<p>POSTV - ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერის დროს.</p><p>ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.</p><p>შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.</p><p>ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.<br></p>
დავით 67
ქულების ჩამოჭრა ზედმეტად მკაცრი სანქციაა,ფაქტიურად ბიჭებს უკარგავ ამდენ ნაშრომს. ესეთი სანქცია მესმის თუ გუნდი გარიგებულ თამაშებშია შემჩნეული. ასეთ შემთხვევაში გუნდი საერთოდაც რომც დაშალონ და აუკრძალონ თამაში მომხრე ვიქნები. თუ ხელმძღვანელობა რაღაცას მამაძაღლობს, (რასაც ჯერ დამტკიცება უნდა) ამით ფეხბურთელები არ უნდა დაზარალდნენ
goga
არავინ ქულებს არ ჩამოაკლებს, დამშვიდდით, ეგრე სიცილიური ენაც არსებობს, ნეაპოლიტანური და სიცილიური იტალიკური ენებია.
გაგა-ს
ნამეტნავად კარგად არის პოსტივი ინფორმირებული. ჯერ კვარას ბებია გამოაცხადეს გარდაცვლილად, ახლა ქულების ჩამოკლებაზე არიან. თუმცა მათ საერთოდ როგორ უნდა უყუროს ნორმალურმა ქართველმა!
რა მაფიაა?
წაიკითხავდით ალბათ ყველა, რომ არ ემუქრება საფრთხე და ვიღაც ძალით ჩალიჩობს ჩირქი მოსცხოს კლუბს... "რასაც გვაბრალებენ მხოლოდ ფინანსური სანქცია ემუქრებაო და იმაშიც გავმართლდით უკვეო და სუფთები ვართო და ვიღაც აშკარად გამიზნულად გვიგორებს ამ სპეკულაციებსო...
რა მაფიაა?
აუ ეგ ფ**დეცი იქნება რო ამოქექონ :-/
dima
აბა,შენ თუ დაწერე,წყალი არ გაუვა!)))
ლაშა
ნაპოლი თუ დასაჯეს ქულების დაკლებით (ღმერთმა არ ქნას), ეს ძალიან საეჭვოდ გამოჩნდება და გვაფიქრებინებს მავანთა მხრიდან მილანელების სიმპათიებს, რადგან ნაპოლი, როგორც წესი, რიგითი იტალიელისთვის პროვინციას წარმოადგენს. მეტიც, ნეაპოლელებს საკუთარი ენა გააჩნიათ!
lashas
ეგ ისედაც იასნია, რად უნდა მაგას გამოძიება.
ლაშა
არც იუვესთვის უნდა ჩამოეკლოთ ქულები მე თუ მკითხავ. დაე დაესაჯათ მოქმედი პირები და კლუბი დაეჯარიმებინათ, ასევე საქმიანობა აეკრძალათ დამნაშავეებისთვის. ქულების დაკლება ყველაზე მაგარი იდიოტიზმია. ასე საკუთარ ქვეყნის პრესტიჟს ურტყამენ! რეინჯერსი დააქვეითეს ერთ დროს და რა მოიგო ამით შოტლანდიამ?!
Hmm
აი მილანთან რა პრეტენზიებია ვერ ვხვდები? ფეხბურთელებს არ იმატებრნ, თუ იმატებრნ ვიღც ბავშვებს, შეცვლაზე კაცი არ ყავთ რო შემოიყვანონ, კონტრაქტს ვერ უხანგრძლივებენ ფეხბურთელებს მიდის ყოველ კაპიკზე ვაჭრობა. დააჯარიმონ კი არა თუ ვინმეს შეუძლია დახმარება დაგვეხმარონ ფინანსურად. დდდდდ
lasha
ძაან არ ჩაუყვნენ ესენი თორე მარტივად აღმოაჩენენ რო კვარაცხელიას ათი მილიონი სულ არ ყოფილა დინამო ბათუმის და სანქცირებულ ქვეყანაში ჩაირიცხა ლიმონები :დ
Gaga
ზუსტად გუშინ ვწერდი ამ საიტზე ხვიჩას უთამაშებლობა გრიპის ბრალი არ იყო... კინაღამ შემჭამეს კომენტარებით...მაფიოზების ხელშია ნაპოლი ამ გუნდს თუ დატოვებს გაისად მე მივესალმები
კკ
დესტაბილიზაციის ახალი ამბები ასევე ცდილობს ნაპოლის კაპიტალის მოგების ქვაბში ჩათრევას, როგორც ეს მოხდა იუვენტუსს მრავალი საეჭვო გარიგებით. მაგრამ ამ ორ შემთხვევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და ლურჯი კლუბი უკვე გაამართლა. ის არ რისკავს არანაირ სპორტულ სანქციებით, იმისდა მიუხედავად, რომ ვიღაც ცდილობს ნეაპოლში სიტუაციის დესტაბილიზაციას არასწორი ამბებით და დამახინჯებული ინფორმაციით, აშკარად და თავხედურად მიკერძოებული. საქმეები განსხვავებულია და ძირითადი ჭეშმარიტება უდავოა. ნაპოლი, იუვენტუსისგან განსხვავებით, არ არის საფონდო ბირჟაზე და, შესაბამისად, არ ექვემდებარება CONSOB კონტროლს, როგორც ეს მოხდა შავ-თეთრ კლუბთან. მისი ფინანსური ანგარიშგება ექვემდებარება მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობას, რისთვისაც კაპიტალის მოგების საკითხებში შეუძლებელია ფასის ობიექტური საბაზრო ღირებულების დადგენა. რაც შეეხება ოპერაციას, რომელმაც ოსიმენი ნეაპოლში მიიყვანა, აქ მოქმედებს თავისუფალი ბაზრის კანონი. მაგრამ ბევრს ვითომ არ ესმის სისტემის სერიოზულობა, რამაც გამოიწვია იუვენტუსის დასჯა და ცდილობს მათ დესტაბილიზაციას ჟურნალისტური სპეკულაციებით, ცდილობს ნაპოლის არევას.
kk
https://www.areanapoli.it/varie/il-napoli-non-rischia-solo-speculazioni-la-differenza-con-la-juve-che-fanno-finta-di-non-capire_489434.html?fbclid=IwAR20OI3ifAc40BjvQvjOJgbWKbpo0HbPtc38i08CV3QgY8kIgc5najUQCfY არ ემუქრება ქულების ჩამოკლება
goga
თუ დამტკიცდა ნაპოლის ქულებს არ დააკლებენ, უბრალოდ დააჯარიმებენ,ნაპოლის შემთხვევაში მარტო ოსიმენზეა ლაპარაკი, იუვეს შემთხვევაში 43 კაცზე იყო ლაპარაკი.
H
მილანს არა და ინტერს კი ჩაახუტებენ, როგორც ყოველთვის. მილანს ჩემპიონობას ბერლუსკონის პრემიერობია დროს არ ახუტებდნენ.
რრრ
მილანი და ინტერი დავიჯერო ჩესტნათ მუშაობს? ან თუნდაც რომა და ლაციო?
ფეხბურთი
ქვეყანაში სადაც დღემდე კოზანოსტრა გრიმიტობს, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. ამიტომ ჯობია რომ კვარამ დატოვოს იტალია და უფრო ნათელ ჩემპიონატებს მიაშუროს, იგივე ესპანეთს ან ინგლისს.
ქუთაისი
ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩემს წინა კომენტარში დავწერე.. და კიდე დავამატებ... რომც მოხდეს სასწაული და ნაპოლის დავუშვათ და იუვენტუსივით 15 ქულა დააკლეს, ეს არ იქნება საბოლოო ვერდიქტი... იუვენტუსმა უკვე გაასაჩივრა სააპელაციოში და დიდია ალბათობა რომ 15 ქულას 9 ქულამდე შეუმცირებენ...ისე როგორც ეს მოითხოვა გენერალურმა პროკურატურამ... ამიტომ, ნაპოლი უნდა მიაწვეს ისე როგორც აქამდე... წელს ჩემპიონები იქნებიან... ნებისმიერ იტალიურ გუნდზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგანან.
თბილისელი
თუ დამტკიცდა, ჩემი აზრით 7–9 ქულას ჩამოაკლებენ და ჩემპიონობისათვის მაინც იბრძოლებს. მე უფრო მაშინებს გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
35
ხო შეიძლება ერთი სფერო სპორტი დატოვონ ბოლომდე არ გასვარონ . თუ ფეხბურთში ზღვარი არ დაწესდა შეძენაზე როგორც ნბეიშია რაღაც ცუდში გადაიზრდება არასანახაობრივში.
ქუთაისი
რამდენი კომენტარი წავიკითხე და თითქოს ყველაფერი ვიცით და სინამდვილეში ელემენტარულ ინფორმაციასაც არ ვფლობთ... ოსიმენთან დაკავშირებით ეს ამბები ახალი არ არის... ამაზე უკვე კაი ხანია რაც გამოძიება მიმდინარეობს... ამის შესახებ იცის ყველამ კლუბის მასაჟისტიდან დაწყებული სპალეტით და ლოურენტისით დამთავრებული... ჯერჯერობით გამოძიების შედეგები ცნობილი არაა... რომც გამტყუნდეს ლოურენტისი, ნაპოლის ქულებს არავინ დააკლებს.... ლოურენტისს მოუწევს დიდი ჯარიმის გადახდა, ან შეიძლება ჩასვან კიდეც... იუვენტუსის შემთხვევა განსხვავებულია თავისი ისტორიით .
რა მაფიაა?
რპგორ სპობენ? გამხდარიყო? რატომ წარსულში? პოსტვ რაღაცას მოაპოსტოვებს, კიარ უნდა აღვიქვათ ეგრევე ფაქტად, თან დამტკიცებულ ფაქტად და თან ისე რომ უკვე ჩამოაკლეს ქულები და გაანადგურეს ფსიქოლოგიურად.... ევროპული პრესა აჭრელებული იქნებოდა ამ ამბით, რეალურად სერიოზული და დიდი საფრთხე რო მოდიოდეს ამ ამბიდან
რომულო
შეგიძლიათ უაზრო პარანოიკათ ჩამთვალოთ, მარა ხანდახან მეშინია საფეხბურთო მაფია არ დაუშვებს სუპერ ვარსკვლავი წამოოვიდეს ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, ამის გამო მგონია ის თავის დროზე მოგონილი უაზრო წელის ტრამვა და ახლა რაღაც გაუგებარი სურდო თუ გაცივება.
ბატონი ბიძინი-ს
ხომ არ გააფრინეთ ?
beno
რომც არ დასაჯონ ნაპოლი, ამ "გამოძიებით" უკვე მოშალეს გუნდი ფსიქოლოგიურად, რაც ალბათ შედიოდა მათ გეგმებში
zura222
რუსეთუმეებს კი არ აქვთ ნაცებს გაქვთ ზეიმი თქვენიიიი @@@
zura222
ისტორიულაად ჩრდილოეთ იტალია ყოველთვის ჩაგრავდა სამხრეთს @ და ეხლაც რომ დაინახეს შესვენების მერევ იგივე ძალით აგრძელებს ნაპოლი (ინტერთან წაგება რომ შემთხვევითი იყო იუვეს განადგურებითაც დამტკიცდა) და მიხვდნენ რომ ვეღარავინ ვერ შეაჩერებდა აი ამით გადაწყვიტეს ჩემპიონობაში ხელის შეშლა @ იტალიაში რომ გადადიოდა ხვიჩა გამიხარდა რა თქმა უნდა მაგრამ ერთადერთი ზუსტად ამისი მეშინოდა-ფეხბურთშიც და მთლიან ცხოვრებაშიც იტალია ჩაძირულია მაფიაში @@ როგორც კი მიეცემა შანსი აუცილებლად უნდა მოსცილდეს ხვიჩა იმ მაფიის სამშობლოს !
ქ. გ.
არ დასჯიან ნაპოლის. იუვეს 1 ან 2 ფეხბურტელი კი არა, 40 ფეხბურთელი იყიდა ყალბ ფასებში. სისტემა ააწყო იუვემ, და ამის გამო დასაჯეს.
ჟორა
ამაზე ვწერდი ზუსტად, რომ იტალიაში ყველაფერი მოსულა.ფეხბურთელთა კონტრაქტები ისეა გასაიდუმლოებული, როგორც ბალისტიკური რაკეტების წარმოება, არადა ახსნა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: დიდი შავი ფული ტრიალებს.ქართველების საყვარელი სპორტი ( ტოტალიზატორი) ამ თანხებთან შედარებით, არის კაპიკები. სხვა არ ვიცი, მაგრამ სულ რამოდენიმე თვის წინ დაიდო კვარაცხელიას კონტრაქტი,და კაცმა არ იცის - რა თანხა გადაიხადა "ნაპოლიმ",ვის გადაუხადა, რამდენი ერგო "დინამოს", რამდენი ჩაიჯიბა ჯუღელმა ...რატომ 6 თვის თავზე ვგებულობთ რომ ხვიჩას აქვს ერთერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება კლუბში? ეს ის საკითხებია რომლებიც ჩვენთვის არის საინტერესო, თორემ ნებისმიერ კლუბში. ეხება ევროპაში.ზუსტად ასევე არის კორუმპირებული ფიფაც და უეფაც( იქ კიდევ უფრო დიდი თანხები ტრიალებს). ზუსტად ამიტომ არ სურს ფეხბურთის მაფიას, რომ შეიქმნას ე ბი ეის თუ ენ ეიჩ ელის მსგავსი ლიგა, სადაც ღიად ხდება სპორტსმენების შესყიდვა და ამდენი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი შემთხვევა გარიგებული თამაშის თუ ე.წ. "შავი ფულის" გათეთრების შემთხვევა. ევროპული ფეხბურთის მდგომარეობა ძალიან წააგავს დღევანდელი საქართველოს სიტუაციას,როცა ყველამ იცის რომ ავადმყოფს მხოლოდ ქირურგიული ჩარევა თუ უშველის, მაგრამ ცდილობენ ასპირინით მკურნალობას. შედეგიც ვიცით როგორი იქნება, მაგრამ მაინც ვეფართხუნებით წარსულს და არ გვესმის რომ ყველაფერი იცვლება.
გაგა
პოს ტვ-ის ტელევიზიაზე დიდი წარმოდგენის არვარ მაგრამ საფეხბურთო კუთხით ერთერთი ყველაზე ინფორმირებული წყაროები ყავთ. გადახედე მათ ფეისბუქ გვერდს და მიხვდები
Soso
რა რუსეთი რა პოსტვ მთელი იტალიის სპორტული პრესის პირველი გვერდი ეს თემა იყო დღეს, ყველაფერში არ გამიგია რუსეთი უკრაინა ამერიკა და ევროპა
gogi
როგორ სპობენ კლუბს ყველას თვალწინ, რომელიც ევროპის საუკეთესო კლუბი შეიძლება გამხდარიყო
ნუ გეშინია ხვიჩა!
15 ქულა რომ დაგაკლონ, მაინც იქნები ჩემპიონობის პრეტედენტი. მთავარია აქაურები არ გაებნენ.
ბატონი ბიძინი
პოსტივის და რუსეთუმებს დღესასწაული აქვთ?
სოსო
თუკი რაღაც ფინანსური მაქინაცია მოხდა- შესაბამისად უნდა დაისაჯნონ მისი ჩამდენები. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს ჯარიმა ან რაღაც ადექვატური რამ. კატეგორიულად მიუღებელად და არასწორად მიმაჩნია გუნდისთვის ქულების ჩამოკლება, რომელიც მინდორზე ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მიერ პატიოსანი ბრძოლით, სისხლით და ოფლით სუფთად არის მოპოვებული!! ერთადერთი ამის დაშვება შეიძლება, როდესაც სახეზე გვაქვს ჩაწყობილი თამაშები. ნაპოლის შემთხვევაში კი ეს გამორიცხულია და თან, რაც ყველაზე ცუდია, გუნდში მოტივაცია გაქრება. რისთვის მოიკლეს თავი მთელი სეზონი კარგი თამაშით??? რაო დედაქალაქურ და ელიტურ კლუბებს ჩემპოინობის შანსი აღარ აქვთ და კონკურენტის(ნაპოლის) დასანქცირებით თუ აპირებენ ჩემპიონობას- შემირცხვენია(კი ხვდებით აქ რაც ჯობდა დამეწერა) მასეთი ჩემპიონობა!!!
ქ. გ.
დამშვიდდით. ყალბი აქ მხოლოდ POSTV -ის ინფორმაცია არის. ოსიმენის ფასი არ იყო ხელოვნურად გაზრდილი. მართლა ღირს 70 მილიონი.
ალექს
ვთქვათ და დამტკიცდა, მთელი გუნდი რატომ ისჯება?? ან თუ ისჯება ფინანსურად დაისაჯოს და არა ქულებით, ვინ ადგენს ვის რამდენი უნდა ჩამოაკლდეს?? რატომ 15 და არა 25 ან 7?? რა სისულელეა ეს? ან ეს სეზონი რა შუაშია, როცა გადავიდა იმ სეზონის მაინც დააკლონ.. ძალიან დიდი აბსურდია!
Charley
ეს ინტერის "კრიშას" ნამოქმედარს გავს პროკურატურიდან რა ჩეპეები ამოუქექეს ეს რა ხდება აქ ძაღლის თავია დამარხული და სადღაც ძალიან არ უნდათ ნაპოლის ჩემპიონობა და ეს ჩრდილოეთ იტალიის საფეხბურთო მამების შეთითხნილი საქმე მგონია. აი იუვე ალიბი იყო როგორც ჩანს გაეპრავებიათ მარტო ნაპოლის ხოარ მოვაკელით ქულებიო და ნაპოლისაც უპირებენ როგორც ჩანს ქულების შეწერას, იტალიაში რო ...ობები ხდება რათ უნდა მაგას საუბარი იმედია რო გადარჩება ნაპოლი ეხლა რო ქულები დააკლონ კატასტროფა იქნება ჩემპიონობას ართმევენ ეგრე გამოდის და რის გამო დელაურანტისმა ოსიმენის ტრანსფერზე ფული გაათეთრაო და ეს ახლა გაახსენდათ? როცა ოსი 3 წლის უკან შეიძინეს ლილიდან . ცალკე ოსიმენი მიიღეს ფსიქოლოგიურ ტრამვას ცალკე სპალეტი ცალკე ხვიჩა და მთელი გუნდი. იქეთ კიდე ნახევარ ნეაპოლს გული დაარტყამს აქეთ ჩვენთანაც კვარას გამო გააფრენს ხალხი.
რეზო
მილანს გახდიან ჩემპიონს. ნაპოლის აუგორა POSTV-მ. დაწყებულიც რომ არ იყოს, მალე დააწყებინებენ გამოძიებას.
???
მგონი კრემონეზე ხდება ჩემპიონი ამათ თუ ყველას დააკლეს ქულები
ბერლუსკონი და პუტინი
POSTV ავტოგოლაზე მუაობს?
merabi-1960
ვერაფრით ვერ ვხვდები ამათ ლოგიკას.რატომ ისჯებიან ფეხბურთელები და გულშემატკივრები...ანუ ფეხბურთელები კლუბთან კონტრაქტს რომ დებენ,მისი ბუღალტერია უნდა იცოდნენ? აქ ხომ თამაშების ჩაწყობაზე არ არის საუბარი...
POSTV -ის რაა?
POSTV ხომ? ამუშავდა რუსეთი, რომ არ გახდეს ხვიჩა ჩემპიონი? აი მაედონიასთან კოვიდიც მაგათმა გამოუწერეს ხვიჩას, რომ ნაკრები ვერ გასულიყო!!!
beqa
15 ქულა რომც დააკლონ მაინც ჩემპიონი გახდება :)) 7 ქულას დაუქაჩავს მილანს
ქართველი
ამათ ხოარაჟრიალებთ. 33 წლის მერე გუნდი პირველად იგებს სკუდეტოს რაის მინუს 15 ქულა, ბარემ პირდაპირ ჩაახუტეთ მილანს თასი. ან ამდენი ხანი სად იყვნენ თუ რამე ეჭვი ქონდათ რამდენი ხანია ოსიმენი ნეაპოლშია. ამ სეზონს თავი დაანებონ თორე გადაწვავს მთელი ნეაპოლი მაგ ფედერაციას და მართლებიც იქნებიან
ზაქრო
ყველაფერი გაკეთდება, რომ ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდეს.
ჯონდო
რატო არავინ წერთ პოსტვ/ქოცები კვარას უტევენ?
giorgi
ნაციონალები ქექავენ გლახაუნდათ
გია
თუ ასეა საქმე, დროზე უნდა მოცილდეს ხვიჩა ნაპოლის და საერთოდ იტალიას
ვაჟა მასწავლებელი
კვარას წინსვლა-განვითარტებას არ შეეშალოს ხელი, თორემ იტალიელები ვინც არიან, რაც არიან და რა შეუძლიათ და საერთოდ ფეხბურთი რომ ფულის გათეთრების წყაროდ იქცა - საყოველთაოდ ცნობილია ბატონო ჩემო! მაგალითად: ამ ბოლო დროს უკრაინელი ფეხბურთელი რომ 100მლ-ზე მაღალ ფასად გაიყიდა - იქედან "ატკატს" მეც ველოდები მგონია.
მეიცა
გუდ ბაი ჩემპიონობაც...
Guriec
ვინ ქექავს და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია! სერია ა-ს რომ დაერხა ხომ ხედავთ? ჰოდა მიზეზების ძიებამ ეს ფაქტებიც ამოყარა. ვფიქრობ კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი ამოხტება. გამოძიება ჯერ ახალი დაწყებულია.
პლეხანოვზე გაზრდილი
რა ხდება? კომპრომატებს ვინ ქექავს? ქართველო ჟურნალისტებო გაგვარკვიეთ!
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] "ნაპოლიმ" სახლში "ლაციოსთან" მარცხი განიცადა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"პატივი და ქება კვარაცხელიას - ჩემოდნებით ნეაპოლში უნდა გაიქცნენ" - კანჩელსკისი ფეხბურთელებს რჩევას აძლევს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა
ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა