მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის გათამაშების პირველ მატჩში შაბათს, სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მსოფლიოს თასის ამჟამინდელი მფლობელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის გათამაშების პირველ მატჩში შაბათს, სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა "ვოლაბებთან" სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი დააყენა. ესენია, მორკინალები დინ ხრილინგი, ვერნერ კრუხერი და ეშლი ჯონსონი. მეოთხე ახალბედა, უკანახაზელი ჩარლი მაკლოიდი კი სათადარიგოთა სკამზე დასვა და, გამორიცხული, არაა ეროვნულ ნაკრებში პირველი კეპი ერთბაშად ოთხმა მორაგბემ მოიპოვოს.

გამოცდილთაგან ძირითად შემადგენლობაში არიან 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში გამარჯვებულები, კაპიტანი ჯონ სმიტი, შუამარბი ვინანდ ულიფიე, ცხრა ნომერი რუნ პინარი, მეორეხაზელი იონ მიულერი და მესამეხაზელი დენი როსუ. პირველხაზელი სი ჯეი ფან დერ ლინდე კი სათადარიგოთა შორისაა.

"ახალბედებმა ზე რაგბის გათამაშებაში შესანიშნავად ითამაშეს და ახლა მათ ბრწყინვალე შანსი აქვთ, თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინონ." - თქვა პიტერ

დეფილიერსმა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკელთა კაპიტანი ჯონ სმიტი შაბათს ნაკრებში 103-ე შეხვედრას ჩაატარებს.

სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ბიორნ ბესონი, 13. იან დე იონგი, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ლვაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინაარი. 1. დინ ხრილინგი, 2. ჯონ სმიტი, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. იონ მულერი, 6. დეონ სტიგმანი, 7. დენი როსუ, 8. ეშლი ჯონსონი.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ალისტერ ჰარგრეივსი, 19. იან დეისელი, 20. ჩარლი მაკლოიდი, 21. ადრიან იაკობსი, 22. პატრიკ ლამბიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს