ტოპ-საფეხბურთო ჩემპიონატებში პირველი წრე დასრულდა ან სრულდება და გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია. უპირატესობის შენარჩუნება თუ განიავება არაერთხელ გვინახავს, შესაბამისად, პროგნოზები მაინც ნაადრევია. ორი გუნდი განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების ქვეშაა, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატის ლიდერები, ლონდონის "არსენალი" და "ნაპოლი".

2003-04 წლების სეზონში არსენ ვენგერის გუნდმა თითქოს შეუძლებელი შეძლო და პრემიერლიგაში, ტიერი ანრის ლიდერობით, წაუგებლად გაიმარჯვა. გუნდში სხვა დიდებული მოთამაშეებიც იყვნენ. ამის შემდეგ "წითელმა" ლონდონმა "ლურჯი" მხარის, "ჩელსის" არაერთი ტიტული, მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა იხილა და მათ ახლა გამარჯვების გემოს დაბრუნება ძალიან სჭირდებათ. რაც შეეხება "ნაპოლის", უკვე 33 წელია, გუნდი სკუდეტოს მოპოვებასა და მარადონას დროის დიდების დაბრუნებას ელის, თუმცა აქამდე უშედეგოდ. რამდენჯერაც ამ ქალაქში ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევად დაიწყეს, ამას შესაბამისი დასასრული არ მოჰყვა და ახლა ამ გიჟური ადგილის გულშემატკივრები ცდილობენ, პირში წყალი რაც შეიძლება დიდხანს ჩაიგუბონ და გადამწყვეტ მომენტში აფეთქდნენ. უახლოეს მდევართან 12-ქულიანი სხვაობა, ტურინის "იუვენტუსის" დასჯა და რაც მთავარია, ლუჩანო სპალეტის გუნდის დიდებული სათამაშო ფორმა ოპტიმიზმის ყველანაირ საფუძველს იძლევა.

და რა იყო სეზონის წინ? ლონდონის "არსენალი" განსაკუთრებულად მაინც არ გაძლიერებულა, "ნაპოლიდან" კი ლიდერები წავიდნენ და მათი შეცვლა თითქოს შეუძლებელი ამბავი ჩანდა. გავა დრო და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ეპოქალურ მნიშვნელობას შეიძენს, არაორდინარული ქართველი ხომ აქ მოსვლის პირველივე დღიდან გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდა. სეზონის წინ, როცა საქართველოში ნეაპოლელების თამაშს ასე დეტალურად ნაკლებად ვაკვირდებოდით, იტალიურ მედიაში წერდნენ, რომ ძალიან ნიჭიერ ვიქტორ ოსიმენს გვერდით აუცილებლად სჭირდებოდა ისეთი შემტევი, რომელიც 24 წლის ნიგერიელს ზონებს გაუხსნიდა და ის უფრო მეტი საგოლე შანსის შექმნას შეძლებდა. ყველაფერი კარგი ასე აგიხდეთ. ვიქტორს გასულ სეზონებში 10 და 14 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა, ახლა კი ეკვატორზე უკვე 13 გოლი აქვს. ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ გარემარბსაც შეაქვს. "არსენალთან" პარალელი რომ გავავლოთ, ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსი დაშავდა და როცა ლონდონელები თითქოს დაიძაბნენ, 23 წლის ედი ნკეტია ძალიან თავდაჯერებით ათამაშდა და უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" დუბლი შეუსრულა. ასე რომ, ზოგჯერ, როცა რომელიმე ლიდერის გარეშე დარჩენა კატასტროფა გგონია, იქნებ საქმე უკეთეს მდგომარეობასთანაც გქონდეს. ინსინიეს "ნაპოლიდან" წასვლას ხომ ერთგვარი შფოთიც კი მოჰყვა.

მიკელ არტეტამ გასულ წლებში ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა, რის შედეგებსაც ახლა იმკის. მოთამაშეები, რომლებსაც გუნდში პირველი სეზონი არ აქვთ, ახლა თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ და დამრიგებელთან ერთად გაიზარდნენ. ასეთი ნორვეგიელი მარტინ ოდეგორია, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და ყოველწლიურად უფრო შემოქმედებითი, შედეგიანი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულია. "ნაპოლის" მსგავსი სტილის ნახევარმცველი ნაკლებად ჰყავს, საგოლე იერიშებითა და პასებით აქ კვარაცხელია გამოირჩევა. ლონდონელებში ამ მხრივ ბუკაიო საკაც მოწინავეა. ლუჩანო სპალეტისაც ხომ ზურგს ყველაფერთან ერთად "ნაპოლის" გასული სეზონის გამოცდილება უმაგრებს, როცა ლიდერობა ხელიდან გაუშვეს და ეს ძალიან უნდა გამოადგეს. მის სხვა მოთამაშეებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად პროგრესირებენ - სტანისლავ ლობოტკა ("ნაპოლიში" მე-4 სეზონს ატარებს), ზამბო ანგისა (მეორე სეზონი) თუ ელიფ ელმასი (მეოთხე სეზონი).

დაველოდოთ, იტალიური გუნდები "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის გაწევას რამდენად შეძლებენ, "არსენალს" კი ზურგსუკან თვით პეპ გვარდიოლას "სიტის" სუნთქვა ესმის.

Emre
ვინც ამინუსებთ ამ კომენტარს უბრალოდ არ იცით არსენალი რამხელა პროგრესს განიცდის და როგორ ფეხბურთს თამაშობს, არტეტას მართლა შეუძლია ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახადოს
მეგრელს
ჩაგეთვალა, მაგრამ ოსებსაც ხომ მაგარი ყავთ ოსი-მენი.
ზაქრო
მოკლედ ეშმაკი არ გასვენებთ რა, რითი ჩამოუვარდება ნაპოლი ევროპის სხვა წამყვან გუნდებს ?
მეგრელი
აქეთ კვარაცხელია და არსენალში ნკეტია. რა ვართ ეს მეგრელები ბიჭო!!!! ))))
ნერაძური
ნაპოლის შემდეგ ხვიჩასთვის სწორედ არსენალი წარმომიდგენია
კაპიტან გარდენბურგი
ღვთისავარის სტატიებში მეც ეს მომწონს, საკუთარი ნააზრევი. გამართული და გააზრებული ფორმით გადმოცემული, ყველანაირი ქუჩური და სოფლის ბირჟის ტერმინოლოგიისა, ვიღაც ქალებზე ჭორაობის და მასებისთვის პოპულარული შეხედულებების გამოყენების გარეშე დაწერილი. წარმატებები
სოსო
ძალიან მიხარია,ღვთისავარ ანთაძემ საკუთარი ნააზრევის წერა რომ დაიწყო!ძალიან მოკრე დროში,ჩინებულ ანალიტიკურ ჟუტნალისტად გვიყალიბდება. მარტინ ოდეგორი,ვუნდერკინდის წორებით გამოჩნდა საფეხბურთო ჰორიზონტზე.მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობასაც კი ჰპირდებოდნენ,მაგრამ მერე,თითქოს ზრდა შეწყვიტა და მასზე ხმაურიც მინელდა.ახლა,მისი მეორედ გაბრწყინების პერიოდის მოწმეები ვართ და მართლაც დიდებულად ირჯება.ჩვენი მომავალი მეტოქეა და ვერ ვიტყვი,რომ მისი ბრწყინვალე თამაში,ძალიან მიხარია,მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში.მთლიანობაში კი,რა თქმა უნდა ყოველი ვარსკვლავის გაბრწყინება,ჩვენთვის სასიხარულოა.რაც შეეხება ნაპოლის,თვითონ თუ არ მოეშვნენ,ან ფედერაციამ ძალიან ბევრი ქულა თუ არ ჩამოაკლო,გამორიცხულია,მათ ვინმე დაეწიოს ჩემპიონატში.საკუთარი მოდუნება გამორიცხულია,რადგან შარშან უკვე დაკარგეს ტიტული,ამის გამო,აი მეორე ვარიანტი კი,დარწმუნებული ვარ,ნაპოლის დანაშაული,იუვეს დანაშაულზე შეუდარებლად მცირე იქნება,თუ საერთოდ არის,მაგრამ მეორ მხრივ,ჩემპიონატს უკვე აზრი აქვს დაკარგული,12 ქულიანი ჰანდიკაპის გამო და შესაძლოა მისი დაძაბვის მიზნით,რაიმე გაუჩალიჩონ ფედერაციაში.რა თქმა უნდა ამის შანსიც მიზერულია და ფაქტობრივად,ნულის ტოლი.თუ ასე გააგრძელეს თამაში,დარწმუნებული ვარ,ხვიჩაც და ოსიმენიც საუკეთესოთა ათეულში,კიდევ უფრო მაღლა აიწევენ.სწორედ ამას ვუსურვებ,ორივეს, საქართველოს ნაკრებს და ნაპოლის!
emre
წელს ნაპოლის და არსენალის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია. ორივე გუნდი საოცარ ფეხბურთს აჩვენებს. ძნელია ამ ორი ფეხბურთელის შედარება სტატუსებით თავიანთ გუნდებში. ხვიჩამ ბუმი მოახდინა მთელ ჩემპიონატში და ბევრად დიდი დამსახურება აქ იმაში რო ამხელა უპირატესობით ლიდერობენ, არსენალის გარდაქმნა კიდე სხვა საოცრებაა, ბრავო არტეტას, უბრალოდ საოცარია რამხელა თავდაჯერებულობას აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
G.LA
ორივე გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და არცერთისგან ასეთ არავინ მოელოდა. გავიხსენოთ ნაპოლიზე რომ ვიძახდით ლიგაზე ვერ გავლენ და ამას წინასწარ უნდა შევეგუოთო. ახლა კი ლიგაზე კი არა მე პირადად ნეაპოლში არ ვარ ამიტომ პირში წყალს არ ჩავიგუბებ. ნაპოლი ჩემპიონი გახდება! არსენალს ცოტა გაუჭირდება რადგან გასვლაზე ლივერი, სიტი და უკვე კარგ ნიუკასლთან დარჩა თამაშები ასევე ჩელსისთან. მარა ასეთი არსენალი ჩემპიონობას იმსახურებს და ვფიქრობ გახდება კიდევაც. ნაპოლის ძნელი თამაში გასვლაზე იუვე დარჩა მხოლოდ. მჯერა ჩვენი ბრილიანტი ჩემპიონი გახდება და ლიგაზეც მინდა სიურპრიზი ვნახო ნაპოლის შემოთავაზებული.
შალვა
დიდებულია, კიდევ მეტი ასეთი ანალიტიკური სტატია, მართლაც დამბურძგლავია,
მამუკა
საინტერესო და კარგი სტატიაა
ყოჩაღ ავტორს
ძალიან კარგი სტატიაა, ყოჩაღ ღვთისავარს
რომაელი
ეს სტატია ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, ჩვენიანზეა და ქართველი ჟურნალისტის
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა