პროფესიული კალათბურთი ტყიბულსაც ესტუმრა. საკალათბურთო კლუბი "ორბი", რომელიც თბილისში დაარსდა და წლების მანძილზე "ა" ლიგაში ასპარეზობდა, დედაქალაქიდან რეგიონში გადაბარგდა და მიმდინარე სეზონიდან ტყიბულის სახელით გამოდის, შეხვედრებსაც მეშახტეთა ქალაქში მასპინძლობს. 26 იანვარს ტყიბულმა "ა" ლიგის პირველ ოფიციალურ მატჩს უმასპინძლა – ადგილობრივი "ორბი" ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე აუტსაიდერი ჰყავდა, "ორბის" საქომაგოდ ბევრი ტყიბულელი მოვიდა. საკალათბურთო დარბაზი პირთამდე შეივსო. მატჩს დაესწრო ქალაქის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, რომლის დიდი დამსახურებაა "ორბის" ტყიბულში მიღება და ამ გუნდის მატერიალური მხარდაჭერა. 50-ნომრიანი მაისურები მიიღეს "ორბის" ყველაზე სტაჟიანმა წევრებმა, ლევან და ნიკა ლოლიშვილებმა, რომლებსაც გუნდში 50 ჩატარებული მატჩი მოუგროვდათ.

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრის ბედი წინდაწინ იყო ცნობილი. "ორბი" სუპერლიგაში გადასვლის პრეტენდენტია, რომელსაც 4 ამერიკელი ჰყავს, აწსუ კი ლიგის ერთადერთი ულეგიონერო და შესაბამისად, აუტსაიდერი წევრი. შესაბამისად, საკითხავი ის იყო, რა სხვაობით იმარჯვებდა მასპინძელი. "ორბმა" საბოლოოდ 35 ქულით – 95:60 მოიგო და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ტყიბულის გუნდმა "ა" ლიგის პირველი შეხვედრა 23 იანვარს გორში, "ივერიონთან" დათმო.

ტყიბულელებს ქუთაისელებთან დემარკუს ეიდიმ ულიდერა, რომელმაც 11 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და 8 მოხსნა კვენტინ დევისის ანგარიშზე დაგროვდა. მარკალ ლოთსმა 13, ხოლო ნიკა ლოლიშვილმა და ირაკლი კილაძემ 11-11 ქულა მიითვალეს. ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო ლუკა კანთელაძე.

"ორბი" მომდევნო მატჩს 31 იანვარს გამართავს, როცა ტყიბულში გათამაშების ლიდერ "ასტრალს" უმასპინძლებს.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო