"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში ბრუნდება.

"ეს სასიხარულო სიახლეა, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის. სწორედ აქ დგამენ მომავალი სუპერვარსკვლავები საერთაშორისო რაგბიში პირველ ნაბიჯებს. თუ გადავხედავთ ბოლო წლების მონაცემებს, ახალგაზრდული გუნდიდან უამრავმა მორაგბემ შეავსო საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგები, რამაც ქართულ რაგბის დიდი ბიძგი მისცა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები თავიანთ ასაკში ეჩვევიან ტიერ1-ის გუნდებთან გამარჯვებებს, ისეთებთან, როგორებიც არიან ირლანდია, შოტლანდია, არგენტინა, იტალია და სხვა. გარდა ამისა, იძენენ მაღალ დონეზე თამაშისთვის საჭირო გამოცდილებას და ეზიარებიან საერთაშორისო რაგბის" – ამბობს კილასონია და განაგრძობს:

"ტურნირს სამხრეთი აფრიკა მასპინძლობს, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გარემოა, რადგან იქ ზედიზედ რამდენიმე წელი ჩავდიოდით გაზაფხულის ტურნირის სათამაშოდ. სამხრეთი აფრიკა დიდი სარაგბო კულტურის მატარებელი ქვეყანაა. იქ რაგბი ყველამ კარგად იცის, უყვართ და დარწმუნებული ვარ დიდი სიხარულით ელიან ჩემპიონატის დაწყებას. სამხრეთ აფრიკაში მრავლად გვყავს მეგობრები, გვაქვს კონტაქტები, რაც მსგავსი ტურნირების დროს დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს".

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "გ" ჯგუფში მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასთან და იტალიასთან ითამაშებს, პლეი-ოფში კი დაკავებული ადგილის მიხედვით გავლენ. 24 ივნისს საქართველოს მეტოქე სამხრეთი აფრიკა იქნება, 29-ში - არგენტინა, ჯგუფურ ეტაპს კი 4 ივლისს, იტალიასთან ჯახით დავასრულებთ.

"სამხრეთი აფრიკა ტრადიციულად ძლიერი გუნდია. ასევე ძლიერი, სწრაფი და მოძრავი გუნდი ჰყავს არგენტინას, რომელსაც გამოცდილი სამწვრთნელო შტაბი ხელმძღვანელობს. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს იტალიას და ეს სწორედ ახალგაზრდა მორაგბეების ხარჯზე ხდება, როგორც სანაკრებო, ასევე ფრენჩაიზების დონეზე. საინტერესო ჯგუფში ვართ და რთული თამაშები გველოდება" – აფასებს მეტოქეებს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი.

გუნდმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით უკვე გაიარა სამი სასელექციო შეკრება, ოღონდ ლეგიონერების გარეშე. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენს 20-წლამდელებში განსაკუთრებით ბევრი ლეგიონერია, რასთან დაკავშირებითაც ლადო კილასონია ამბობს:

"ფრანგულ კლუბებში 24 ახალგაზრდა მორაგბე თამაშობს და ამას თან ახლავს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. კარგია, როდესაც ისინი მაღალ დონეზე თამაშით გამოცდილებას იძენენ, თუმცა ჩვენთან ძალიან ცოტა დროს გაატარებენ. ერთობლივ შეკრებას სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მხოლოდ 3-4 კვირით ადრე თუ დავიწყებთ, რაც სირთულეებს ქმნის, თუმცა, როგორც რაგბის კავშირი, ასევე მწვრთნელები, ვცდილობთ ისე დავგეგმოთ ჩვენი მოსამზადებელი ეტაპი, რომ გუნდის შესაკვრელად მაქსიმალურად მეტი დრო გვქონდეს".

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"