ავსტრალიელთა ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა, რობი დინსმა, მას შემდეგ, რაც "ვოლაბებმა" სამოას ისტორიული გამარჯვება "აჩუქეს", გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა
ავსტრალიელთა ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა, რობი დინსმა, მას შემდეგ, რაც "ვოლაბებმა" სამოას ისტორიული გამარჯვება "აჩუქეს", გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა.

სამოასთან მარცხის პირველი და ყველაზე სერიოზული მსხვერპლი შუამარბი მეთ გიტო გამოდგა, რომელიც დინსმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

"ვოლაბების" უკანა ხაზი "ბოეკს" მთლიანად სახეშეცვლილი დაუხვდება. დინსმა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა, ზე რაგბის გათამაშებაში ბრისბენის "რედსის" გამარჯვების შემომქმედნი, ცხრა ნომერი ვილი გენია და მგეზავი ქუადე კუპერი. უკანა ხაზში ითამაშებს ასევე ჯეიმზ ოკონორი. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ქართლი ბეილიმ, პეტ მაკკებიმ, ადამ-ეშლი კუპერმა და დიგბი იონიმ.

შერკინების მეორეხაზში "რედსის" მორაგბეები ჯეიმზ ჰორვილი და რობ საიმოსნი ითამაშებენ. ნათან შარფმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. დევიდ პოქოკი კი მესამე ხაზში ითამაშებს.

"ჩვენ საკმაოდ კარგი, მობილური და სწრაფი უკანა ხაზის მოთამაშეები გვყავს. თუმცა შემადგენლობის ოპტიმალური ვარიანტი მაინც მოსაძებნია. ამიტომ მეგაზავის და პირველი შუამარბის (N:12) პოზიციებზე ექპერიმენტს კიდევ ერთხელ ჩავატარებთ.

გიტო გუნდიდან არ გაგვიშვია. ის ჩვენთან ერთადაა და მას სამი ერის გათამაშებაში შანსი მიეცემა ახალ ზელანიდაში წამსვლელთა შორის ადგილის დასაკავებლად იბრძოლოს" - თქვა რობი დინსმა.

ამასობაში ავსტრალიური სარაგბო თემი ორშაბათს საღამოს მომხდარმა ტრაგედიამ შეძრწუნა. ავსტრალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩის შემდეგ სტადიონიდან შინ ავტომობილით მიმავალი 21 წლის მორაგბე ჰილი ეპლბი ავარიაში მოყვა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სავადმყოფოში მიიყვენეს.

ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მის ნათესავებს მილიარდიდან ერთი გადარჩენის შანსი მისცეს. ამდენად ეპლბის მკურნალობა შეუწყვიტეს და ახალგაზრდა მორაგბე დაიღუპა.

ავსტრალიის ნაკრები: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯიმი ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოქოკი, 8. ბენ მაკკალმენი.

16. საია ფაინგაა, 17. პეკ ქოუანი, 18. ნათან შარფი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. სკოტ ჰიგინბოთამი, 21, ნიკ ფილიპსი, 22. ენტონი ფაინგაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს