ჩვენმა წყალმხტომელებმა ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა ჩინურ შანხაიში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალები მოსინჯეს
რამდენიმე დღეა, ჩინური შანხაი საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ დიდ ფორუმზე გუშინ ქართველმა სპორტსმენებმაც მოსინჯეს ძალები სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში.

ჭოლა ჭანტურიას და შოთა კორახაშვილს მსგავს შეჯიბრებაზე დებიუტი ორი წლის წინათ ჰქონდათ რომში. მაშინ ჩვენი დუეტი მე-17 ადგილზე გავიდა. ამჯერად ქართველმა წყალმხტომელებმა ხუთი საფეხურით წინ წაიწიეს.

- ბოლო ხტომის წინ ქართველი ბიჭები მე-15 ადგილზე იყვნენ, - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ, რომელსაც შანხაიში შევეხმიანეთ. - გადამწყვეტი ნახტომისთვის ჭოლამ და შოთამ შეძლეს ძალების მობილიზება და ორი ხრახნით ორ-ნახევარ მალაყში 72,5 ქულა დაიმსახურეს, საბოლოოდ 354,93 ქულას მოუყარეს თავი და ფინალში გავიდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტებს - საბერძნეთის, კუბისა და ჰოლანდიის წარმომადგენლებს ვაჯობეთ. ფინალში არბიტრების არაობიექტურობა რომ არა, ორი-სამი ადგილით მაინც დავწინაურდებოდით. საბოლოოდ კი 365,13 ქულით მე-12 ადგილზე გავედით და 38 სარეიტინგო ქულაც შევიმატეთ...

სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში მედლები ასე განაწილდა: 1. კაი ქინი, იუთონ ლიო (ჩინეთი, 463,98), 2. ილია ზახაროვი, ევგენი კუზნეცოვი (რუსეთი, 451,89), 3. იაჰელ კასტილო, ჯულიან სანჩესი (მექსიკა, 437,61).

ხვალ ჭანტურია და კორახაშვილი 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომებში შეეჯიბრებიან მეტოქეებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს