ქუთაისურ საფეხბურთო კლუბსა და კომპანიებს - "ალფას", "ავერსსა" და "სილქნეტს" შორის სასპონსორო მემორანდუმი გაფორმდა
ახლახან გამცნეთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედანი, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა, სამუშაოებია საღორიის საწვრთნელ ბაზაზე... ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად "ტორპედოს" ხელმძღვანელობა კლუბის ფინანსურად გასაძლიერებლადაც ზრუნავს.

სწორედ საამისოდ გუშინ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "ტორპედოსა" და კომპანიებს - "ალფას", "ავერსსა" და "სილქნეტს" შორის გაფორმდა სასპონსორო მემორანდუმი. ეს არის პირველი პრეცენდენტი ჩვენში, როდესაც კლუბის განვითარებაზე რამდენიმე კერძო კომპანია ერთობლივად იზრუნებს.

ლევან ფხაკაძე ("ტორპედოს" პრეზიდენტი): "ქუთაისის "ტორპედო" ევროპული ტიპის კლუბად ყალიბდება, რომელიც თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებით იმართება. კლუბის ფეხბურთელებს საშუალება აქვთ, არა მხოლოდ ევროპული სტანდარტების სპორტულ მოედნებზე ივარჯიშონ და ითამაშონ, არამედ ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებითაც ისარგებლონ.

მოხარულნი ვართ, რომ დღეს სამი კომპანია შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას, საქართველოშიც დავნერგოთ კლუბების მართვის ევროპული სტანდარტები და მაქსიმალური რესურსები დავხარჯოთ კლუბისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის განსავითარებლად. როგორი ძლიერი მფლობელიც უნდა ჰყავდეს გუნდს ევროპაში, მასთან სხვა სპონსორებიც პარტნიორობენ. ჩვენც ამ მოდელის დანერგვას ვიწყეებთ".

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კლუბის მესვეურებმა თანასპონსორებსა და მათ თანმხლებთ ახალგარემონტებული სტადიონი დაათვალიერებინეს.

ლევან ფხაკაძე: "ჩვენი არენა მზად არის ნებისმიერი მაღალი დონის შეჯიბრების სამასპინძლოდ. რამდენიმე დღის წინ სტუმრად გვყავდა უეფას ექსპერტები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სტადიონის მდგომარეობა".

კითხვაზე, აპირებს თუ არა"ტორპედო" ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას, ქუთაისური გუნდის პრეზიდენტმა გვიპასუხა: "ჩვენ უკვე დავასრულეთ გუნდის დაკომპლექტება. "ტორპედო" შეკრული და კარგად დაბალანსებული გუნდია. ჩემპიონატისთვის 24 ფეხბურთელი ემზადება. მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია. ვფიქრობ, "ტორპედოს" შესწევს ძალა, რათა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს და მისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები გაახაროს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს