2023 წლის პირველ მატჩამდე 24 საათით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" დასკვნითი, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

სამატჩო შემადგენლობამ ერთი საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადაიმეორა კომბინაციები და სარაგბო უნარები, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

"წლის პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული რაზე დავაშენებთ ჩვენს შემდგომ მოქმედებებს. ტრავმებიდან გამომდინარე გვაქვს დანაკლისი. გარდა ამისა, შემადგენლობაში არის როტაცია. გუნდში ბევრი ახალი სახეა. ჩვენი სურვილია, რომ ეს მოთამაშეები საქმეში ვნახოთ და ჩავატაროთ პატარ-პატარა ექსპერიმენტები. ვფიქრობ, შეხვედრას კარგად მომზადებულები ვხვდებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, კარგ თამაშს ვაჩვენებთ".

"როდესაც ესა თუ ის მოთამაშე სანაკრებო სივრცეში შემოდის, იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე მიიღებს თამაშის შანსს. ახალი ბიჭები ჩვენთვის კარგად არიან ნაცნობი, დიდი ხანია ჩართულნი არიან საწვრთნელ პროცესში, უბრალოდ, მათი თამაშის შესაძლებლობა აქამდე არ მოგვეცა. მათგან ორი "შავ ლომში" თამაშობს, კარგად იცნობენ გუნდის სათამაშო სისტემას, მაღალ დონეზე აქვთ სარაგბო უნარები და ერთადერთი სანაკრებო თამაშების გამოცდილება სჭირდებათ".

საქართველო 5 თებერვალს, 13 საათზე, გერმანიას "ავჭალაზე" მასპინძლობს. "ბორჯღალოსნებს" მეტოქე 9-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, 2019 წლის შემდეგ კი, მას პირველად შეხვდებიან. გერმანიამ 2022 წლის რაგბი ევროპის ალაფა მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის 8-მდე გაზრდის შემდეგ, ისინი ელიტაში დაბრუნდნენ.

ვასილ ლობჟანიძე იმედოვნებს, რომ ხვალინდელი თამაში სანახაობრივი გამოვა:

"გერმანია ალაფიდან დაწინაურდა და შეეცდება დაამტკიცოს რა შეუძლია. ჩვენ გასული წელი მაღალ ნოტაზე დავასრულეთ და ვიმედოვნებ, ახალი წლის დასაწყისიც კარგი გვექნება. მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ლამაზი, ლაღი თამაშის მოლოდინი გვაქვს“.

rugby.ge

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა