უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა ნეკდოტით უპასუხა ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც მას პოლონელ ტომაშ ადამეკთან ბრძოლისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე დაუსვეს
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ ანეკდოტით უპასუხა ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც მას პოლონელ ტომაშ ადამეკთან ბრძოლისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

WBC-ის ჩემპიონს ჰკითხეს - რამდენი გულშემატკივარი უქომაგებს მას პოლონეთის ქალაქ ვროცლავის საფეხბურთო სტადიონზე. კლიჩკომ განაცხადა, რომ არ შეუძლია ილაპარაკოს გულშემატკივრებს შორის პროცენტულ შეფარდებაზე და შემდეგ პროცენტებზე ასეთი ანეკდოტი მოყვა: "მოკრივე ეკითხება თავის მენეჯერს, რატომ იყოფენ ისინი მოგებას თანაბრად. "მე 70 პროცენტის მიღება მსურს", - განაცხადა მოკრივემ. "შესანიშნავია, უპასუხა მენეჯერმა. - პრობლემა არ არის - ახლა, 70 70-ზე გავიყოთ მოგება".

კლიჩკოს თქმით, ადამეკთან მის ბრძოლაში მნიშვნელოვანია რინგზე მომხდარი მოვლენები და არა ის, ვის უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება ტრიბუნებზე. საჩემპიონო ბრძოლა, რომელშიც 40 წლის უკრაინელი WBC-ის ტიტულს დაიცავს, 10 სექტემბერს ვროცლავის საფეხბურთო არენაზე გაიმართება, რომელიც 45 ათას მაყურებელს იტევს.

კლიჩკოსა და ადამეკის პრესკონფერენცია ნიუ იორკში გაიმართა. უკრაინელმა ჩემპიონმა ისიც განაცხადა, რომ მისი მეტოქე ნამდვილი სუპერმძიმოწონოსანი არ არის და ადამეკი 10 სექტემბერს გაიგებს, რა განსხვავებაა მძიმე წონის მოკრივესა და იმ მებრძოლს შორის, რომელიც მძიმეწონოსანი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ბევრს ჭამს.

წარსულში 34 წლის ადამეკი მსოფლიოს ჩემპიონი იყო 79,4 და 90,9-კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. პროფესიულ რინგზე მან 45 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 44 (28 - ნოკაუტით) და წააგო ერთი შეხვედრა. კლიჩკომ, რომელსაც 19 ივლისს შეუსრულდა 40 წელი, 44 ბრძოლიდან 42-ში გაიმარჯვა (39 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხებულმა დატოვა რინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა