ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რაგბი ევროპა | "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ჯგუფური ეტაპისთვის

რაგბი ევროპა | "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ჯგუფური ეტაპისთვის

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ახალი ფორმატი

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად „ა“ ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, „ბ“ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. "ბორჯღალოსნები" 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ (13 საათი) მასპინძლობენ; 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან (16:15 საქ. დრო), 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან (22:00).

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის და „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, „ბ“ ჯგუფის გამარჯვებული კი - „ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანს. ჯგუფში მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს შედგება და გუნდები საბოლოო ადგილებს გადაინაწილებენ.

სამი დებიუტანტი და გამოცდილი რაზმი

რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის ლევან მაისაშვილმა 36 მორაგბეს უხმო – 17-ს ხაზში და 19-ს შერკინებაში. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

გაფართოებულ რაზმშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 99 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და თუ რომელიმე თამაშში მიიღებს მონაწილეობას, მეხუთე ქართველი ცენტურიონი გახდება დავით კაჭარავას (122 კეპი), მერაბ კვირიკაშვილის (115), სანდრო თოდუას (103) და გიორგი ჩხაიძის (100) შემდეგ.

მალაღურაძემ "ბორჯღალოსნების" კვართით პირველად 2008 წელს, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშა, 99-ე შეხვედრა კი 2020 წლის მარტში ასევე პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა. მალევე ის ცენტურიონი გახდებოდა, რომ არა კოვიდ-პანდემია, რომელმაც საერთაშორისო რაგბი 1,5 წლით დააპაუზა. მას შემდეგ 3 წელი გავიდა და ლაშას კვლავ უხმეს გაფართოებულ რაზმში.

გუნდში სამი დებიუტანტია – "სტად ფრანსეს" 19 წლის ბურჯი სერგო აბრამიშვილი, "შავი ლომის" კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ფრთა ოთარ ლაშხი. აბრამიშვილი წელს პარიზული კლუბის პირველ გუნდში დაწინაურდა (2 თამაში ტოპ 14-ში, 3 ჩელენჯ თასზე) და ნაკრებშიც უხმეს, ზამთარაძე და ლაშხი კი ადრეც იყვნენ გაფართოებულ რაზმში, თუმცა ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო, მათი დებიუტი ჯერ ვერ შედგა.

ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ "სტად ფრანსეს" შემადგენლობაშიც გამოჩნდა, ჩელენჯ თასზე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ლელოც გაიტანა.

მთლიანობაში, გაფართოებული რაზმი გამოცდილი და შედარებით ახალბედა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. სამი დებიუტანტის გარდა, მასში 8 ისეთი მოთამაშეა რომელთაც 10-ზე ნაკლები კეპი აქვთ. ესენი არიან ბურჯები – ნიკა აბულაძე, გურამ პაპიძე და ვახტანგ აბდალაძე; მეორეხაზელები – ლადო ჩაჩანიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი; ღერძი – მიხეილ ალანია და ლუკა მატკავა და ცენტრი თორნიკე კახოიძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023

ჯგუფური ეტაპი. 4-19 თებერვალი,

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 60 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი); ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა).

საქართველო – გერმანია (5 თებერვალი)

ნიდერლანდები – საქართველო (11 თებერვალი)

ესპანეთი – საქართველო (18 თებერვალი)

Rugby.ge

• სოსო

ლაშა მალაღურაძე, აუცილებლად იმსახურებდა ცენტურიონის ტიტულს და მიხარია,მწვრთნელები ამის საშუალებას რომ აძლევენ.იმედი მაქვს ძველებური წარმატებით განაგრძობს სანაკრებო კარიერას.ცოტა მოულოდნელი იყო,ქუნთელიას არ გამოძახება.ვფიქრობდი რომ მწვრთნელები, მისთვის სანაკრებო გამოცდილების გაზრდას,დაუყოვნებლივ გააგრძელებდნენ,თუმცა მას ისეთი კარგი დებიუტი ჰქონდა რომ ეს, შესაძლოა არც სჭირდებოდეს.

• ალეკო

გუნდების რაოდენობის გაზრდით ხარისხი მოიმატებს თუ რა?მთლიანად შესაცვლელია ეს სისტემა რაღა დროს ჩვენი პოლონეთთან და ამნაირ გუნდებთან თამაშია

• გიორგი

საოცრებაა, ასე ყველა რაგბისტი რომ გვყავს

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში

"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით

რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო