დინამოელებმა შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან" გამართეს. შეხვედრა თბილისელთა რიგებიდან მიკროტრავმების გამო ზორან მარუშიჩმა, სტანისლავ ბილენკიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და ჯადული იობაშვილმა გამოტოვეს. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის რიგებში ახალწვეული მცველის ფრანსის ნზაბას დებიუტიც შედგა. ასევე პირველად ითამაშა პირველი გუნდის რიგებში ახალგაზრდა ფორვარდმა დავით გოცირიძემ.

მატჩი ბულგარელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ "ლუდოგორეცის" ფეხბურთელებმა მე-14 წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ზუსტად მატიას ტისერამ შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელებიც გააქტიურდნენ და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. რამდენიმე მომენტში ვაგნერ გონსალვეშს, ბარნს ოსეის და იმრან ულად ომარს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ბოლო მომენტში ზუსტი დარტყმა არც ერთ მათგანს არ გამოუვიდა.

მეორე ტაიმში დინამოელებმა ცვლილებებს მიმართეს, სათამაშო უპირატესობაც მეთოდურად მოიპოვეს და უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს. მეორე ტაიმის შუაში თბილისელთა სწრაფი კომბინაცია თორნიკე კირკიტაძის მეკარესთან პირისპირ გასვლით დასრულდა, შემტევმა კი გოლკიპერს ვეღარ აჯობა. საპასუხოდ დავით კერესელიძემაც ივარგა და შორეულ კუთხეში სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია. ცოტა ხანში კიდევ ერთხელ გადარჩა "ლუდოგორეცის" კარი, ამჯერად გაბრიელ სიგუას დარტყმული ბურთი ხარიხამ უკუაგდო. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 76-ე წუთზე გამოიღო, ფრანსის ნზაბას რეიდი მარცხენა ფრთიდან რაზგრადელმა ფეხბურთელმა წესების დარღვევით ჩაშალა, საჯარიმო დარტყმა კი ზუსტად და ძლიერად იმრანმა შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა. მატჩის ბოლო წუთებზე "ლუდოგორეცმა" მიჯრით რამდენიმე კუთხური მოაწოდა "დინამოს" კართან, მესამე მცდელობა კი შედეგიანად კირილ დესპოდოვმა დაასრულა და გუნდი წინ გაიყვანა. დინამო დარჩენილ დროში უტევდა, ბოლო წუთზე იმრანმა გოლიც გაიტანა, თუმცა წამით ადრე მსაჯმა წესის დარღვევა აღნიშნა და შეხვედრაც დაასრულა.

მომდევნო მატჩს თურქულ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 1 თებერვალს ლიეტუვის ჩემპიონ - ვილნიუსის "ჟალგირისთან" ჩაატარებს.

დინამო 1-2 ლუდოგორეცი

დინამო: კუტალაძე (კერესელიძე 46), მალი (მაისურაძე 60), ხვადაგიანი (ნზაბა 46), კობოური (კალანდაძე 46), იმრანი (მოისწრაფიშვილი 46), სხირტლაძე (გოცირიძე 80), ტაბიძე (ლაცაბიძე 80), ოსიყმაშვილი (სიგუა 46), ოსეი (იმრანი 60), კირკიტაძე (უგრეხელიძე 70), გონსალვეში (კამარა 46)

ლუდოგორეცი: სლუგა, ტერზიევი, პლასტუნი, რუსო, გრუპერი, შოუ, პიოტროვსკი, ნონატო, ტისერა, დელევი, ჟორჟინიუ

fcdinamo.ge

ვითომ ქომაგს!!!
რა უვიციც ხარ შენი სიტყვებიდან ჩანს. ამ აკადემიაზე დგას დღეს ქართული ფეხბურთის მომავალი. დათვალე რამდენი კაცი აქ აღზრდილია დღეს ტოპ ლიგებში და საქ. ნაკრებში. დინამოს რაც შეეხება ნამდვილად სარფიან წინადადებაზე უარი არ უნდა თქვას. აბა თქვენნაირი ხალხი სტადიონზე არ დადის და ფულს არ ხარჯავს ფეხბურთის ყურებაში. მარტო ენის ტლიკინი და არაკომპეტენტური აზრების ფრქვევა გეხერხებათ
აკადემია
ამ თამაშში 11 აკადემიის აღზრდილმა ითამაშა, როცა არ იცი და აკრიტიკებ სირცხვილია. მაგრამ შენნაირია ვაიგულშემატკივრების 90% და ამიტმ არაფერი გეშველებათ თქვენ. თორე სწორად ვინც ფიქრობს და აკრიტიკებს იმათ მოსმენა შეიძლება კიდე
ემზარი
ამხანაგურ თამასში რატომაა დასანანი ეს ხომ მომზადებისთვისაა. ასეთ თამაშებში დამარჩხება, შეძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე მოგება, ვინაიდან ხარვეზებს უფრო ხედავ.
კახა
მარტო დინამო არაა ქართული ფეხბურთი,სამგურალიც ქართული გუნდია ცნობისთვის და მოიგო ამხანაგური.დაწერეთ არაა სირცხვილი.
qomagi
არცერთი აკადემიის აღზრდილი არ გაჩერდა 1 სეზონზე მეტი.არც გაჩერდებიან,რადგან ევეოპის საშუალოზე დაბალი რანგის გუნდი,იმდენს შესთავაზებს ხელფასს,რასაც დინამო ვერ მისცემს.ამიტომ ეს აკადემია დინამოსთვის არანაერ სარგებელს არ მოიტანს და არც მოუტანია.
რეზო
დინამოს შემადგენლობის 70% უცხოელები არიან!სად არიან აკადემიის ბიჭები? აკადემია მარტო ბიჭების გასაყიდად სჭირდებათ.ბ-ნო ფიფია დაფიქრდი სანამ დროა.ნუ ცდი გულშემატკივრების მოთმინებას.დინამო თბილისელების გუნდია არ დაგავიწყდეს.
რრრ
რა დასანანი, ვუყურე მადლობა უნდა ვთქვათ გაცილებით დიდი ანგარიშით, რომ არ წავაგეთ.
დევი
ჩვენთვის ტაიმების ბოლო წუთები არ უნდა არსებობდეს დამთავრება არ გვევასება. ..
ლაშა
კლუბმა ჭკუა უნდა ისწავლოს შეცდომებზე. ჩატარებული ამხანაგური თამაშებიდან ხარვეზები გამოჩნდა, თუმცა კლუბს აქვს პოტენციალი!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა