ორიოდე დღეა, რაც "ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ეს კლუბი უკვე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა
ორიოდე დღეა, რაც "ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ეს კლუბი უკვე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა მიუხედავად იმისა, რომ ბაზაზე ჯერ პირველი გუნდის 14 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

გუშინ მედიას ჩავი ერნანდესი წარუდგა, ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონას" ექიმებმა შვებულება გაუხანგრძლივეს, რომ სრულფასოვანი დასვენება მოასწროს.

ჩავის უპირველესად თავის მართლება მოუწია - საქმე იმაშია, რომ ერთი კვირის წინ ინტერვიუში მან თქვა სესკ ფაბრეგასი "არსენალში" იტანჯებაო. ამან კი საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან ლონდონელთა ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი.

"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩემი გამონათქვამი ვენგერზე და "არსენალზე" თავდასხმად გაიგო. მსგავსი არაფერი გამივლია გონებაში. უბრალოდ, ვთქვი, რომ სესკისთვის საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაში" თამაშია", - განაცხადა 31 წლის ნახევარმცველმა. "თავს უკვე ჯანმრთელად ვგრძნობ, ერთადერთი ქუსლი მაწუხებს. გასულ სეზონში ტრავმებმა ძალიან შემაწუხეს. ამიტომ, ჩემთვის ძალიან კარგია, რომ ჯერ ჯგუფთან ერთად არ ვვარჯიშობ, თუმცა ბიჭებს ძალიან მალე შევუერთდები".

ჩავი ოპტიმისტურად იწყებს სეზონს: "ჩვენი მიზანი იგივეა - ვიბრძოლებთ ყველა ტიტულის მოსაგებად. უპირველესად კი სუპერთასისთვის ბრძოლით დავიწყებთ, თუმცა სეზონის განმავლობაში სუპერთასზე უფრო მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის ბრძოლა გველის". "ბარსას" შეტევების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მოხარულია, რომ ალბერტ ფონტასი და ტიაგო ალკანტარა პირველ გუნდში დააწინაურეს. განსაკუთრებით ტიაგოს დამატება უხარია, რადგან ნახევარდაცვაში "ბარსას" მეტი ვარიანტი ექნება. "მერე რა, რომ ის ჩემი კონკურენტია - უკონკურენტო "ბარსელონაში" არავაინაა", - დაასკვნა მან.

გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლიც ვარჯიშობს, ოღონდ მცველი ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. კაპიტანს მთლიანად დაუთმეს ბაზის მეორე მინდორი. მას მუდმივად თან ახლავს ერთ-ერთი მწვრთნელი. მუხლზე ოპერაციის შემდეგ 7 კვირა გავიდა. ხოსეპ გვარდიოლა იმედოვნებს, რომ კაპიტნის პრობლემები წარსულს ჩაბარდა - ახალ სეზონს ის კაჟივით ჯანმრთელი შეხვდება.

გუშინ ხოსეპ გვარდიოლამ სარეზერვო გუნდის თავკახ ესუებიო საკრისტანს ერთობლივი ვარჯიშის გამართვა შესთავაზა. ასე რომ, როცა პუიოლი დინჯად ურტყამდა წრეებს მეორე მინდორს, პირველზე გაერთიანებული გუნდი ვარჯიშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"