ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ ნახოს კვარაცხელიას თამაში მაქსიმალურად ბევრმა ქართველმა? - სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!..

როგორ ნახოს კვარაცხელიას თამაში მაქსიმალურად ბევრმა ქართველმა? - სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!..

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩვენს რეალობაში სრულიად ახალი მუხტი შემოიტანა და ამის უარყოფას ვერავინ ეცდება. უფროსი თაობის გულშემატკივრებში ძველი თბილისის "დინამოს" ემოციებმა იფეთქა - როცა მათი თამაშის დღე იყო, დილიდანვე სხვანაირი ფუსფუსი და მოლოდინი რომ შეიმჩნეოდა, დღევანდელი ახალგაზრდები კი იმაში დაარწმუნა, რომ ჩვენებსაც შეუძლიათ რჩეულებში იყვნენ, უამრავ სიხარულს გვანიჭებდნენ და არა გაორმაგებულ გრძნობებს გვიტოვებდნენ... თანაც, მწარე გამოცდილებაც ხომ ზურგს უკან გვაქვს - ლეგენდები გიორგი ქინქლაძეზე, ლევან ყენიას სევდიან ისტორიასა თუ ჯანო ანანიძის პერსპექტიულობაზე. "კვარა" ნეგატიური ფიქრებიდან გვცლის, ის სპორტულად ყოველდღიურად უკეთესი ხდება, პროგრესი სახეზეა, მენტალურად ძლიერი ჩანს და თავმდაბალი, ალალი ბიჭია. ფეხბურთს შეუძლია, ბევრ ცუდზე მაღლა დადგეს, დაგვავიწყოს, შეცვალოს და გაგვაერთინოს, თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც საყოველთაობას ხელს უშლის, იმას, რომ როგორც ტელეეკრანებთან, ასევე უშუალოდ, იტალიურ მოედნებზე, ჩვენებურის სილაღე უფრო მეტმა ქართველმა იხილოს.

გვესმის, დრო შეიცვალა. "ბნელი და ტკბილი 90-იანების" შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ყურება მთელი საქართველოს მასშტაბით დღევანდელზე მოსახერხებელი რომ იყო (დიმიტრი ობოლაძის ხმა ახლაც ჩაგვესმის). მერე დიდი დრო გავიდა. კონკურენცია თუ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები შორს წავიდა, თუმცა დღეს ქვეყანაში ისევ ბევრი ადამიანი თუ ოჯახია, რომლებსაც იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის" მატჩების ცქერა და კვარაცხელიას გულშემატკივრობა უნდა, თუმცა ვერ ახერხებს. რატომ? - მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან თუ არ ვიხედებით, შევამჩნევთ, რომ ყველა რეგიონში ჯერ კიდევ ფიზიკურად არაა შესაძლებელი, შესაბამისი სიგნალი მიიღონ. ანაც, არის, თუმცა წარმოვიდგინოთ ოჯახები, რომლებიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაკლებად მოძრაობენ, სათანადოდ ვერ ერკვევიან იმაში, თუ როგორ უნდა შეიძინონ ესა თუ ის პაკეტი ტელევიზიითა და ინტერნეტით. ანაც, არსებობს სხვადასხვა ღირებულების შეთავაზებები და ნუთუ შეუძლებელია, "ნაპოლის" შეხვედრები ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი იყოს?! მიზეზები უამრავია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ დროს ყველას - ხელისუფლების, სპორტული მედიისა თუ ნებისმიერი პროფილის კომპანიის ინტერესი ის უნდა იყოს, ამ საკითხზე შეძლებისდაგვარად, ბევრი ვიმუშაოთ, რომ "კვარადონას" საღამოები მაქსიმალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. პათეტიკაში გადასვლა ნამდვილად არ გვჭირდება და რაღაც შეუძლებლის თქმას არც ვაპირებთ, არც ვინმეს ვადებთ ხელს, რომ ეს მაინცდამაინც მათი მოვალეობაა; უბრალოდ, ეს წადილი მაქსიმალურად ყველას უნდა აუსრულდეს და Sportall.ge-ც მზადაა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ამაში მონაწილეობა მიიღოს. სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!.. მინიმუმ, ის ხომ ყველას შეგვიძლია, ადამიანებს ნიშნისმოგებით არ ველაპარაკოთ და ხსენებული საკითხის მოგვარებაში შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.

კიდევ ერთი ამბავი იტალიაში გამგზავრებას ეხება. დასაფასებელია ისეთი პროექტები, რომლებიც სამართლიანობის განცდას ტოვებს. მაგალითად, შოთა არველაძის ინიციატივით, ნეაპოლში საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები ჩავიდნენ, რაც ყოველგვარ სუბიექტურობას გამორიცხავს. ამ დროს უფრო მეტად ვხედავთ იმას, საჩუქრის მიღება "ლაიქების" რაოდენობით თუ სხვადასხვა ხერხით მოხდეს. ყველა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ ისარგებლებს მისი საჩუქრით, მაგრამ ძალიან გვინდა, ის ადამიანებიც ეზიარონ ამ ბედნიერებას, ბევრი "მოწონების" მოგროვება კი არა, ინტერნეტი რომ ჩართონ, შესაბამისი ტელეფონი არ აქვთ. არ გვესმის, რა უნდა იყოს ნებისმიერი საფეხბურთო კლუბის აკადემიის ბავშვებისთვის მოტივაციის უფრო ასამაღლებელი და ამავდროულად, სასიხარულო, მათი იტალაიში გაგზავნა მაქსიმალური ხელშეწყობით რომ მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ არავის ვამუნათებთ, მხოლოდ ჩვენს სურვილებს ვაჟღერებთ.

ამ თემაზე კიდევ ერთ მაგალითს დავასახელებთ. რამდენიმე წელია, "ნაპოლის" ქართული ფან-კლუბი ჰყავს. თამამად ვიტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ გუნდში ჩარიცხვამდე ჩვენს ქვეყანაში ასეთი, მათ გარდა, თითქმის არავინ იქნებოდა. სერია "ა" აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს და ცოტათი უსამართლობის განცდა ჩნდება, როდესაც ამ ფან-კლუბის ხელმძღვანელი ჯერ ნეაპოლში არ ყოფილა - თავად ვერ ახერხებს, შესაბამისი შეთავაზება კი, ალბათ, არ მიუღია.

და ერთიც - ნეაპოლი და კრემონე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან და თუკი მანდაც ჩასვლა სპორტული ტურის ფარგლებში ასე შეუძლებელია, იქნებ ლუკა ლოჩოშვილმა თავად შეძლოს ცოტა ხნით "დიეგო მარადონას" არენასთან ახლოს მისვლა და თანამემამულეებთან შეხვედრამ ის კიდევ უფრო ენერგიულად დამუხტოს - მაშინ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

რთული სათქმელია, ამ წერილს ვინ როგორ მიიღებს, ჩვენი მიზანი კი მხოლოდ ერთია, შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანი გავაბედნიეროთ!..

• mvx

აიღოს უფლება ,,სილკ უნივერსალმა" და საქართველოში ყველა ოჯახს ექნება შესაძლებლობა უყუროს ,,ნაპოლის" მატჩებს, ეს ხომ ელემენტარულია, მაგრამ რად გინდა - ,,სერია ა" -ს აჩვენებს მხოლოდ ,,სეტანტა" და ,,ლა ლიგას" კი ,, სილკი". ანუ ბაზარი გაიყვეს. ამიტომაა, რომ ძალიან ბევრი ვერ უყურებს კვარას თამაშებს. მე პირადად ,,ლა ლიგას" კომპიუტერში პირატული საიტებით ვუყურებ. სხვაგვარად ორი აიპი ტელევიზია უნდა მქონდეს. ეს კი ძალიან ძვირია. ,,სილკ უნივერსალი" კი საქართველოში ყველას აქვს, თანაც უფასოდ.

• უშანგი

Livetv თითქმის მსოფლიოში მიმდინარე ყველა მსტჩის და ყველა სპორტის სახეობის უფასო ტრანსლოაციები.

• semi

football live tv აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოწეროთ ფლეისთორიდან და უფასოდ უყუროთ წამყვანი ლიგების მატჩებს მაღალ ხარისხში.

• sazizRari ruseTi.

რუსები აჩვენებენ და ეს შაკლები არა.

• ამირანი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რომ შეიძინოს ჩვენების უფლაბა? რა არ ყოფნით დაფინანსება?

• ბესო

არაა ! მე მასე არ მითქვამს . რა ჩაშენება , რის ჩაშენება ))) მე ის ვიგულისხმე , რომ რატომ უნდა გაყიდოს იტალიამ 70 მილიონად და რატომ ჩვენიდან არ უნდა იყიდებოდნენ მაგ ფასში . რაც შეეხება ფეხბურთში ფულის ჩადებას ეგეც ნაგულისხმევია ჩემს პოსტში . მე კვარაცხელიასთან არაფერი მაქვს საპეტენზიო . ღმერთმა დამიფაროს . გვიმრავლოს მაგისთანები უფალმა !

• Misha

ეგ ფასი ღირს სეტანტას აპლიკაციაც ფაქტიურად..

• ალექსანდრე

saitebi.info ნახეთ. იქ სეტანტაზეა რუსულად

• Naturali Guruli

სადაა ძამა, გრუზავიკზეა - გაზ-53? სიდან უნდა ჩამოვტვირთოთ, სად უნდა დავასაწყობოთ. პაწე ინსტრუქციაც მოაყოლე და დევიფსები, ვიშონი მაგ 4 დოლარს

• თენგო

მე რაც ვნახე (https://usa-ip-address.com/Paramount/world/?gclid=Cj0KCQiAz9ieBhCIARIsACB0oGK06-RTD7BSRmYM1iQnZJpTMp1SO28NAvqsRIkR8RHeiZLRVQuvFbMaAjx7EALw_wcB) თვეში 9.99 დოლარია, წლიური ხელმოწერა - 69 (თვეში 5.75)

• ბესოს

ანუ ხვიჩა ზურაბივით უნდა ჩაშენებოდა ხომ ქართული ფეხბურთის განვითარების სურამის ციხეს არა? ვაი შენს პატრონს, ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა ბობოლა კორუმპირებულმა ბიძებმა ჩადონ ფეხბურთში ფული, ხვიჩასნაირები ბევრია საქარღველოში თუ შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ 22-23 წლამდე დარჩებიან საქართველოში და დონეც აიწევს, ესაა გამოსავალი და არა ის, რომ ვიღაც, თითო ოროლა ნიჭიერმა უხელფასოდ კაპიკებზე თავი გადადონ და გაქსუებულებმა ფული აკეთონ.

• ტტტ

ფულში არაა მეგობარო პრობლემა, უბრალოდ არ გვაქვს ეს ოხერი გამართული ინტერნეტი ამაშია პრობლენა.

• ნუგზარი

პატარა ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებას ხელს უწყობს ლეგიონერების კარგ კლუბებში მოხვედრა.

• ა

ლივებაალ.უნო ლათინურად ვერ ვწერ შენ ჩაწერე ზუსტად ესე ლათინირად და იქ არის ნაპოლის თამაში

• მამუკა

Paramount+ ჩამოტვირთეთ 4$ თვეში გადასახდელი, თუ მთელი წლისას გადაიხდი ერთიანად კიდე იაფია, სერია ა, ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და პლიუს ფილმები და სხვადასხვა გადაცემები

• ბესო

ეთამაშა საქართველოში კვარაცხელიას და ვუყურებდით ყველა მის თამაშს ცოცხლად . ძლივს დაიწყო ხალხმა სტადიონზე სიარული და მაშინ გავყიდეთ . კი ბატონო მეტყვით ეხლა სმშობლოს მოღალატე ხარო , მარა არ მეწყინება ცილისწმება , იმიტომ, რომ ხვიჩას განვითარება ევროპაში უფრო შესაძლებელი იქნება რა თქმა უნდა და შესაბამისად საქართველოს ნაკრებს უფრო გამოადგება . მაგრამ მოდით სხვა თვალით შევხედოთ , ხალხმა ფეხბურთისკენ მოიხედა . სტადიონებზე დასწრება გაიზარდა . ერთი ორი კაი ფეხბურთელებიც ჩამოგვეყვანა სხვადასხვა გუნდებში სათამაშოდ . შიდა ჩემპიონატის დონეც გაიზრდებოდა და დაინტერესებაც მომავალი თაობების . რაც ფრიად მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. იქნებ ევროტურნირებზეც გვეთქვა ჩვენი სიტყვა . ეხლა იტყვით დღეისათვის ასე ჯობდა , რომ ხვიჩა ტოპ გუნდში თამაშობდეს . კი ბატონო მეც გეთანხმებით . მარა ეს ხვალინდელი დღე როდისღა დადგება ? ... რომ ერთი ფეხბურთელით კიარა , მთლიანად ქართული ფეხბურთით გავიხარებთ . რომ შიდა ჩემპიონატებზე ისეთივე ანშლაგი იქნება როგორც ნეაპოლშია ... ერთი კაცის გამარჯჯვება კი არა .... საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო !!!

• ჟორა

სეტანტაზე ვუყურებ, მაგრამ ხადახან 3-5 წუთიანი წყვეტა აქვს და თამაშის 90 წუთიდან ნახევარს ვერ ვუყურებ.

• ბადრი

სხვა რომ არაფერი კრიმინალი იკლებს, როცა საინტერესო გადაცემაა, როცა დათა თუთაშხიას უჩვენებდნენ მოსკოვში, კრიმინალი იყო ნული. ბევრს ეცოდინება ეს ამბავი. ვიღაცამ გამოიჩინოს ინციატივა და გვაყურებინონ ხვიჩას თამაშებს.

• ირაკლი

სად ვუყურო?ვინმემ ან სტრიმი დაწერეთ ან რამე გთხოვთ

სილქნეტმა რა გაიგო კვარას თამაშებს ხალხი უყურებსო ეგრევე ფასიანი გახადა სეტანტა არხები. იციან ფული საიდან იშოვონ

• Charley

ზოგადად სამყაროს ეკონომიკური მოწყობა უსამართლოა საქართველოში კი უკიდეგანოდ უსამართლო. რეალურად საქართველო არის ღარიბი ქვეყანა რომლის მოსახლეობის 85 % შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია და ამ 80 % დან მინიმუმ 40% ემიგრანტების გზავნილებია. ასეთი ღარიბი ქვეყნის ეკონომიკას ჭირდება ნახტომისებური ზრდა და არა კუს ნაბიჯით სიარული რომ ქვეყანამ ცივილიზაციის რაღაც მინიმალურ სტანდარტს მაინც მიაღწიოს. ამის დასაძლევად აუცილებელია "ტვინები" და ინოვაციები ასეთი ტვინები კი კრიტიკულ დეფიციტს განიცდის ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. უპირველეს ყოვლისა მათი მხრიდან შეგნებლი დაბლოკვა, ასეთი კადრების ასპარეზზე გამოყვანისა. მოსახლეობის ის უზრუნველყოფილი 15 % კი სეტანტა და გუგლის დაჰაკული ლინკების ძებნა კი არა, ყოველ უიქენდზე ეკონომ კლასით ჯგუფურად მიემგზავრებიან ნეაპოლში და ცოცხლად ადევნებენ თვალს კვარას და კამპანიას. აი ეს არის სოციალური უთანასწორობა. პირველ რიგში ხომ კვარას ყოველკვირეული "დღესასწაულები" დრიბლინგი პასი თუ გოლი ქართველ ხალხის იმ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენებს ახარებს რომლებსაც 2 საათი მაინც ავიწყებს ყოველდღიურ რუტინას სევდას თუ კრედიტის დაფარვას.

• ავტორს

დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნიდანაც შეუძლებელია ნორმალურად ყურება ! დიახ არ მოგესმათ, 21-ე საუკუნეში პლეხანოვზე,ვერც სილქნეტმა და ვერც მაგთიმ ვერ უზრუნველყო ბოჭკოვანი ინტერნეტის გაყვანა ( უკრაინაში ომი მიდის გაქანებული და მანდაც კი არ დგას ეს პრობლემა) ხოლო ვინაიდან თავის მხვრივ სენტანტაას ბზიკმა უკბინა და უცებ გადაწყვიტა მხოლოდ ეიჩ დი ხარისხში იმაუწყებლოს, დიესელ ინტერნეტის მომხმარებლებს გაგვეთიშა სენტანტას არხები და იძულებული ვარ,ლინკებს ჭედავს ჭედვით ჩავუჯდე. ანტირეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს,თავად შეაფასეთ რა ქვია ასეთ კომპანიებს !

• Iypi

ისე GDს-ი კინოების გარდა, თუ სერია-ა, თამაშებსაც იყიდიდის გაცილებით მეტი მომხრე ეყოლება ოცნებას.

• რრრ

სეტანტა არ ვიცი და მაგთი, რომ ძაან უსინდისოდ მოიქცა ფაქტია, სანამ საკაბელო ინტერნეტთ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მთელი საქართველი, მანამ არ უნდა გაეთიშა მაგთისატი.

• goga

გეთანხმები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეც იქნება, მაგრამ ქართველებში პირიქით ხდება - დედაქალაქშიც მოსახლეობის ნახევარი, მეტი თუ არა, ჩვენი ყველაზე დიდი მტრის მეშვეობით, უყრებს ხვიჩას თამაშებს.

• ბენდუს ფანი

მოიცა ახლა, სეტანტა ქველმოქმედია? თუ უნდა, კიდე გააორმაგებს ფასებს. ბაზარი არეგულირებს

• ქობულეთიდან

ავტორ დიდი მადლობა პირადად ჩემგან.მეტად აქტუალურ თემას შეეხე და ვიმედოვნებ რომ, ამ საკითხზე იფიქრებს კომპეტენტური ხალხი.ნაპოლის მატჩს ხალხი სულმოუთქმელად ელოდება და რამდენია კიდე ისეთი, ვისაც უნდა ყურება და ვერ უყურებს.

• მერაბი

კარგია.გულით დაწერილია.ალალი სურვილებია.ასრულებულიყოს!სხვებთან ერთად,უფალმა თქვენც გაგაბედნიეროთ!!!

• რომაელი

მადლობა და ყოჩაღ!

ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა

20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე

[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს

"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა