გუშინ, 23 იანვარს, გორში საკალათბურთო ზეიმი იყო. პირველად ისტორიაში, შიდა ქართლის მთავარმა ქალაქმა "ა" ლიგის მატჩს უმასპინძლა. ამ სეზონში პროფესიულ ლიგაში შემოსულმა გორის გუნდმა გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი და უშუალო კონკურენტი – ტყიბულის "ორბი" დაამარცხა და სპორტის სასახლეში მისული მხარდამჭერები გაახარა. პირველი საშინაო მატჩი წარმატებული გამოდგა "ივერიონისთვის", რომელსაც დიმიტრი ჯაკობოვი წვრთნის.

როგორც გორის გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ამ გამარჯვებამ კალათბურთის ქომაგებს დიდი ბიძგი მისცა და შემდეგი საშინაო მატჩისთვის გაცილებით მეტი მაყურებელი მოვა, რომელიც გორის სპორტის სასახლის მცირე დარბაზში აღარ დაეტევა. გულშემატკივარმა დღევანდელ გამარჯვებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა. გორელები მხურვალედ ქომაგობდნენ "ივერიონს", რომელმაც ირაკლი ტომარაძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი "ორბი" ბოლო წუთებზე გატეხა და 64:55 გაიმარჯვა.

მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ორივე გუნდი დაცვაზე იყო ორიენტირებული. შესაბამისად, იყო ხშირი შეცდომები, ხარვეზები და ანგარიშიც საკმაოდ ნელა იზრდებოდა. მეორე პერიოდი სულაც 9:9 სრულდებოდა, ბოლო წამებზე "ორბის" ფორვარდს, ლევან ლოლიშვილს, სამქულიანი რომ არ ჩაეგდო. დიდ შესვენებაზე გორელები 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ეს სხვაობაც გაბათილდა და გუნდებმა, ფაქტობრივად, თავიდან დაიწყეს გამარჯვებისთვის ბრძოლა.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლო წუთებზე გორელთა მედგარი დაცვა, რასაც "ივერიონის" მარჯვე ლეგიონერის, ჯერმეინ ჰედის ჩაჭრები და ზუსტი გარღვევები დაერთო. ბოლოსწინა წუთზე მასპინძლების უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია და თამაშის ბედიც გაირკვა. გამარჯვებულებს 26 ქულით, 8 მოხსნითა, 7 პასითა და 6 ჩაჭრით ჰედმა ულიდერა. 12 ქულა აიზია ლუისმა მოაგროვა, მამუკა ბაზუაშვილისა და ვიქტორ ლუისის ანგარიშზე 8-8 ქულა დაგროვდა. "ორბის" შემადგენლობაში 15 ქულითა და 6 პასით კენი კუპერი გამოირჩა. მარკალ ლოთსმა ტყიბულელებს 12 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.

თავის მხრივ, "ტყიბულშიც" პირველად გაიმართება "ა" ლიგის მატჩი, როცა "ორბი" ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდს უმაპინძლებს.

GBF

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა