ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

ჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატამდე 500 დღე დარჩა. მანამდე მასში მონაწილეები უნდა გაირკვეს. ამისთვის ორი გზა არსებობს - საქართველოს ნაკრებს "ერთა ლიგიდან" საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული აქვს (პლეი-ოფის ნახევარფინალშია), შესარჩევ ეტაპს კი მარტის ბოლოს დაიწყებს. ჯერ იქამდე გარკვეული დროა, თუმცა უძველესი გამონათქვამი თებერვლისა და ხეში წყლის ჩადგომის შესახებ გავიხსენოთ და ნორვეგიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე ვილი სანიოლის გუნდის ზოგად მდგომარეობაზე ვისაუბროთ.

"ჯვაროსნების" ფრანგ დამრიგებელს ბევრი ფიქრი მოუწევს იმაზე, კარის დაცვა უკვე 37 წლის გიორგი ლორიას ანდოს თუ "ვალენსიელ" გიორგი მამარდაშვილს. მათ თამაშებს თუ გადავხედავთ, ორივე დამაჯერებლად გამოიყურება. თუ ვინ იქნება მესამე მეკარე, არავინ იცის, თუმცა ბოლო შეკრებაზე ასეთი "სამგურალის" კიპერი ლევან შოვნაძე იყო, რომელიც ეროვნულ ლიგაში თებერვლის ბოლოდან ჩაერთვება.

ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ ცენტრალური მცველების გარჯა უმნიშვნელოვანესი იქნება. კარგია, რომ საბა კვირკველიას აზერბაიჯანში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. ის ორთაბრძოლებში ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური მცველია; ისევ დიდი იქნება გურამ კაშიას ხელმძღვანელობის უნარი; ამ ეტაპზე ოფიციალური მატჩები არ აქვს დავით ხოჭოლავას, თუმცა გაზაფხულამდე ფორმაში უნდა შევიდეს. რაც შეეხება ალტერნატივებს, იტალიურ "კრემონეზეში" ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე ტურია, ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მძლავრი მეტოქის წინააღმდეგ მისი შეუპოვარი ხასიათი სანიოლს აუცილებლად გამოადგება. გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი ჯიმი ტაბიძე გახდა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში კვლავ ველით. კვიპროსის ჩემპიონატში ბოლოს ლაშა დვალი მინდორზე 90 წუთს ატარებს...

საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია ჩამოყალიბდა, თუმცა აქ სხვადასხვა ტიპის სირთულეებია - გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარში" ჯერ ახალი კაცია და სრული აკლიმატიზაციისთვის დრო სჭირდება. ოთარ კაკაბაძეს ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და მხოლოდ ახლა დაბრუნდა. სანიოლი აქ საბა ლობჟანიძესაც მოიაზრებს. იმიჯშეცვლილმა ნახევარმცველმა 3 იანვარს გაიტანა, თუმცა მასსა და მის გუნდს ცუდი პერიოდი აქვთ, ჩვენებურს ხომ გასულ სეზონში 8 გოლი და ამდენივე შედეგიანი მოქმედება ჰქონდა.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, მართალია, გიორგი წიტაიშვილმა მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრა ჩააგდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში მის ფლანგზე დიდი დატვირთვა იყო. იმედია, პოლონურ "ლეხში" (სადაც ნიკა კვეკვესკირთან ერთად გამოდის) ის უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. სეზონი ჯერ ირაკლი აზაროვსაც არ განუახლებია და მისგანაც საუკეთესო თვისებების გამოვლენას ველით. გურამ გიორბელიძეც ეცდება, სასტარტოში თამაში დაიმსახუროს...

სულ ვწერთ იმაზე, რომ მინდვრის ცენტრში ახალი მოთამაშეები გვჭირდება, თუმცა გამოსცდის თუ არა ფრანგი მთავარი მწვრთნელი ნორვეგიამდე დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ვინმეს, რთული სათქმელია. კარგი ისაა, რომ პორტუგალიურ "ჟილ ვისენტეში" გიორგი აბურჯანია მინდორზე, ფაქტობრივად, მუდმივად 90 წუთს ატარებს. ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი - ვნახოთ, ეს სია კიდევ ვისით გაიზრდება. ჩვენ წინანაღმდეგ კი მშვენიერ ფორმაში მყოფი, "არსენალელი" მარტინ ოდეგორი იქნება. საინტერესოა იქნება, მწვრთველი ოთარ კიტეიშვილის როლს სად დაინახავს.

ხვიჩა კვარაცხელიას როლსა და მნიშვნელობაზე ბევრს არ დავწერთ. ბედნიერებაა, როცა გყავს ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს სცემს. ფორმაშია ზურიკო დავითაშვილიც, მაგრამ მან კიდევ უფრო მეტ შედეგიანობას შეგვაჩვია. იმედია, ბუდუ ზივზივაძე ტრავმას თავს დროულად დააღწევს და გერმანულ "კარლსრუეშიც" შედეგიანად ათამაშდება. მას ახლა რთული პერიოდი ჰქონდა როგორც ჯანმრთელობის, ასევე უნგრული კლუბის მიმართ დამოკიდებულების გამო. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ გიორგი მიქაუტაძეს უახლოეს ოფიციალურ დაპირისპირებაში სასტარტოში ყოფნის მეტი შანსი ექნება. მისმა სისხარტემ და მოქნილობამ ნორვეგიელ მცველებს პრობლემები უნდა შეუქმნას. "ჟორჟმა" საფრანგეთის რანგით მე-2 ლიგაში უკვე მეათე გოლი გაიტანა.

შემადგენლობის გამოცხადებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა. მანამდე სანიოლი თითოეულ მოთამაშეს კვლავ აქტიურად დააკვირდება. უნდა აღვნიშნოთ ლევან შენგელიას ბოლოდროინდელი მშვენიერი გამოსვლაც.

სანაკრებო მატჩებისას სულ ვწუწუნებთ, რომ სხვადასხვა მიზეზით ოპტიმალური შემადგენლობის გამოყენება გვიჭირს. ტრავმის თავიდან აცილება უპირველესი სადარდებელია. ახლაც ყველა ამაზე ვფიქრობთ. მთავარია, მოთამაშეები ჯანმრთელები გვყავდნენ, შემდეგ კი მათი ადგილი გამოიძებნება, მით უმეტეს, 5 ცვლილების პირობებში. ბოლო დროს 23 წლის გიორგი ჩაკვეტაძის დამაჯერებელი გამოსვლა და კარგი სათამაშო ფორმა გვახარებს. ვიცით, მას რამხელა რესურსი აქვს და რა შეუძლია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე ერთდროულად ნაკრებში თითქოს არ ყოფილან. მოედანზე მათი ერთად ხილვა ძალიან საინტერესო და შესაძლოა, მეტოქეებისათვის დამანგრეველიც კი იყოს. ახლა მთავარია, ამ ფეხბურთელებმა თამაში ასევე გააგრძელონ, თუმცა საქართველოს ნაკრების თავკაცის მიერ არჩეულ სათამაშო სქემაში (3-5-2 ან 3-4-2-1), რომელიც წარმატებით მუშაობს, ჩაკვეტაძის ადგილის მოძიება რთულია. მის საყრდენ ზონაში მოსინჯვას სანიოლი ასე მარტივად ვერ გადაწყვეტს, "ჩაკვეს" ფორვარდის თვისებებიც არ აქვს, მარცხენა შემტევის პოზიციაზე კი "კვარა" გამოდის. ვინც "სლოვანის" შეხვედრებს თვალს აქტიურად ადევნებს, შეამჩნევდა, რომ გიორგი მინდვრის ცენტრში ბურთს მშენივრად იჭერს და მახვილგონივრულ პასებს აკეთებს, ხოლო სისწრაფე და მოწინააღმდეგეთა გვერდის ავლის უნარი არსად დაუკარგავს. კვარაცხელია-ჩაკვეტაძის ერთად გამოყენების გეგმა იქნებ სანიოლისთვის ერთ-ერთ მთავარი დილემადაც კი იქცეს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიელებს 28 მარტს, სავარაუდოდ, ბათუმში ვუმასპინძლებთ, მანამდე კი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაც იგეგმება.

• სვანსკი

გუნდი ჩაკვეტაძე-კვარას გარშემო უნდა აიწყოს,დანარჩენი ვინც მზად არ არის არ უნდა ითამაშოს.

• რაბუ

საინტერესო ანალიზია მაგრამ გოლის გაშვების შიშით ხო ვერ ვითამაშებთ ( შეიძლება სულაც უწყინარ სიტუაციაში გაგვივიდეს, მაგალითად სტანდარტულიდან). ჩვენც ვეთამაშოთ მაქსიმალურად შემტევი შემადგენლობით და გავიტანოთ ერთით მეტი, ესეც ხო შესაძლებელია

• zaza

მე დავაყენებდი 4-1-3-2 სქემას .ყოველ შემთხვევაში , მოვსინჯავდი ამხანაგურზე და ვარჯიშზე . საზონოვს აუცილებლად ვათამაშებდი ნორვეგიასთან . დარწმუნებული ვარ , რომ თუ ჰოლანდის პერსონალურ დაჭერას დაავალებენ ვინმეს ცენტრალური მცველებიდან , ეგ აჯობებს ყველას . ნუ , თუ ფორმაშია .ყველაზე სწრაფია და ყველაზე ხისტ და დატვირთულ ლიგაში თამაშობს გამოცდილება აქვს . არ ვიცი როგორ შეძლებს საყრდენის თამაშს , თუმცა სისწრაფე საკმაო აქვს და ბურთიც ცუდად არ ამოაქვს . ჩაკვე და კვარა ორივე უნდა იყვნენ თავიდანვე . ისიც არ დაგვავიწყდეს , რომ საუკეთესო Dაცვა თავდასხმაა.

• გაგა

კვარას და ჩაკვეს ერთად თამაში სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს ნორვეგიელ მცველებსაც და ნახევარმცველებსაც,არაფრით არ უნდა ავირჩიოთ დაცვითი ტაქტიკა,სჯობს ბურთის კონტროლზე და სწრაფ მცველებზე გავაკეთოთ აქცენტი.ასე უკანმოუხედავად ვერ გარისკავენ ისინიც,იციან წინ ვინცაა:)ჩაკვეს ასისტი და ხვიჩას რომელი ნორვეგიელი მცველი დაეწევა.ბურთი კი მრგვალია.....

• დათოს

კი მარა მაშინ კიტე უნდა ამოვაგდოთ,

• დათო

რა პრობლემაა ვერ ვხვდები კვარა მარცხნივ ჩაკვე შუაში. მიუხედავად იმისა რომ ყველას ვგულშემატკივრობ და განსაკუთრებით კვარას ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ასევე გვჭირდება ძლიერი ჩაკვე და სხვებიც. ჩემი აზრით ნახევარდაცვაში გვიჭირს არც კაი ჩამშლელი გვყავს და არც გამთამაშებელი რაც პრობლემაა

• 100%

ფეხბურთელები არ გვყავდა და ვაი იყო, ეხლა ღვთის წყალობით მოვიდა თაობა, რომელიც, თუ ჯერ ვერ ხატავს, იგებს მაინც თამაშს. რას ქვია ჰოლანდი და ოდეგორი, ხალხო ხვიჩა გვყავს. ზოგისთვის ეს ფენომენი, ვისაც ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია, ჯერ არ არის ჯეროვნად აღქმული.

• მათე

მერე ვინ უშლის სანიოლს გამოიძახოს კანკავა. მაგრამ კალაძეს და კობიაშვილს არ აწყობს.

• Givi

Chemi azrit sazonovi unda atamashos norvegiastan axalgazrdaa da swrafi, tumca gamoucdelic da ratqmaunda riskic arsebobs...centrshi kankavasnairi gvwirdeba arsenalis fexburteli unda shechamon da gandzrevis sashualeba ar unda mieces,chemi azrit kankavam ichqara wasvlaa...

• Suxumchanin

შეირჩეს ამხნაგური ძლიერ გუნდთან, სადაც ექსპერიმენტით კვარა და ჩაკვე ერთად ითამაშებენ. იქ გამოჩნდება და ჩვენც გულშემატკივრები რომლებიც მათ ერთად თამაშს მოველით დავკმაყოფილდებით. ძალიან საინტერესო იქნება

• ბაჩო

ჩემი აზრით წიტაიშვილს შეცვლის მეორე ტაიმში ჩაკვეტი და კვარა მარჯვნივ გადავა ჩაკვე კვარას ადგილზე დარჩება და მაგრა შეუტევენ.

• მეგრელი

ნორვეგიასთან 2 გოლი უნდა გავიტანოთ მინიმუმ. ჰოლანდის გამჩერებელი პრემიერ ლიგაში ვერ მოიძებნა და კაშია მაგას ვერ აიყვანს შანსი არაა. ასე რომ შეტევაში თუ ვიზამთ რამეს. ცენტრში არსენალის გიჟი ყავთ და მანდაც გაგვიჭირდება (ღმერთმა ქნას ვცდებოდე)

• რრრ

კლასიკური 4-4-2 იყოს იქნებ გამოსავალი, მარა მწვრთნელს ვერ გაამტყუნებ შედეგი რასაც მოაქ იმას თამაშობს.

• ვენეციის კომისია

ჩაკვეტაძესთან ერთად ძალიან შემტევი შემადგენლობა გამოგვდის... გეთანხმებით, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ჩაკვე სკამზე დავტოვოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკანდახევისას კაცი გაკლდება, ჩაკვე არ არის მაგის მასტერი და 6 კაცით გიწევს აქტიური დაცვა, კიტეიშვილის უკან დაწევა გიწევს და არაა ეგ მაგის პოზიცია, გამართლებულია მხოლოდ სუსტ გუნდებთან სადაც თითქმის სულ უტევ, ანანიძეც გახსოვთ ალბათ მაგ პოზიციაზე და ათიანის წინა საყრდენად დაყენება მხოლოდ ვა-ბანკისას შეიძლება, უკანმოუხედავად რომ უნდა შეუტიო და სხვა გზა არ გაქვს... თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მაგ პოზიციიდან ოდეგორმა უნდა შეგვიტიოს და კვეკვეც არ არის კაცზე მოთამაშე ჩამშლელი საყრდენი და უფრო ბურთის ამომტანი ტიპია, გამოდის რომ გაგვდირკავენ ასეთი ტაქტიკით... კიდევ ვიმეორებ, ჩაკვეტაძე უფორმო როცაა მაშინაც კი სათამაშო დონით მეორე კაცია ნაკრებში კვარას შემდეგ, მაგრამ აი ასეთ ხარვეზების კასკადს გამოიწვევს მისი ათიანზე დაყენება დღევანდელ გუნდში და ეგ ჩაკვეტაძის ბრალი კი არა მოედნის ცენტრში სხვა პოზიციებზე სათანადო ხალხის არყოფნითაა გამოწვეული, პირველ რიგში კანკავს ტიპის ჩამშლელების არყოლით... სანიოლიც სწორედ მაგაში ხედავს პრობლემას ზემოთ რაც დავწერე და იმიტომ უწევს სკამზე დატოვება, თორემ ერთი შეხედვით ყველას გაუკვირდება ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სათადარიგოებში როგორ უნდა დასვა...

• ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი

ჩაკვეტაძე საყრდენად!

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები

"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო

სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება

ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში

"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება