწინა შეკრებას სამხრეთ აფრიკაში გადიან და ვარსკვლავმაც სწორედ იქ უკაპიტნა ჯერ-ჯერობით ისევ თავის გუნდს, ადგილობრივ „ორლანდო პაირატსთან“ შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ თამაშის მიუხედავად, მოდრიჩი მწვრთნელ ჰარი რედნაპთან სერიოზულად დალაპარაკებას აპირებს. მან ხომ კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლივის წერილობითი განცხადება შეუტანა, სადაც ტრანსფერს სთხოვს.

მოდრიჩმა ლივისთან თავიდან სიტყვით სცადა ურთიერთობის გარკვევა, მაგრამ არაფერი რომ გამოუვიდა, უფრო მძაფრ ხერხს მიმართა - განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ახლა ამბობენ, რომ ფეხბურთელმა თავისი ნაბიჯის შესახებ რედნაპს უნდა უამბოს დაწვრილებით.

რად უნდა ლაპარაკი, რომ „ტოტენჰემის“ ფანები მოდრიჩის „სფურზის“ ფორმაში გამოჩენას სიხარულით შეხვდნენ, თუმცა ხორვატიაში ხალხი ამბობს, რომ ფეხბურთელს მეუღლე, ვანია (არ შეშფოთდეთ, ქალის სახელია) ქმარს მკაცრად აკონტროლებს, შემთხვევით რომ არ გატყდეს და განხადება უკან არ წამოიღოს - შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ მოდრიჩს „სფურზთან“ შედარებით ხელფასის გაოთხმაგებას ჰპირდება.

„დეილი მეილი“ წერს, რომ მოდრიჩმა „ორლანდო პაირატსთან“ რედნაპისა და მწვრთნელთა შტაბის სხვა წევრების პატივისცემით ითამაშა.

ამ შეხვედრაში, „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა 40 წლის ამერიკელმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა