იტალიის სერია "ა"-ში, მეორე წრის პირველ ტურის ბოლოსკენ, დიდებული აფიშა გვაქვს - ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს, რომელიც თანაქალაქელ "ლაციოსთან", "მილანთან" და "ინტერთან" ერთად სეზონის ბოლომდე ეცდება, ჩემპიონატის ლიდერ ნეაპოლელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. შეხვედრა "სტადიო მარადონაზე" დღეს, 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ლუჩანო სპალეტის გუნდს 50 ქულა აქვს. სეზონის ნახევარში აქამდე მსგავსი ან უკეთესი შედეგი სულ ხუთჯერ დაფიქსირდა, ერთხელ "ინტერმა", დანარჩენი კი "იუვენტუსმა" შეძლო, თუმცა "კალჩოპოლის" სკანდალის გამო, "ბებერი ქალბატონის" 2005-06 წლების სეზონის მიღწევა ანულირებულია.

გავიხსენოთ ამ გუნდებს შორის ჩატარებული მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი, სადაც რომაელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ თავდაცვაზე მაქსიმალურად იფიქრა, მის გუნდს მოწინააღმდეგის კარისკენ ნორმალურად არ გაუხედავს, თუმცა შეხვედრის ბოლოს ვიქტორ ოსიმენი კრის სმოლინგს დიდოსტატურად გაექცა და გამარჯვების გოლი (1:0) გაიტანა. ისიც გვახსოვს, იმ დაპირისპირების წინ "განსაკუთრებულად" წოდებული სპეციალისტი ღიად ამბობდა, ხვიჩა კვარაცხელია ყველა ხერხით უნდა შევაჩეროთო. მან ახლა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სპალეტის გუნდის გარკვეული მოდუნება ჩაიფიქრა და ჩემპიონობა უკვე მიულოცა. პორტუგალიელმა ისიც თქვა, რომ ამ შეხვედრის მთავარი კაცი პაოლო დიბალაა. არგენტინელ ფეხბურთელს არაფერს ვერჩით, თუმცა მოურინიოს ამ ნათქვამს დიდი გამოცდა ელის. საგანგებო დაცვით სისტემაში ქართველი გარემარბის ირგვლივ პოლონელი ნიკოლა ძალევსკი იმოძრავებს, ნემანია მატიჩი კი საყრდენ ზონას გაამაგრებს. შეხვედრას დანიელე ორსატოს სახით ისეთი არბიტრი განსჯის, იმედი გვაქვს, ნებისმიერ ხისტ ქმედებას შესაბამისად დასჯის.

თუკი ვიქტორ ოსიმენი გოლის გატანას შეძლებს, ის მისთვის სეზონში მე-14 იქნება, რაც საუკეთესო შედეგის გამეორება გამოვა. აღსანიშნავია, რომ ის სტანდარტულ მდგომარეობებს (პენალტი, ჯარიმა) არ ასრულებს. ნიგერიელს ოთხჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ (სულ 7 შედეგიანი მოქმედება აქვს) გაატანინა. ოსიმენს პიოტრ ზელინსკიც კარგად უგებს. "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა, ძირითად შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს, პოლონელს კი სათადარიგოთა სკამზე მოიაზრებენ - სასტარტოში ელიფ ელმასმა უნდა დაიწყოს.

"რომას" "ნაპოლისთვის" 2019 წლის შემდეგ არ მოუგია და ზოგადად, ჟოზე მოურინიოს ლუჩანო სპალეტის წინააღმდეგ უჭირს. პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი 60 წლის გახდა, თუმცა ჟოზემ პომპეზურობაზე უარი თქვა და განაცხადა, "სტადიო მარადონაზე" გამარჯვება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებაო.

ორმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "კვარადონა" ბრუნდება და ის ახლა უკვე "რომას" ემუქრება. ჩვენებურმა ბოლოს სწორედ საშინაო არენაზე ითამაშა და "იუვენტუსის" (5:1) დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა - გაიტანა და ფაქტობრივად, ყველა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.

ლაშა
მოურინიოს ნათქვამს დიდი გამოცდა ელის!... ცრუობს მაურინიო, რადგან მისთვის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუა!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ზუსტად ჯოზე ქმნიდა იმ ინტრიგას კლასიკოში რაც ადრე იყო. მაგრამ შენ 14 წლის ხარ მაგას ვერ გაიგებ. შენ ახლა რო უყურებ სოფლურ კლასიკოს მაგი მოგწონს.
TanoLife
“Bread and circuses“ ასე ეძახიან და ხშირად იყენებენ ამ ფრაზას ამერიკელი პოლიტიკოსები. ეს მეტონიმიური ფრაზაა, რომელიც ზედაპირულ სიმშვიდეს ეხება. აღარ მახსოვს რომელ რომაელ პოეტს ეკუთვნის, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ მეორე საუკუნის დასაწყისში იყო. ეს გამონათქვამი ჩვეულებრივ გამოიყენება კულტურულ, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტში.

როგორ მეზიზღება მაურინიო, თავისი დამპალი ცინიკური კომენტარებით და ჩაკეტილი მახინჯი ფეხბურთით. გამოაქვეყნეთ მისი ინტერვიუც რა
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!! "ნაპოლის" ჩემპიონობა ხვიჩასთან ერთად...
მიშა
მესმის თქვენი სურვილი, ხატოვნად გადმოსცეთ სათქმელი. რაც, ნამდვილად ლამაზად გამოგდით ხოლმე. უბრალოდ, ,,პური და დანახაობა" პლებსთან დაკავშირებული გამოთქმაა. ანუ, ხალხს თუ საჭმელს და გასართობს არ მოაკლებ, პრობლემას არ შეუქმნის მმართველ კლასებს.
Semi
ხვიჩას არცერთი მატჩი არ გამომიტოვებია რუბინში პირველი მატჩიდან მოყოლებული. ნაპოლიდან დაინტერესება რომ იყო მამუკა ჯუღელს კითხა დიმა ობოლაძემ, უმჯობესი ხო არ იქნება ჯერ ევროპაში შედარებით სუსტ გუნდში გადავიდეს სათამაშო პრაქტიკა რომ ქონდესო, ჯუღელმა უპასუხა ხვიჩა ისეთი ტალანტია ნებისმიერ ტოპ გუნდში ძირითადში ითამაშებს და პრაქტიკის ნაკლებობა არ ექნებაო. მე ვიფიქრე აზვიადებს ეს კაცი, ნაპოლიში თუ გადავიდა მთელ სეზონში პირველ წელს იქნებ 12-15 მატჩი ჩაატაროს და 4-5 გოლო გაიტანოს მაგარი იქნება და მეორე წლიდან ძირითადი იქნებ მოიპოვოს მეთქი. ხოდა ბიჭი სერია ა-ს პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა, მეტი აღიარება რა უნდა მოიპოვოს?!, ფანტასტიკური შედეგია ამაზე მეტი ოცნებაშიც წარმოუდგენელი იყო.
Charley-ს
თუ არ იცით "პური და სანახაობა" რას ნიშნავს, ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში. დაგუგლეთ "panem et circenses".
Charley
ფეხბურთს უხდება გამოთქმა - პური და სანახაობა. პური ამ შემთხვევაში შედეგია. ნაპოლიში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, ვინც პურს მოიპოვებს, მაგრამ ხვიჩა ერთადერთია, ვინც პურის მოტანასთან ერთად, სანახაობას ქმნის. No Kvara, No show-ო რომ წერენ ფბ-ზე, ამაზე კი ბუზღუნობს ზოგი მისი მოჰეითერო სასტავი, მაგრამ რეალურად ეგრეა, როცა კვარა არაა, ნაპოლი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, სანახაობა აკლიათ. ხანდახან ზელენსკი ან ელმასი თუ გაიფაფხურებენ და სულ ეგაა. გადახედეთ ნაპოლის სეზონის გოლებს, გატანილ გოლებშიც კი ჩანს თუ რამდენად 10 თავით მაღლა დგას სანახაობრივი ფეხბურთით ხვიჩა დანარჩენებთან შედარებით.
გაგა
2-ე წრის 1 ტურის ომახიანად დაწყება,მთელ გუნდს და რაც მთავარია ჩვენს კვარას(არანაირი კვარადონა,ის ჩვენი ქართველი ხვიჩაა:)),თანაც ძალიან კარგ გუნდთან,მეტ თავდაჯერებას მისცემს.ისე კი "ნაპოლის" რა უნდა დაუპირისპიროს "რომამ" არ ვიცი.დაფრინავს ჩვენი ბიჭი....
წელს
კაცო,მურილიო ცუდათაა შენი საქმე.
L.J .
Mimarta 1el wreshi da ar gaumartla viktorma magari sheugdo, sheidzleba exla agar "daketos" mase radgam sxvebs bevri tavisupleba aakvt...

უკვე ყველამ იცის, რომ კვარას მხოლოდ უხეში თამაშით აჩერებენ.
beqa
ინტერის მაგალითს მიმართავს მაკსიმალურად ახლოს და სივრცეების შეზღუდვა ფრეზე ითამაშებს ესე მგონია
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება