საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეში" ითამაშებს. ეს ყველანაირად უკეთესი უნდა იყოს უნგრეთში ასპარეზობაზე, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს. 28 წლის ფეხვურთელის ტრანსფერში დიდი წვლილი "კარლსრუეს" ექსკაპიტანსა და ამჟამად სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილს მიუძღვის.

რა გუნდია "კარლსრუე"?

ამავე ქალაქის კლუბი 1894 წლის 6 ივნისს შეიქმნა და უკვე 128 წლისაა. მათ არენაზე 30 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა. საუკეთესო შედეგი 1996 წელს ჰქონდათ, როცა ბუნდესლიგაში მე-6 ადგილი დაიკავეს, თუმცა ორი წლის შემდეგ დაქვეითდნენ. მათი მთავარი მოძულე კლუბი "შტუტგარტია", ეს ბადენურ-ვიურტემბერგის დერბია.

"კარლსრუე" ახლა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის. მათი თავკაცი კრისტიან იხნერი კარიერას სწორედ ამ გუნდში იწყებდა. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სებასტიან იუნგია, რომელიც უფრო "ვოლფსბურგიდან" გვახსოვს.

იაშვილი და "კარლსრუე"

ალექსანდრე იაშვილმა ბუნდესლიგაში 200 მატჩი ჩაატარა. ისიც მეორე ბუნდესლიგიდან იწყებდა, "ლიუბეკში" მშვენივრად ათამაშდა. ამის შემდეგ მან გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, ლევერკუზენის "ბაიერის" კარი თბილისის "დინამოს" მაისურით აიღო, რასაც "ფრაიბურგში" ხანგძლივი (10 წელი) კარიერა მოჰყვა. ის ამ კლუბის ისტორიაში წრთ-ერთი საუკეთესოა, რაც თითქოს ტრამლპინადაც უნდა ქცეულიყო, მაშინ მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესზე კი წერდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. "იაშკა" "კარლსრუეში" 2007-12 წლებში თამაშობდა, მოგვიანებით კაპიტანი გახდა და 141 მატჩში 24 გოლი გაიტანა. მან მეორე ბუნდესლიგაში 47 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა, ბუნდესლიგაში- 32.

სხვა ქართველები

გერმანიასა და მის რანგით მეორე ლიგაში არაერთ ქათველს უთამაშია, რამდენიმეს გამორჩევა კი განსაკუთრევით შეიძლება. როცა იაშვილსა და "ფრაიბურგზე" ვწერთ, ლევან კობიაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. მას მეორე ბუნდესლიგაში 86 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც 15 გოლი გაიტანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბუმლნდესლიგური მიღწევები 351 მატჩში 32 გოლია. ამავე პერიოდში, ლევან ცქიტიშვილმა მ"ფრაიბურგთან" ერთად მეორე ბუნდესლიგაში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ბუმდესლიგაში კი, სადაც "ვოლფსბურგშიც" თამაშობდა, 127 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა

იმავე "ფრაიბურგთან" და "აუგსბურგთან" ერთად ოთარ ხიზანეიშვილ მეორე ბუმდესლიგაში 30 შევედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას ტრავმებმა ბევრი დააკარგვინა. "ფრაიბურგში" დავით თარგამაძე გამოდიოდა და რანგით მეორე ლიგაში 6 მატჩი დაუგროვდა.

ქართველი ფეხბურთელების გერმანული გზა ერთ-ერთი პირველმა რევაზ არველაძემ გაჭრა, რომელიც "კიოლში" თამაშობდა და მეორე ბუნდესლიგაც დააჭაშნიკა ("ობერჰაუზანში" 2 მატჩი). ბევრს შესაძლოა, არც კი ახსოვდეს, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი, გიორგი ქინქლაძე კარიერის დასაწყისში სწორედ გერმანიის მეორე ლიგააი "ზაარბრიუკენში" გამოდიოდა და 11 შეხვედრა ჩაატარა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლევან ყენია "ფორტუნას" რიგებში მას შემდეგ თამაშობდა, რაც გელზერკირხენის "შალკეში" კარიერა კარგად ვერ აეწყო. ამ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენებური მათე ღვინიანიძე იყო, რომელმაც "მინხენ 1860"-ის რიგებში 87 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი). მეორე ბუნდესლიგაში 46 მატჩი 9 გოლის ავტორი ხვიჩა შუბითიძე გახდა.

ქართველები იმ იენის "კარლ ცაისის" წევრებიც იყვნენ, რომელიც 1981 წელს ლეგენდარულმა თბილისის "დინომ" დაამარცხა - მეკარე გიორგი ლომაია, მიხეილ აშცეთია და გიორგი სეთურიძე.

გერმანიის რანგით მეორე ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი წევრებიც თამაშობდნენ - გიორგი ჩაკვეტაძე ("ჰამბურგი"), ლაშა დვალი ("დუისბირგი") და გურამ გიორბელიძე ("დრეზდენი").

ბუდუ ზივზივაძე ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია, რომელიც პარტნიორებს ზონებს კარგად უთავიაუფლებს, მოზღავია და გოლების ალღო აქვს. იმედია, ის თავს სრულად დაიმკვიდრებს და მისი შედეგიანობა საქართველოს ნაკრებშიც ძლაიან გამოადგება.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა