მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავების შემდეგ ყველანი ველოდით, რომ ინგლისის ნაკრების მილიონერი ვარსკვლავები თავს ჩაღუნავდნენ და ცოტა მოკრძალებულად მოიქცეოდნენ, მაგრამ...

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავების შემდეგ ყველანი ველოდით, რომ ინგლისის ნაკრების მილიონერი ვარსკვლავები თავს ჩაღუნავდნენ და ცოტა მოკრძალებულად მოიქცეოდნენ, მაგრამ ეს რას ვხედავთ, ერთნი ღამის კლუბებში თვრებიან, მეორენი სიგარეტის წევით იბერებიან, უეინ რუნიმ კი სულაც ქუჩაში კედელს მიაშარდაო, წერს ინგლისური "დეილი მეილი" და დასძენს, რომ პიტერს კრაუჩმა პრემიერლიგელთა უზნეო ქცევის ბისკვიტს ზემოდან კრემი მოუსვა - თინეიჯერ მეძავთან გამიჭირეს.

წარმოშობით ალჟირელმა გოგონამ, რომელიც ტაბლოიდებს მონიკა მინტის სახელით გაეცნო ამბობს, რომ 198 სანტიმეტრი სიმაღლის ტოტენჰემელმა მას 800 ფუნტი გადაუხადა, და ტაქსით ერთ სასტუმროში მიიყვანა, სადაც ღამით დარჩენა 80 ფუნტი ღირს - ეს ამბავი ივლისში მადრიდში მომხდარა, გახმაურებით კი ახლა გახმაურდა. ასე იყო თუ ისე, მოედო თუ არა ცნობა კრაუჩის მეძავებში წანწალის შესახებ მსოფლიოს, ფეხბურთელის აგენტი სადღაც გაქრა, "ტოტენჰემმა" კი ენა მუცელში ჩაიგდო. სამაგიეროდ, ალაპარაკდნენ, მაგრამ რას ალაპარაკდნენ კრაუჩის საცოლის აბიგალ კლენსის დაქალები. ცნობისათვის: პიტერი და აბიგალი წელიწადი და ერთი თვეა, რაც ერთად არიან. 24 წლის ქალის ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა: "აბიგალი შოკშია. აბა, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ნებისმიერს, ასეთი რამ რომ გაეგო?"

საკუთრივ კლენსის ჟურნალისტები ვერ დაელაპარაკნენ. მოდელი და ტალაწამყვანი ლონდონში არ გახლდათ. ის მანჩესტერში გადაღებებზე იყო: ამზადებენ სატელევიზიო სერიალს გამოჩენილი ინგლისელი პარიკმახერების შესახებ. ცნობილია, რომ მის კლენსიმ და კრაუჩმა ტელეფონით ილაპარაკეს. დაქალებმა თქვეს, რომ აბიგალი მომავალთან დაკავშირებით არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს სანამ უშუალოდ არ ნახავს პიტერს და პირისპირ არ დაელაპარაკება. ყვითელი პრესის რეპორტიორებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ქალს ნიშნობის ბეჭედი ჯერ კიდევ უკეთია.

კრაუჩის ცხოვრებაში კი, როგორც ჩანს, მართლა ძალიან მძიმე პერიოდი დადგა. გარდა ამ პირადული სკანდალისა, მას ფეხბურთშიც აერია საქმე. ფაბიო კაპელომ უნგრეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის არ გამოიძახა და საერთოდაც, საეჭვოა, რომ ამიერიდან კიდევ ათამაშოს ინგლისის ნაკრებში, ხოლო "ტოტენჰემი" თურმე გაყიდვას უპირებს.

რაც შეეხება კრაუჩის სკანდალურ თავგადასავალს, ეს ასე მომხდარა: 29 წლის ფეხბურთელის კლასელსა და ბავშვობის ძმაკაცს ედ ატკინს ცოლი მოჰყავდა და მისი ქორწილის წინ ბიჭებმა შაბათ-კვირას მადრიდში განავარდება გადაწყვიტეს.

საინტერესოა, რომ მეძავმა ინგლისურ ტაბლოიდებს განუცხადა, კრაუჩი გაცილებით თავაზიანი ადამიანი გამოდგა ვიდრე ესპანელი ფეხბურთელები არიან, რომელთანაც ასევე ხშირად მაქვს ურთიერთობაო. მართალია თუ არა ის, რომ 46-მილიონიან ქვეყანაში ესპანელი ფეხბურთელები მაინც და მაინც ამ მონიკა მინტთან დარბიან, არავინ იცის. სამაგიეროდ, მეძავმა თქვა: "რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ლამაზი საცოლის პატრონი სიყვარულში ვინმეს ფულს გადაუხდიდა"...

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო