ლა ლიგის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში „ვალენსია“ გასვლაზე „რეალთან“ 0:2 დამარცხდა.

გატუზოს გადაყენების შემდეგ „ღამურებს“ დროებითმა მწვრთნელმა ვორო გონსალესმა უხელმძღვანელა, გიორგი მამარდაშვილმა კი პირველად ითამაშა „სანტიაგო ბერნაბეუზე“. „რეალი“ წინა ტურში სახლში „სოსიედადთან“ ფრეს დასჯერდა და მისმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იმავე ტემპით მიდიან, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ „ბარსელონამ“ მნიშვნელოვნად მოუმატა და ბოლომდე იბრძოლებენ.

დებიუტში პირისპირ გასულ ასენსიოს მამარდაშვილმა არ გაატანინა, რის შემდეგაც, გასაკვირად, ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ შეუტიეს. სადღაც მეოცე წუთისთვის მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს, კომპენსირებულ დროში რიუდიგერმა თავურით დალაშქრა ქართველის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე გოლი გააუქმა, რადგან ბენზემაზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და უღიმღამო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი „სამეფო გუნდმა“ აქტიურად დაიწყო, სამწუთიან მონაკვეთში ასენსიომ და ვინისიუსმა გაიტანეს, ხოლო ცოტა ხანში ერთი-ერთზე დარჩენილი მოდრიჩის დარტყმული ბურთი გიორგიმ მოიგერია. 73-ე წუთზე ვინისიუსთან უხეშობისთვის არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით პაულისტა გააძევა და ისედაც უმწეო „ვალენსიას“ მდგომარეობა საბოლოოდ დამძიმდა. დარჩენილ დროში მამარდაშვილმა ვალვერდესა და როდრიგოს არ მისცა გატანის საშუალება და "ბლანკოსმა" 2:0 მოიგო.

„ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში „ჟირონას“ დაუპირისპირდება.

45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს „მალიორკას“ ეწვევა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 51 926 მაყურებელი

რეალი - ვალენსია 2:0

გოლები: 1:0 ასენსიო (52), ვინისიუსი (55)

გაძევება: პაულისტა (73)

არტ
მეკარისთვის 22 წელი დაახლოებით იგივე ასაკია, რაც მინდვრის მოთამაშისათვის 18-19 წელი. ეს ისე, ცნობისათვის. მამარდას რაც შეეხება, ამ მომენტისათვის უკვე არის მაღალი დონის მეკარე. სრული პოტენციალი აქვს უმაღლესი კლასის , გამორჩეული მეკარე გახდეს. მთავარია შრომა არ შეწყვიტოს, ტრავმები აირიდოს და სატრანსფერო შეცდომები არ დაუშვას.
G.A.L.
ჩვენ,სომხებს უფრო მაგარი მეკარე გვყავს ვიდრე თქვენი მამარდა. ისეარაფრის გაგონება არ მინდა,საჭმელსაც ვერა ვჭამ ელი,ჩვენი ქურუმი კვდება ელი
მეგრელი
გაიზრდება არ ვიცი, მთავარია ლუზერის მენტალობა არ ჩამოუყალიბდეს.
სოსო
პირველი გოლია ეპიზოდში,დარტყმა გამოვიდა ბრწყინვალე,მეორე ეპიზოდში კი,ვერც ბოლომდე გამოსვლას ასწრებდა,თან მცველი ეთამაშებოდა,ვინისიუსს და მეორე მცველიც დასახმარებლად გარბოდა.საჯარიმოს სიღრმიდან ორი რეალის ფეხბურთელიც შემორბოდა და არც მათზე პასი იყო გამორიცხული.მამარდა ინტუიციაურად გამოვიდა წინ,დარტყმის კუთხე შეამცირა და არც კარი დატოვა ბოლომდე,მაგრამ დარტყმულზე დაწოლა ვეღარ მოასწრო.ცოტა დაბალი რომ ყოფილიყო,შესაძლოა მოესწრო,მაგრამ რეალურად,ძალიან რთული დარტყმა იყო,მეკარისათვის. რაც შეეხება ვალენსიას,ის იმ თვითმფრინავს ჰგავს,ფრენისას ძრავა რომ გაუჩერდა.ჯერ სიჩქარე დაკარგა,მერე ცხვირით დაბლა დაეშვა და ახლა პიკეში ჩავარდნილი,მთელი სისწრაფით,მიწისაკენ მიჰქრის და სიცწრაფეც სულ უფრო მატულობს.სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ვეღარ გაძლიერდებიან,ესე იგი თვითმფრინავის შეკეთება,ჰაერში შეუძლებელია.მწვრთნელის შეცვლა,იმის მცდელობაა,ვარდნისაგან სიჩქარე აკრეფილი თვითმფრინავი,პიკედან მკვეთრი მანევრით გამოიყვანონ და პლანირებაზე გადასულის როგორმე მიწაზე დასმა,დამსხვრევის გარეშე მოახერხონ.უძნელესი ამოცანაა,მაგრამ სხვა შანსი არ არსებობს.თავის დროზე,ანდრო ჟორდანიამ,ასეთი რამე რამდენჯერმე,თანაც უარესი პოზიციიდან გააკეთა,მაგრამ ის, ანდრო ჟორდანია იყო,გენიოსი მწვრთნელი და ვალენსიას რას უშველიან,მაგას მალე ვნახავთ.
Givi
Meore golze win unda gamosuliko da meti shansi eqneboda, ori mcveli mosdevda vinisius da albat imitom ar gamovida...
Lm
ასეთ გუნდში უფრო გაიზრდება როგორც მეკარე.
akaki
მამარდაშვილისგან 22 წლის არის უკვე, ტოპ კლასის მეკარე ვერ დადგება მისი მიხვრა მოხვრიდან გამომდინარე. მაგრამ საშუალო კლასის საიმედო მეკარე სავსებით შესაძლებელია, რაც ძალიან კარგი იქნება.
მეგრელი
ვიყავი თამაშზე და ვალენსია ისეთ უსახურ ფეხბურთს თამაშობს რომ მამარდა კი არა ორი მეკარე ვერ უშველით. ძნელია ესეთ გუნდში მეკარეობა.
ბაბუაწვერა
თუ ასე გაგრძელდა ვალენსიას საქმე,დაუნგრევენ მამარდას კარიერას
ტტტ
პირველზე უფრო მეორეზე უნდა ეყოჩაღა, ლამის კილომეტრზე გაიგდო ბურთი ვინისიუსმა უნდა გამოსულიყო.
G.A.L.
ორივე გოლზე მაქსიმუმ რისი გაკეთებაც შეეძლო, დროული რეაქციაა. მაინც ვწრ მოიგერიებდა პირველ დარტყმულს. ასენსაოს მაგარი გამოუვიდა. მთელი დღე რომ ურტყას კარში, მასეთი ტრაექტორიით შეიძლება ერთიც აღარ წავიდეს. გამართლების მომენტიცაა. მამარდა არ იყო ცუდი, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია. ბერნაბეუს ფაქტორიც მაგრად მოქმედებს. ვალენსიას თითქოს თამაში, შეტევა ეზარებაო. რაღაც მოვალეობას იხდიდნენ მოედანზე. ერთი ბებერი პაულუსტა წვალობდა და ისიც დამსახურებულად გააძევეს!!! წარმატებები მამარდას, საქართველოს ნაკრებს და ვალენსიას.
gogi
არასწორად დადგა პირველ გოლზე კი მისიანი უშლიდა მაგრამ

აკი "მამარდას" ეძახდით და რომ აგებენ კი ხდება მამარდაშვილი :)
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა