"ბაიერის" 24 წლის ჩილელი ცენტრალური ნახევარმცველი არტურო ვიდალი "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას
გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან "იუვენტუსის" ღირსებას ჩილელი ფეხბურთელი, არტურო ვიდალი დაიცავს. 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლევერკუზენის "ბაიერში" ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

გერმანელები ვიდალის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ტურინელებს კი 10-ის გადახდა სურდათ - კომპრომისის მისაღწევად შეხვედრა დაინიშნა, რომელსაც ფეხბურთელის პირადი აგენტი, "ბაიერის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი და მისი ტურინელი კოლეგა ჯუზეპე მაროტა დაესწრნენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და შეთანხმებაც შედგა, რომლის მიხედვითაც ვიდალი "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას, გერმანული კლუბის ბიუჯეტი კი 12 მილიონი ევროთი შეივსება. მიოღწეული შეთანხმების შემდეგ, მაროტა კმაყოფილებას ვერ მალავდა:

"ვიდალი ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და წლების განმავლობაში, ბუნდესლიგაში ბრწყინავდა. მისი გადაბირების ინიციატორი ანტონიო კონტეა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. შეთანხმება მიღწეული და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ვიდალი "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ვაგრძელებთ, რათა მომდევნო სეზონში კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას ვგეგმავთ, რომელთა გვარები პრესაშიც აქტიურად მუსირებს".

"იუვენტუსის" და "ბაიერის" ურთიერთობა მხოლოდ არტურო ვიდალის ტრანსფერით არ შემოიფარგლება - გერმანული კლუბი მოჰამედ სისოკოს გადაბირებით არის დაინტერესებული და დიდია შანსი, ეს გარიგებაც შედგეს. თავად სისოკოს აქვს იმის სურვლი, რომ ძალები ბუნედესლიგაში მოსინჯოს და ეს არც პრესასთან საუბრისას დაუმალავს. "იუვე" რომ მისი გაყიდვით დაინტერესებულია, ამის შესახებაც არაერთხელ ითქვა, ასე რომ, მთავარია მხარეები ფასზე შეთანხმდნენ. "გაძეტას" ინფორმაციით, ლევერკუზენელებმა ტურინელებს სამი მილიონი ევრო შესთავაზეს და პასუხს უახლოეს დღეებში მოისმენენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა