მადრიდის "რეალი" დაითარსა - სეზონისთვის მზადება ჯერ ახლახან დაიწყო და უკვე მესამე ფეხბურთელი - სამი ხედირა დაემტვრა
მადრიდის "რეალი" დაითარსა - სეზონისთვის მზადება ჯერ ახლახან დაიწყო და უკვე მესამე ფეხბურთელი დაემტვრა: ჯერ კიდევ ივნისში ტრავმა მიიღო თურქმა ჰამით ალთინთოპმა, ამერიკულ შეკრებაზე კიდევ ერთი თურქი ახალწვეული დაშავდა - ნური შაჰინი. ახლა კი მწყობრიდან გერმანელი სამი ხედირა გამოვიდა.

"რეალი" ამერიკულ ტურნეშია, ხედირამ ფეხის მტევანი მექსიკურ "ჩივას გვადალახარასთან" მატჩისთვის მზადებისას მიიღო და ახლა უახლოეს საათებში სრულ სკანირებას ჩაუტარებენ. პირველადი გამოკვლევა მას ლოს ანჯელესში, რონალდ რეიგანის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარეს. სხვათა შორის, ნაწილობრივ ტრავმების ბრალია, რომ გერმანელმა შარშანდელ სეზონში სულ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბრაზილიელი ატლეტიკოში

"ბოტაფოგომ" 19 წლის ჟერსონი იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვა. ჟერსონი მცველია, მან გასული სეზონის მეორე ნახევარი ეინდჰოვენში იჯარით გაატარა, სადაც პსვ-ს სარეზერვო გუნდში თამაშობდა. "ერთი სული მაქვს, როდის ჩავალთ მე და დედა მადრიდში. ჰოლანდიაში კარგი დრო გავატარე, პსვ დამეხმარა ფეხბურთელად და კაცად ჩამოყალიბებაში. ამიტომაც მჯერა, რომ "ატლეტიკოში" თავს არ შევირცხვენ", - განუცხადა ჟერსონმა "გლობოს". მადრიდელებს სეზონის ბოლოს ჟერსონის გამოსყიდვის უფლება აქვთ, თუკი მასში 1,8 მილიონ ევროს გადაიხდიან. მცველს ევროკავშირის პასპორტი აქვს, რაც მას ესპანურ კარიერაში უთუოდ შეუწყობს ხელს.

ლევანტე ძლიერდება

ვალენსიურმა "ლევანტემ" კიდევ ერთი ვალენსიელი ფეხბურთელი შეიმატა - მარჯვენა მცველი პედრო ლოპესი, რომელმაც გასული სეზონი სეგუნდადივიზიონის "ვალიადოლიდში" გაატარა. მან "ლევანტესთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს 27 წლის ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრებს სანტანდერის "რასინგიდან" გემახსოვრებათ.

ამასთან, "ლევანტემ" "ოსასუნადან" ფორვარდი კარლოს არანდა დაიმატა, ვისაც 1-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. არანდა 29 წლისაა და ის მადრიდის "რეალის" სკოლის აღზრდილია.

კამუნიასი ვილიარეალშია

"ოსასუნა" კიდევ ერთმა ძლიერმა ფეხბურთელმა დატოვა - ნახევარმცველმა ხავიერ კამუნიასმა ხელშეკრულება "ვილიარეალთან" გააფორმა. 30 წლის კამუნიასი მომავალ სამ სეზონს ვალენსიურ კლუბში გაატარებს. კამუნიასი ნავარაში 2009 წლიდან თამაშობდა მანამდე ის "უელვაში", "მურსიაში", "ხერესში", "რაიო ვალეკანოში" და "ხეტაფეში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა